გთავაზობთ ლონდონის "ჩელსის" ესპანელი ვარსკვლავის ცხოვრების სამ საინტერესო ისტორიას
ნაწილი პირველი

"ეს ძარცვაა. ჯობია, ყველანი ადგილზე დარჩეთ!" - პარასკევ დილას ორმა მამაკაცმა, კამუფლირებული ტანსაცმლითა და სახეზე ნიღბებით, ერთ-ერთ ბანკს შეუტია.

ერთი მათგანი სეიფთან მიიჭრა და იარაღის მუქარით ფული მოითხოვა. ბანკის თანამშრომელთა მხრიდან ის ბრძანებებისადმი უსიტყვო მორჩილებას ითხოვდა.

მეორე კი, იმისთვის, რომ ქუჩაში ხალხის ყურადღება არ მიექცია, სალაროსთან რიგის თავში ჩადგა და მოლარეს ფულის გადაცემა წყნარად მოსთხოვა. მასთან ყველაზე ახლოს მდგომ ადამიანს კი შუბლზე იარაღი დაადო და ურჩია, რომ მოქმედებებისგან თავი შეეკავებინა, რათა ტრაგედია თავიდან აეცილებინა.

ეს ადამიანი ხუან მატა-უფროსი იყო. შემდეგ ერთი ყაჩაღი მეორე დარბაზში გადავიდა, სადაც რამდენჯერმე გაისროლა აღელვებული ხალხის დასაშოშმინებლად. ამასობაში შენობასთან პოლიცია გაჩნდა.

სამართალდამცავებს დიდხანს არ უფიქრიათ და ყაჩაღებს სროლა დაუწყეს. დაიწყო პანიკა. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის - ერთ-ერთი თავდამსხმელი, ვინც იატაკზე დავარდა თუ არა, იარაღი სწორედ მატა-უფროსმა გამოგლიჯა ხელიდან. ბოლოს შენობა მან უვნებელმა დატოვა.

ყველაფერი ეს ბურგოსში (კასტილიისა და ლეონის რეგიონი) მოხდა, ქალაქში, სადაც ხუან მატა-უმცროსი დაიბადა. ამ დროს მამამისი ადგილობრივ კლუბში თამაშობდა.

"ოვიედოში", წინაპრების მხარეში, მატა მალე გადავა, მაგრამ ჯერ ამ ქალაქში ცხოვრობს სტადიონთან ახლოს და "ესტადიო ხუვენტუდში" თამაშობს. ხუანი ისე დარბის, როგორც ისარი და დაუღალავად მუშაობს. გააქვს გოლები. ხუანმა "ოვიედოს" ყურადღება მიიქცია, რომელმაც ის "რეკეკსონის" აკადემიაში მიიწვია. მისი მწვრთნელი გახდა ტომასი, "ოვიედოსა" და "ვალენსიის" ყოფილი ფეხბურთელი.

მატამ პროგრესი ძალიან სწრაფად განიცადა. მალე ის კადეტებში გადაიყვანეს, სადაც თავისზე ერთი წლით უფროსებთან ერთად თამაშობდა. ხუანს მომავალშიც თითქმის ყოველთვის უფროსებთან ერთად მოუწევს თამაში. "ოვიედოს" კანტერაში სამი წლის განმავლობაში მან 133 (!) გოლი გაიტანა. მეორე სეზონში კი ასტურიის ჩემპიონი გახდა.

მის ანგარიშზე 65 ბურთი იყო. მატას ასაკისთვის არადამახასიათებელი პლუსები ჰქონდა და გასაკვირი სულაც არ იყო, რომ ესპანური გრანდების მთავარი სამიზნე შეიქნა. ახალი გამოწვევები და გამოცდილება მასაც სჭირდებოდა.

ისტორია №1

ერთხელ მისმა ბიძამ, ვინც ერეროს ერთ-ერთ ბანკში მუშაობდა, ხუანის დედას დაურეკა და აცნობა, რომ მის სამსახურს სარეკლამო კამპანიისთვის ორი პატარა ბავშვი მოდელების როლისთვის სჭირდებოდა.

"მოიყვანე ხუანი და პაულა, ფოტოებს გადაუღებენ," - უთხრა მან დას. გაკეთდა ფოტოკოლაჟი, სადაც ხუანი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჭოგრიტით უყურებდა. და კი მას ვარსკვლავებზე უთითებდა. ეს რეკლამა მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ასტურიის ყველა გაზეთში იბეჭდებოდა.

მატა უყურებდა ვარსკვლავებს და არ იცოდა, რომ მალე ის თავად გახდებოდა ერთ-ერთი მათგანი. თუმცა ფეხბურთელის სიტყვებს თუ ვენდობით, მას არასოდეს უოცნებია ვარსკვლავის სტატუსზე და მხოლოდ იმას ნატრობდა, რომ ოდესმე პრიმერაში ეთამაშა.

მაშინ ხუანს ჯერ კიდევ არავინ იცნობდა. ერთხელ პატარა ფეხბურთელს თავისუფალი დრო ჰქონდა, მეცადინეობისგან ისვენებდა და სავარძელზე იყო წამოწოლილი. მამა ამ დროს ვიდეოკასეტებში იქექებოდა. ბოლოს მან ნახა საჭირო და შვილს დიეგო არმანდო მარადონას თამაშის ფრაგმენტები ჩაურთო. ხუანი ამ კადრებმა სამუდამოდ დაატყვევა.

"არასოდეს მინახავს, რომ ოდესმე ვინმეს მარცხენა ფეხით ასეთი მანიპულაციები ჩაეტარებინა. ეს სიმსუბუქე ჯადოქრობაა," - თქვა წლების მერე მატამ. ის ოცნებობდა დიდ არგენტინელთან შეხვედრაზე. 2009 წლის 14 ნოემბერს ესპანეთი-არგენტინის მატჩზე, რომელზეც ისიც იყო მიწვეული, ფეხბურთელი იმდენად მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე კი არ ფიქრობდა, რამდენადაც მარადონას გაცნობაზე.

ხუანმა მოახერხა რამდენიმე სიტყვის თქმა კერპისთვის. "მარადონას მერე ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ზინედინ ზიდანმა მოახდინა. მე მისითაც მოხიბლული ვარ," - დასძინა მან.

ვარჯიშებისა და თამაშებისგან თავისუფალ დროს მატა "მუდმივი სტუდენტია". "ის სულ წიგნებს უჯდა," - იხსენებს ხუან მატა-უფროსი. დიახ, "ჩელსის" ვარსკვლავი დაუსწრებლად ეუფლება სპორტული მარკეტინგის სპეციალობას მადრიდის კამილო ხოსე სელას უნივერსიტეტში.

გაგრძელება 14 ივლისის ნომერში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა