ახლახან ცნობილი გახდა, რომ ქართველმა პირველხაზელმა ფედერალ 1 დივიზიონის "მონლუსონი" დატოვა და "კოლომიეში" გადავიდა
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ყველა დივიზიონში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.

უკვე ვწერდით, რომ მომავალი სეზონიდან ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში ქართველი მორაგბეების სარეკორდო რაოდენობა ითამაშებს.

შესაბამისად, შედარებით ცოტა დარჩა ისეთი, ვინც ფედერალ დივიზიონებში მოთამაშე კლუბების ღირსებას დაიცავს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ფედერალ 1 დივიზიონის "მონლუსონი" დატოვა და "კოლომიეში" გადაბარგდა პირველხაზელი ელიზბარ ყუფარაძე. სამწუხაროდ, ელიტური, პირველი დივიზიონის "აჟენის" დატოვება მოუწია შერკინების ბურჯ ბექა შეყლაშვილს, რომელმაც კონტრაქტი მეორე დივიზიონის "ბეზიესთან" გააფორმა.

დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო საქართველოს ნაკრების რამდენიმე უკანახაზელის მომავალი გუნდის ვინაობა. მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი ისევ ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "სენ ჟუნიენში" დარჩა. შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ კი მეორე დივიზიონიდან ფედერალ 1 დივიზიონში დაქვეითებულ "პერიგოსთან" გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

ფედერალ 1 დივიზიონში ითამაშებს შუამარბი რეზო გიგაური. მან "ბლანიაკი" დატოვა და "მონლუსონს" მიაშურა, რომელშიც ამჟამად დევი დათუნაშვილი ირიცხება. ამავე დივიზიონში განაგრძობს კარიერას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შუამარბი დავით კაჭარავა, რომელმაც შარშანდელი სეზონი "ნიცაში" გაატარა. კაჭარავას ახალი გუნდი "როდეზია".

ახლახან ცნობილი გახდა, რომ დასასრულს მიუახლოვდა დავა მამუკა გორგოძის თაობაზე ფრანგულ კლუბებს - "ტულონსა" და "მონპელიეს" შორის.

შეგახსენებთ, რომ ტულონელთა მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი წინასწარი კონტრაქტის დარღვევის გამო გორგოძისგან 500 ათას ევროს ითხოვდა. სასამართლოს რამდენიმე სხდომის შემდეგ დაპირისპირებული კლუბების ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია. გადაწყდა, რომ ჯარიმის სახით, "მონპელიე" "ტულონს" 120 ათას ევროს გადაუხდის.

ბოლო ამბები სატრანსფერო ბაზრიდან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"