ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგის" მეტოქე მოსკოვის "სპარტაკთან" ტესტმატჩში დამარცხდა
პლზენის "ვიქტორიამ", რომელიც ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის "მეტალურგს" დაუპირისპირდება, ავსტრიულ შეკრებაზე სპარინგ-პარტნიორად მოსკოვის "სპარტაკი" აირჩია.

მოსკოველთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩეხების წინააღმდეგ ძირითადში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა გუნდის ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე, რომელსაც უშუალოდ მარჯვენა ფლანგზე შეტევების წარმართვა ევალებოდა და საერთო ჯამში, ქართველმა ჰავბეკმა მისიას თავი კარგად გაართვა.

შეხვედრაში გასული პირველი გოლი სწორედ ჯანოს აქტიურობას მოჰყვა. მე-12 წუთზე ჩვენებურმა ბურთი მოედნის სიღრმიდან სწრაფად აიტანა მეტოქის საჯარიმომდე და მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ დარტყმა მთლად ძლიერი და ზუსტი არ გამოუვიდა და ჩეხთა გოლკიპერმაც ბურთის მოგერიება შეძლო. სამაგიეროდ, დამატებაზე ანანიძის თანაგუნდელმა ემენიკემ იყოჩაღა და ბურთი კარში შეაგდო.

ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება საჯარიმოთი შეძლეს და შემდეგ პენალტით წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ თუ მოსკოველთა მეკარემ პირველ ეპიზოდში აშკარად შესცოდა, მეორე ჯერზე უბადლოდ გაისარჯა და დარტყმა მოიგერია.

საბოლოოდ მოსკოვის "სპარტაკმა" ემენიკეს დუბლის წყალობით შეხვედრა ანგარიშით 2:1 მოიგო.

ასევე იხილეთ:

უნაი ემერის ჯანო ანანიძესთან სალაპარაკოდ თარჯიმანი არ სჭირდება

უნაი ემერი: მოსკოვის "სპარტაკს" ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა