47 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი ფიფამ მსოფლიოს სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა
"იბერია სტარს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს: ფუტსალში საქართველოს ჩემპიონს ამიერიდან 47 წლის ბრაზილიელი სპეციალისტი სერჟიო ბენატი გაწვრთნის.

ფეხბურთელობისას ბენატის უმაღლესი მიღწევა მსოფლიოს ჩემპიონობა იყო. 1989 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიამ მასპინძელი ჰოლანდია 2:1 რომ დაამარცხა, გამარჯვების გოლი სწორედ ბენატიმ გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა!

მწვრთნელის პოსტზე მას უმუშავია იტალიურ "მარკასა" და რუსულ ნორილსკის "ნიკელში".

შეგახსენებთ, რომ აქამდე "იბერიას" ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი ოლეგ სოლოდოვოიკი ავარჯიშებდა, რითაც საქართველოს ჩემპიონის ხელმძღვანელობა სამართლიანად ამაყობდა.

მაგრამ ბრაზილიელი სულ სხვა რანგის სპეციალისტია - მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბენატის უდიდესი მიღწევა 2005 წელს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება იყო. მან ეს ტიტული არა რომელიმე ევროპულ გრანდში ("ბენფიკაში", "სპორტინგში", "ბარსელონაში"), არამედ, მოკრძალებულ ბელგიურ "შარლერუაში" მუშაობის დროს მოიპოვა.

სწორედ ამის შემდეგ დაასახელა ფიფამ მსოფლიოს სამ საუკეთესო მწვრთნელს შორის.

საქართველოს ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი დარჯანია ამბობს:

"ასეთი რანგის მწვრთნელი საქართველოში ჯერ არცერთ სახეობაში გვყოლია. ბენატიმ ფუტსალში მიაღწია მწვერვალებს, როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმაც.

ერთ-ერთი ასეთი პიროვნება კლასიკურ ფეხბურთში ასევე ბრაზილიელი, ლეგენდარული მწვრთნელი მარიო ზაგალო იყო, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, როგორც მოთამაშე და როგორც მწვრთნელი.

დიდი ფეხბურთელი იყო კრუიფი, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონი ვერცერთ რანგში ვერ გახდა. ბენატიმ კი ეს ფუტსალში შეძლო.

ასე რომ, მისი ჩამოყვანა უზომოდ მახარებს და მაიმედებს, რომ "იბერია სტარი", რომელიც დღეს უკვე ევროპის მოწინავე გუნდებს შორის არის, გაცილებით მაღალ დონეზე ათამაშდება".

ბრაზილიელ სპეციალისტთან დაკავშირება მოვახერხეთ და მცირე კომენტარი ჩამოვართვით.

მაშ ასე, რამ გადააწყვეტინა საქართველოში მუშაობა და რა იმედებით მოდის გუნდში?

"ახლა იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან მოხარული ვარ "იბერიას" შემოთავაზებითა და ამ გუნდში მუშაობის პერსპექტივით.

შემოთავაზებამდეც ვიცოდი, რომ ძალიან საინტერესო გუნდი იყო. იმედია, ჩვენ ერთად დიდ წარმატებებს მივაღწევთ.

საქართველოში 15 ივლისს ჩამოვდივარ და ამ ყველაფერზე უფრო ვრცლად თბილისში ვილაპარაკოთ", - გვითხრა ბენატიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარმა" უეფას თასზე მეტოქეების ვინაობა შეიტყო

"იბერია სტარი" ჩემპიონია!

ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ელიტრაუნდს საქართველო უმასპინძლებს?

ლევან ცქიტიშვილი: ფუტსალს საქართველოში მასობრიობა სჭირდება

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან