ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი
...ერთი შეხედვით, ქუთაისელებს ხელს არაფერი უშლიდათ - კარგ პირობებში ემზადებიან, კარგი მწვრთნელი ჰყავთ, შემადგენლობასაც არა უშავს, მაგრამ ეს არასაკმარისი გამოდგა.

რეალურად, გამოჩნდა, რომ ქუთაისელებს მაღალი კლასის მოთამაშე არ ჰყავთ, რომელსაც თანაგუნდელების აყოლიება შეუძლია.

საპასუხო მატჩში "ტორპედომ" ხეირიანად ვერც იბრძოლა და მხოლოდ სწორი ტაქტიკური სქემა უფრო ძლიერი შემადგენლობის "აქტობესთან" დასაპირისპირებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ყაზახი ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და რომ არა ჩვენი მეკარის, ომარ მიგინეიშვილის მშვენიერი თამაში, გაცილებით დიდი ანგარიშითაც მოიგებდნენ.

ძალიან კი გვინდოდა ჩვენების გამარჯვება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას - ორივე შეხვედრის ცქერის შემდეგ ცალსახად სათქმელია, რომ "აქტობემ" ჩვენს წარმომადგენელს აჯობა.

მასპინძლები ბურთს აკონტროლებდნენ, ქუთაისელებმა კი ხეირინად კარში ვერც დაარტყეს და უცდიდნენ, როდის დაუშვებდა მეტოქე შეცდომას.

ეს ნაღდად არ ჰგავდა გია გეგუჩაძის გუნდს.

ყაზახები კი ხშირად არტყამდნენ კარში თუ კარის მიმართულებით. რეალური საგოლე მომენტები ჰქონდათ ბადლოს, ხაირულინს, კაპაძეს. ტაიმის მიწურულს კი ერთდროულად სამჯერ გადავრჩით.

მეორე ტაიმიც იგივე სცენარით წარიმართა: პირველი მომენტი ბიკმაევმა შექმნა, შემდეგ კენჟისარიევმა, ბაიერმა.

მასპინძლებს მონდომება ბოლოს დაუფასდათ, როდესაც უზბეკმა მარატ ბიკმაევმა ძლიერად და ზუსტად დაარტყა.

ქუთაისელთა მცდელობა უკბილო და უშედეგო იყო და გულიც უზომოდ დაგვწყდა, რადგან ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერის ყაზახებთან წაგება კიდევ ერთხელ გვახსენებს - ჩვენ ჯერ კიდევ ჭაობში ვართ.

იმის თქმა, რომ "აქტობე" ძლიერი გუნდია, ვითარებას ვერ გამოასწორებს - ყაზახები ევროპული ფეხბურთის ფსკერზე არიან და მათ სიძლიერეზე ლაპარაკი სასაცილოა.

ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. საპასუხო მატჩი

12.07. აქტობე. ცენტრალური. 9000 მაყურებელი.

აქტობე-ტორპედო 1:0 იხილეთ ვიდეო

(პირველი მატჩი 1:1 იხილეთ ვიდეო)

გოლი: 1:0 ბიკმაევი (75)

აქტობე ტორპედო

4-5-1 4-2-3-1

სიდელნიკოვი-მიგინეიშვილი

ბადლო-რიგვავა

სმაკოვი-გამეზარდაშვილი

პრიმუსი-კვახაძე

კენჟისარიევი-გ. გურული

ლოგვინენკო-დიღმელაშვილი

კოვალჩუკი-გ. დათუნაიშვილი

ბაიერი-დოლიძე

კაპაძე-ბოლქვაძე

ბაიერი-საბანაძე

ბიკმაევი-გოცირიძე

მწვრთნელები:

ვ. მუხანოვი-გ. გეგუჩაძე

ტორპედო

57. დიღმელაშვილი - ფირცხალავა

60. დოლიძე -ე. გრიგალაშვილი

81. გოცირიძე - ტუღუში

სათადარიგოები:

ქვილითაია, გიგაური, ზ. ჭელიძე, იოსელიანი

აქტობე

87. ბიკმაევი - ლისენკოვი

89. ხაირულინი - კლიმიავიჩუსი

90+2. ბაიერი - ზემლიანუხინი

სათადარიგოები:

ნარზიკულოვი, დარაბაიევი, გეინრიხი, კუატი

გაფრთხილება: გურული (78)

არბიტრი: ა. ლიშმანსკი (პოლონეთი)

ისევ აქტობე, ისევ წაგება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

mamuka
გულისამრევი ფეხბურთი იყო.გეგუჩაძის არცეთი გუნდის ასეთი თამაში არ მახსოვს.გამახსენდა ძველი სენი-უმოძრაობა.დამდგარი ფეხბურთი.კი არ და რბოდნენ დაღოღავდნენ.
koka
საერთოდ რატომ გაგყავთ ასეთი გუნდები ევროსარბიელზე? ნამუსი თქვენ რომ არა გაქვთ ფედერაციას და გუნდის ხელმძღვანელობას ვგულისხმობ დიდი ხანია ცნობილია მარა დანარჩენ საქართველოს ჯერ არ გაწყვეტია ბოლომდე შუბლის ძარღვი და რა გინდათ გვითხარით მაინც
zuxusha
ეს არის გეგუჩაძის ორმაგი მარცხი და ამიტომაა გასაკიცხი.პირველი იმიტომ, რომ ორივე მატჩი პირწმინდად წააგო, მაგრამ, წარმოიდგინეთ, ეს არაა მთავარი თუკი გუნდი სუსტია.მთავარი კი ისაა, რომ ვერ აფასებს სიტუაციას და წინასწარ იმუქრება მოგებით, ნაცვლად იმისა, რომ თქვას, მოწინააღმდეგე ჩვენზე ძლიერია და არაფრისაგან არ ვართ დაზღვეულიო. სხვათაშორის, ასე მარტო მას არ ემართება.
ი.კ.
ცუდიდანაც კარგი თუ გინდა დაინახო ეს არის რომ კარგი მეკარე გვყავს, მიგინეიშვილმა გუშინ ნამდვილად გადავრჩით შერცვხენას. რაღაც უნდა მოიფიქრონ, ქუთაისს ყველაფერი აქვს იმითვის რომ პირველივე ეტაპზე არ გამოვარდეს. კი ერთი წელია ეს ყველაფერი რაც გაჩნდა მაგრამ გაისად ასეთი განმეორება უკვე კატასროფა იქნება
zaza
სირცხვილია.სოფლის გუნდია ვერც ერთი ფეხბურთელი 2 მ ში სშორ პას ვერ აკეთებს
torpedo
ესეც დღევანდელი ჩვენი ტორპედო, სად ყრინ ფულებს თავადაც არ იციან გუნდში ორი სამი კაცის მეტი ქართული ფეხბურთის საჯართეზეა გადასაყრელი სელექციის უნარიანი გეგუჩაძე უფრო ერთობა ვიდრე რამეს აკეთებს ამ გუნდში. თუ სამომავლოდ წინ იყურები ადამიანო ახალგაზრდებს მაინც მიეცი შანსი ამაგათგან არაფერი გამოვა ჩვენზე კარგად იცი და ნუ გვაწყვიტავთ ნერვებს. რო არა მიგინეშვილი გუშინ ტუეტეზე ურესი დაგვემართებოდა.
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი