ოლიმპიური თამაშების წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სკანდალი აგორდა
ოლიმპიური თამაშების წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სკანდალი აგორდა. იქაურმა პოლიტიკოსებმა სპორტული ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ სპორტსმენები ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიაზე ჩინეთში დამზადებული საპარადო ფორმით გავლენ (ტანსაცმლის იარლიყზე წერია - "დამზადებულია ჩინეთში"). ასევე ჩინური წარმოშობის ეკიპირებით გამოვლენ ათლეტები ოლიმპიურ სტარტებზე.

აშშ-ის ნაკრების "გამოსასვლელი" ფორმაა თეთრი შარვალი (ქალებისთვის - თეთრი ქვედაბოლო), მუქი ლურჯ პიჯაკი და ბერეტი, რის გამოც სპორტსმენები სამხედროებს მოგაგონებთ.

ფორმის გარშემო ხმაური იმის გამო ატყდა, რომ ის აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების ტექნიკური სპონსორების მიერ ჩინეთშია შეკერილი. როგორც ცნობილია, ჩინეთი ამერიკელთა ძირითადი კონკურენტია არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, თანაც, ოთხი წლის წინ კი პეკინში ჩინელებმა ამ ბრძოლაში პირველი ადგილი დაიკავა.

სენატში დემოკრატთა უმრავლესობის თავმჯდომარე ჰარი რიდი გამოვიდა წინადადებით - შეაგროვონ სპორტული ფორმა და დაწვან.

"ოლიმპიადა - ეს ის მომენტია, როცა ყველა ამერიკელი ამაყობს ჩვენი ათლეტების გამო, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ოქროს მოსაპოვებლად, - ამბობს სენატორი ბერნი სონდერსი. - ამავდროულად, როცა ჩვენი მილიონობით მოქალაქე უმუშევარია, რატომ უნდა იკერებოდეს ჩვენი ოლიმპიური გუნდის ფორმა ჩინეთის ფაბრიკებში. აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეს აქცია - დამღუპველი პოლიტიკის სიმბოლოა".

ცნობისთვის, აშშ-ის ნაკრების ფორმა ამერიკელი დიზაინერის რალფ ლორენის მიერ არის შექმნილი.

პოლიტიკოსებს უკვე უპასუხა აშშ-ის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა პატრიკ სენდასკიმ. მან უსამართლო და დაუსაბუთებელიი უწოდა მსგავს კრიტიკას.

"ბევრი ოლიმპიური გუნდისგან განსხვავებით, ამერიკის ნაკრები კერძო პირებისგან ფინანსდება და დახმარებისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდით, - ამბობს სენდასკი. - ჩვენ ვამაყობთ პარტნიორობით "რალფ ლორენის" ბრენდთან - ამერიკულ საკულტო ფირმასთან და მოუთმენლად ველით ლონდონში საუკეთესო ამერიკელი ათლეტების გამოსვლას".

სენდასკიმ "აბსურდული" უწოდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ეკიპირება ჩინეთშია წარმოებული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ "რალფ ლორენი" ამერიკული კომპანიაა. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი აშშ-ში ტექსტილის პროდუქციის უმსხვილესი მიმწოდებელია.

პოლიტიკოსებს სპორტსმენებმაც უპასუხეს. მათ აღნიშნეს, რომ ფორმა ძალიან მოხერხებულია, ერთ-ერთმა მოცურავემ, 17 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა მისი ფრანკლინმა კი მას მომხიბვლელი უწოდა.

პლაჟის ფრენბურთში პეკინის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტოდ როჯერსმა აღნიშნა, რომ ახლა სამყარო უფრო გლობალური გახდა და ურჩია პოლიტიკოსებს მნიშვნელოვანი პრობლემებით დაინტერესდნენ და მსგავსი საკითხების განხილვას შეეშვან.

საინტერესოა, რომ 27 ივლისს, გახსნის ცერემონიაზე ამერიკის დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება ქვეყნის პრეზიდენტის მეუღლე მიშელ ობამა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა