ვეტერან ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ბალოტელის "ოქროს ბურთის" მიღება შეუძლია
დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას მარიო ბალოტელისა და ანტონიო დი ნატალეს შორის განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება სუფევდა.

გახსოვთ, ალბათ, იტალიის ნაკრების პირველ შეხვედრაში სუპერმარიომ საოცარი მომენტი გააფუჭა, რის შემდეგაც ჩეზარე პრანდელიმ სწორედ ტოტო დი ნატალეთი შეცვალა - უდინელი ახალი შესული იყო მოედანზე, როდესაც ესპანელებს გოლი გაუტანა და თითქოს აჩვენა ბალოტელის, თუ როგორ უნდა დამაგვირგვინებელ ფაზაში მოქმედება;

გოლის მომენტში რეჟისორებმა უმალ მარიო აჩვენეს კადრში, რომელიც დი ნატალეზე არანაკლებ გახარებული გახლდათ და სიხარული ემოციურად გამოხატა. თამაშის შემდეგ კი პირველი მივიდა ტოტოსთან და წარმატება მიულოცა.

ანალოგიური განმეორდა, როდესაც დი ნატალემ ვერ ივარგა ირლანდიასთან და უკვე შეცვლაზე შესულმა ბალოტელიმ გამოიჩინა თავი.

მოკლედ, ორ ფეხბურთელს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა და სწორედ ამაზე ისაუბრა "კორიერე დელო სპორტთან" ანტონიო დი ნატალემ:

"მარიო ბალოტელიზე იმდენი ცუდი მსმენოდა, რომ თავიდან მასთან ურთიერთობას გავურბოდი კიდეც... თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარი ყოფილა და ვერ ვხვდები, რატომ იგონებენ ჟურნალისტები ამდენ სისულელეს. შეიძლება ფეხბურთელი ემოციური იყოს უშუალოდ თამაშის დროს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანია და მასთან ურთიერთობის დამყარება სირთულეს წარმოადგენს.

მარიო ძალიან კარგი პიროვნებაა და ამაში ნათლად დავრწმუნდი. ამასთან, უძლიერესი ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია "ოქროს ბურთიც" კი მოიგოს.

გარკვეულ კომპონენტებზე მართებს მუშაობა, მაგალითად, უბურთოდ სირბილზე, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და რაც მთავარია, პროგრესის გზაზე დგას. ფიზიკურად ძლიერია და საოცარი დარტყმა აქვს - საკუთარ თავზე მუშაობას თუ გააგრძელებს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან მალე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

ჩემი შვილი აღფრთოვანებულია მარიოთი და სწორედ ამიტომ მისი მაისურა ვაჩუქე; ბოლო დღეებია, დაჩემებული აქვს, ბალოტელის მსგავსი ვარცხნილობა უნდა დავიყენოო, მაგრამ მე არ ვაძლევ უფლებას. მარიოს ტელეფონით ესაუბრა და უბედნიერესი იყო - იმედი მაქვს, ოდესმე მამამისსაც ასევე შეიყვარებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის