ორი წელია, "ბაიერნს" ტიტული არ მოუგია, რაც რეკორდმაისტერისთვის კატასტროფის ტოლფასია
ორი წელია, "ბაიერნს" ტიტული არ მოუგია, რაც რეკორდმაისტერისთვის კატასტროფის ტოლფასია.

მიუნხენური გრანდის გულშემატკივრებს და ხელმძღვანელებს ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული, ახლა კი იგივეს ფეხბურთელებისგანაც მოითხოვენ. "ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხმა აიმაღლა.

"ზედიზედ ორ სეზონში ხელცარიელები დავრჩით და უტიტულობას სასწრაფოდ ბოლო უნდა მოეღოს, - აცხადებს 56 წლის კალე, - არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ეს ყველაფერი ყველა ფეხბურთელს ზედმიწევნით ზუსტად ესმის და სწორედ მათ გასაგონად მინდა გავიმეორო: ტიტულების მოგების დროა!

მოთამაშეების მონდომებაში ეჭვი რომ გვეპარება, იმიტომაც დავნიშნეთ მათიას ზამერი სპორტულ დირექტორად. ამ უკანასკნელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად გაითავისონ."

როგორც ხედავთ, რუმენიგე ფეხბურთელების შემართებაზე ზრუნვას პირველ რიგში სწორედ ზამერს ავალებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი საქმეს ძალიან კარგად შეუდგა. მათიასი "უნტერჰახინგთან" ამხანაგური მატჩის დროს მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის გვერდით იჯდა და როგორც თამაშის დაწყებამდე, ისე შესვენებაზეც, "დონ იუპს" გასახდელშიც შეჰყვა. ჰაინკესი ამის გამო დისკომფორტს არ განიცდის. პირიქით, ამბობს, მათიასთან აზრის გაცვლა აუცილებელიაო.

ზამერი ტრანსფერებზეც აქტიურად მუშაობს. როგორც იცით, "ბაიერნმა" უკვე გადაიბირა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კლაუდიო პისარო, მარიო მანჯუკიჩი და დანტე, თუმცა ბავარიელები ამ ტრანსფერებზე შეჩერებას არ აპირებენ.

"სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს უნდა დაიხუროს და მანამდე ბევრი დრო გვაქვს. თუ ზამერი და ჰაინკესი იტყვიან, რომ შემადგენლობას გაძლიერება კიდევ სჭირდება, მზად ვართ, შესაძლებლობების ფარგლებში ვიმოქმედოთ," - ესეც რუმენიგეს სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა