"100 პროცენტით მზად არ ვარ, შეხვედრა შეუცვლელად რომ ჩავატარო, მაგრამ სასურველ ფორმას ვუახლოვდები"
დანიის სუპერლიგისა და ევროპის ლიგის მატჩებამდე გორის "დილას" მეტოქემ "ორჰუსმა" ბოლო საკონტროლო შეხვედრა დანიურ "ოდენსესთან" 0:0 ითამაშა.

ცხრათვიანი შესვენების შემდეგ ამ მატჩში საქართველოს ნაკრების კანდიდატმა დავით დევდარიანმა კვლავ მოირგო გუნდის ფორმა.

"ორჰუსის" ვებგვერდმა 24 წლის ქართველ ნახევარმცველს ინტერვიუ ჩამოართვა, რომლის შემოკლებულ ვარიანტსაც გთავაზობთ.

"დავით დევდარიანი მზად არის, გუნდს დაეხმაროს და 13 ივლისს სუპერლიგის პირველ ტურში ითამაშოს. ქართველი ფეხბურთელი მოედანს ორშაბათს დაუბრუნდა და "ოდენსესთან" ტესტ-მატჩში მეორე ტაიმი ითამაშა.

დევდარიანი ამბობს, რომ სათამაშოდ მზად არის:

"ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით, ესეც ნორმალურია და მოხარული ვარ, მოედანს რომ დავუბრუნდი.

ისევ გუნდის ნაწილი ვარ და ისევ ვვარჯიშობ. ცხრა თვე რომ გაგიცდება, ამის შემდეგ ესეც სასიხარულო ამბავია.

ტრავმის გამო გაცდენილი დრო ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა. ფეხბურთელისთვის ყველაზე მძიმე ხომ უთამაშებლობაა.

იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ამან სწრაფად გამიარა".

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ არის, რაც თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს, დევდარიანმა სწრაფად მოახერხა ოპტიმალური კონდიციების აღდგენა და ტესტ-მატჩშიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა:

"თავიდან გამიჭირდა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სრული დატვირთვით ვემზადებოდი. სიძნელეების დაძლევის გარეშე ძველებურ დონეზე თამაში შეუძლებელიც იქნებოდა".

ქართველი ნახევარმცველი ჯერ მზად არ არის, 90 წუთი რომ ითამაშოს, მაგრამ იმედოვნებს, რომ 13 ივლისს "ოლბორგთან" სეზონის პირველ შეხვედრაში გუნდს დაეხმარება:

"100 პროცენტით მზად არ ვარ, შეხვედრა შეუცვლელად რომ ჩავატარო, მაგრამ სასურველ ფორმას ვუახლოვდები.

ახლა 45 წუთი ვითამაშე და ესეც კარგი იყო. ვფიქრობ, სუპერლიგის რამდენიმე ტურის შემდეგ სრულ მზადყოფნაში ვიქნები, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ინტენსიურად ვითამაშებ".

დევდარიანი დაბრუნდა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

დავით დევდარიანი დანიურ "ორჰუსს" გორის "დილასთან" დაეხმარება?

ავიაკომპანიებს დანიური "ორჰუსის" ფანების საქართველოში ჩამოყვანა არ უნდათ

დავით სხირტლაძე: ქართველების წინააღმდეგ თამაში არ მინდოდა!

დავით დევდარიანი დანიური "ორჰუსის" გულშემატკივრებს თბილისში ეპატიჟება

გორის "დილას" მეტოქე ევროპალიგაზე - დანიური "ორჰუსი"

კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
აბუაშვილი შეცვალეს - "მეცი" "რედ სტართან" დამარცხდა
მიქაუტაძის "ვილიარეალი" სახლში "ბეტისთან" დამარცხდა და მე-18 ადგილზეა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს