25 წლის მცველის გადაბირება მოსკოვის "სპარტაკს" სურდა და ერთი ხანობა, ეს საქმე გაჩარხულადაც ითვლებოდა
გადაწყვეტილი ამბავია, რომ დავიდე ასტორი "კალიარიში" დარჩება და მომდევნო სეზონსაც სარდინიულ გუნდში გაატარებს.

არადა, 25 წლის მცველის გადაბირება მოსკოვის "სპარტაკს" სურდა და ერთი ხანობა, ეს საქმე გაჩარხულადაც ითვლებოდა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, მოლაპარაკება ჯერ კიდევ მისაყვანი იყო ბოლომდე და სწორედ იმ ბოლოში მოხდა რაღაც ისეთი, რამაც მცველს აზრი შეაცვლევინა - თუ რა მოხდა ასეთი, ამაზე თავად ფეხბურთელი საუბრობს:

"მოსკოველებმა ფანტასტიკური პირობები შემომთავაზეს და გადაწყვეტილებაც უკვე მიღებული მქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში "კალიარის" პრეზიდენტთან შეხვედრა განვიზრახე და იქ შეიცვალა ყველაფერი.

მასიმო ჩელინომ სახლში დამპატიჟა, სადაც ოჯახურ ატმოსფეროში გავცვალეთ აზრები. მან არჩევანის თავიდუფლება მომცა და იქვე დაამატა, რომ მისი სურვილი იყო, "კალიარიში" დავრჩენილიყავი, რადგან გუნდისთვის კიდევ ბევრი სარგებლის მოტანა შემიძლია.

მეტიც, ჩელინოს თქმით, მთლიანად იტალიურ ფეხბურთს სჭირდება ჩემი სამსახური და გამომდინარე აქედან, ჯობდა რუსეთში წასვლაზე უიარი მეთქვა - ამ სიტყვებმა ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია და მივხვდი, რომ სარდინიაზე უნდა დავრჩენილიყავი.

ფული არ არის მთავარი ფასეულობა და ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ეს კიდევ ერთხელ დავამტკიცე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა