იტალიელი სპეციალისტი რუსული ფეხბურთის მესვეურებს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე მოეთათბირება
იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო მოსკოვში ჩაფრინდა, რათა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობასთან წინასწარი მოლაპარაკება გაემართა. კაპელო რუსული ფეხბურთის მესვეურებს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე მოეთათბირება.

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ჰოლანდიელმა დიკ ადვოკაატმა, ადრინდელი შეთანხმების შესაბამისად, ევრო 2012-ზე რუსეთის ნაკრების გამოსვლის დასრულების შემდეგ თავისი პოსტი დატოვა.

12 ივლისს კაპელო რომიდან მოსკოვში ჩაფრინდა. კაპელო მოსკოვში მარტო იმყოფება, შვილის გარეშე, რომელიც მამის კონტრაქტების იურიდიული მხარეებითაა დაკავებული. ეს იმას მოწმობს, რომ კაპელოსთან მოლაპარაკება წინასწარი ხასიათისაა.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელები კაპელოსთან შეხვედრას და მისი რუსეთის ნაკრების სათავეში შესაძლო დანიშვნის განხილვას გეგმავენ. იტალიელმა ინგლისის ნაკრები თებერვალში დატოვა, ვინაიდან ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მიერ ჯონ ტერისთვის კაპიტნობის ჩამორთმევით უკმაყოფილება გამოხატა.

სპეციალისტი ინგლისის ნაკრებს 2008-დან 2012 წლამდე ხელმძღვანელობდა. მას ასევე "მილანში", "იუვენტუსში", "რომასა" და მადრიდის "რეალში" უმუშავია.

ასევე იხილეთ:

რუსებმა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად ხოსეპ გვარდიოლა ოფიციალურად დაასახელეს

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!