კლოპმა მარიოს ახალი სეზონისთვის ათი ნომერი შეუნახა

ევროპის ჩემპიონატის დროს არაერთხელ დაისვა კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ არ ათამაშებდა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი დორტმუნდის "ბორუსიას" 20 წლის ვარსკვლავ მარიო გიოტცეს თუნდაც შეცვლებზე.

არ ვიცით, რა იქნებოდა სხვა შემთხვევაში (ეს მხოლოდ იოგის ეცოდინება), ფაქტი კი ის არის, რომ გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის უთამაშებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ გიოტცეს ბუნდესლიგის მეორე წრე გაუცდა.

ზამთარში დაშავებულმა მარიომ გამოჯანმრთელება მხოლოდ სეზონის მიწურულსღა მოასწრო და ევროპის ჩემპიონატს სათამაშო პრაქტიკის გარეშე და შესაბამისად, ფორმაში არმყოფი შეხვდა. თუმცა ლიოვმა გიოტცე პოლონეთსა და უკრაინაში მაინც იახლა და ამის გამო მარიოს შვებულებაც გაუხანგრძლივდა.

გიოტცე მოგვიანებით შეუერთდება

22 ივლისს გერმანიის ჩემპიონები ბად რაგაცისკენ აიღებენ გეზს, სადაც ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ და გიოტცე გუნდს სწორედ ამ დროისთვის შეუერთდება.

იყო საუბრები იმის შესახებ, რომ მარიო შვებულებიდან ადრე უნდა დაბრუნებულიყო, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მაინცდამაინც არ დაღლილა, მაგრამ "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა მწვრთნელ ირგენ კლოპთან შეთანხმებით გადაწყვიტა, გიოტცესთვისაც სრულფასოვანი შვებულება მიეცა - ბიჭმა ურთულესი თვეები გადაიტანა და კარგი დასვენება მხოლოდ წაადგებაო.

ივლისის მიწურულისთვის კი დასვენებულიც იქნება და მზადებას სრული დატვირთვებით შეუდგება, რადგან გიოტცე "დორტმუნდისთვის" ისედაც უმნიშვნელოვანესი ფიგურაა და მით უმეტეს მას მერე, რაც "ბორუსიამ" შინჯი კაგავა გაყიდა (იაპონელი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა), მარიოს როლი და მნიშვნელობა BVB-ში ფაქტობრივად გაორმაგდა.

კლოპის თქმით, მარიო "ბორუსიასთვის" ახალწვეულივითაა, რადგან დორტმუნდელებმა გასული სეზონის მეორე წრე მის გარეშე ჩაატარეს და იურგენი დარწმუნებულია იმაში, რომ გიოტცე ბუნდესლიგის პირველივე ტურებში ძველებურად ათამაშდება.

"ყველა ტესტ-მატჩში 90 წუთს არ ვათამაშებ, რადგან არ მინდა, რომ გადაიწვას. ზოგადად, რაკი მარიო ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მას უდიდესი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. მერე რა, რომ ჩამოყალიბებული ვარსკვლავია - საწყის ეტაპზე ყველა მატჩში მაქსიმალურად არ უნდა დავტვირთოთ. ექვსი თვეა, ფეხბურთი ხეირიანად არ უთამაშია და მასთან მიმართებაში სიფრთხილე გვამრთებს. პირადად მე ძალიან არ მინდა, რომ გიოტცეს ტრავმები დასჩემდეს," - აცხადებს კლოპი.

მარიოს გახარებას და მისთვის მოტივაციის მომატებას ემსახურება ის ფაქტიც, რომ კლოპმა მას ახალი სეზონისთვის ათი ნომერი შეუნახა. ამრიგად, მარიო უკვე "ათიანია", რაც მოტივაციასთან ერთად მის პასუხისმგებლობასაც ზრდის. მისი ყოფილი, მე-11 ნომრით კი დორტმუნდელთა ახალწვეული მარკო როისი ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად