მიუხედავად ფანების პროტესტისა, ხუან რომანი "ბოკაში" არ რჩება
"ბოკა ხუნიორსის" ფანებმა ხუან რომან რიკელმეს შესაძლო აბარგება სასტიკად გააპროტესტეს, მაგრამ მიუხედავად ათასობით ფანის საპროტესტო აქციისა, რიკელმა "ბოკაში" დარჩენას მაინც არ აპირებს.

34 წლის გამთამაშებლის აგენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ რიკელმე გაგებით ეკიდება ფანების მოთხოვნას, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა "ბოკას" ფანები შოკში რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადებით ჩააგდო - ამ კლუბს ვეღარაფერს მივცემ და უნდა წავიდეო. რიკელმეს ამ განცხადებას წინ უძღოდა ლიბერტადორესის თასის ფინალში განცდილი მარცხი...

არგენტინული მედიის ინფორმაციით, რიკელმემ "ბოკა ხუნიორსის" დატოვება, პირველ რიგში, მწვრთნელთან, ხულიო სესარ ფალსიონისთან უთანხმოების გამო გადაწყვიტა.

უახლესი ცნობების თანახმად, რიკელმეს არგენტინული კლუბები, "ტიგრე" და "არხენტინოს ხუნიორსი" ეპატიჟებიან.

დაინტერესება გამოხატეს ბრაზილიური "ფლამენგოს" ბოსებმაც. ყველაზე მეტად კი ჩინური "შანხაი" აქტიურობს - გუნდი, რომელმაც დიდიე დროგბა გადაიბირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...