თითო ქართველმა მწვრთნელმა ერთი "ჩიორა" რომ მაინც გამოზარდოს, ქართულ ფეხბურთს ნამდვილად ეშველება
ეს "ტეუტა" რა ხვითოც იყო, ყველამ ვნახეთ, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის ძალა კი პლზენის "ვიქტორიასთან" გამოჩნდება.

როგორც უნდა იყოს, "მეტალურგმა" ალბანელებს ცხრა გოლი გაუტანა და ერთი გაუშვა, ეს კი, სხვა რომ არაფერი, სასიამოვნოა.

რუსთავში ფეხბურთი ისე არ უყვართ, როგორც ზესტაფონში ან ქუთაისში. ძნელია იმის თქვა, ასე რატომ არის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. არადა, "მეტალურგი" ფეხბურთს კარგად თამაშობს, წლეულს სულაც მესამედ უნდა გამხდარიყო რუსთავული გუნდი საქართველოს ჩემპიონი, მაგრამ ჩემპიონობა იმას შეეწირა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.

რუსთავი თავისებური ქალაქია საქართველოს ქალაქთა შორის. რუსთავი ძალიან ძველი ქალაქია, რომელიც შუა საუკუნეებში აღგავეს მონღოლებმა და მერე სტალინმა ააღორძინა. შუალედი დიდი გამოდგა და ქალაქის სიძველესაც ოდენ სტალინური ნაგებობანი განაპირობებს.

რუსთავი ორ ნაწილად იყოფა - გაღმად და გამოღმად. გაღმა რუსთავი სტალინურად ძველებურია და შარმიც მეტი აქვს. სტადიონიც მტკვრის იქით არის. რუსთავი დიდად ინდუსტრიული ქალაქი აღარ არის, ასი ათასამდე კაცი ცხოვრობს, სტადიონზე კი ხშირად ათასი გულშემატკივარიც არ მიდის. არადა, "მეტალურგი" მარჯვედ თამაშობს ფეხბურთს.

ტრადიციები? რუსთავის ფეხბურთს არც ეს დაეწუნება. რუსთავულ გუნდში უთამაშიათ შოთა ხინჩაგაშვილს, კახა ცხადაძეს, რევაზ არველაძეს, გოგა გახოკიძეს, ლევან კობიაშვილს...მაგრამ ხალხი სტადიონზე აღარ დადის.

რუსთავულ გუნდს არაერთხელ შეუცვალეს სახელი. "მეტალურგი", "გორდა", "მეტალურგი", "გორდა", "რუსთავი", "ოლიმპი" და ისევ "მეტალურგი" - ასე იყო საქმე ბოლო 25 წელიწადში.

სახელის შეცვლის გარდა რუსთავულმა გუნდი სხვაც ბევრი გადაიტანა, ხან ასეთი პატრონი და მწვრთნელი ჰყავდა და ხან - ისეთი. რუსთავი მაინც მოვიდა აქამდე, როგორგ საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.

შარშან "მეტალურგმა" სომხურ "ბანანცს" და ყაზახურს "ირტიშს" აჯობა ევროსარბიელზე, მერე კი ფრანგულ "რენს" გადაეყარა და დაიჯაბნა. "რენი" "მეტალურგისთვის" ძალიან ძლიერი და სიმპატიური გუნდი გამოდგა, არა მგონია, რომ "პლზენიც" ასეთივე იყოს, თუმცა ვინ იცის...

ხალხი კი სტადიონზე პირველ რიგში ფეხბურთელმა უნდა მიიყვანოს. ლევან ყენია რომ თამაშობდა თბილისის "ლოკომოტივში", ამ გუნდის საშინაო მატჩებზე ბევრი ქომაგი არ დადიოდა, მაგრამ ვინც დადიოდა, უფრო ყენიას გამო.

დღეს "ლოკომოტივი" თამაშობს და მოდი, ყენიას საყურებლად წავიდეთო - კანტი-კუნტად, მაგრამ ასე მაინც დადიოდა გულშემატკივარი "ლოკომოტივის" თამაშებზე. ყენია იყო "ლოკომოტივის" ლოკომოტივი.

გგიორგი თექთურმანიძემ "ტეუტას" ორი ლამაზი გოლი გაუტანა და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ უფრო ძლიერ გუნდებსაც გაუმწარებდა ყოფას. თექთურმანიძეს საფეხბურთო მილეთი ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა ჯიქიას ქუჩაზე, "ოლიმპის" საფეხბურთო სკოლაში დასდევდა ბურთს. ნიჭიერებს ადვილად იმახსოვრებენ.

თექთურმანიძე 21 წლისაა და კიდევ აქვს დრო, წინ დიდი ნაბიჯებით რომ წაიწიოს. "ჩიორას" ალბანელებთან გატანილი გოლების გარდა სხვა კარგი რამეებიც შეუძლია და იქნებ იმდენიც მოახერხოს, რომ ხალხი "მეტალურგის" თამაშებზე მიიყვანოს.

"ჩიორა" ჟორჟიკაშვილის გამოზრდილია, ამ მწვრთნელს კი ახალგაზრდებთან მუშაობა განსაკუთრებით ეხერხება. მწვრთნელის მუშაობაც მხოლოდ იმით არ ფასობს, მისი გაწვრთნილი გუნდი რომელ ადგილს დაიკავებს.

თითო ქართველმა მწვრთნელმა ერთი "ჩიორა" რომ მაინც გამოზარდოს, ქართულ ფეხბურთს ნამდვილად ეშველება.

მანმადე კი "ჩიორას" ჯერია, რომ ხალხი სტადიონზე მიიყვანოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nino
კვარაცხელიას ლექსო ინწკირველი შეცვლის გორის დილაში თამაშობდა
დათო
კვარაცხელიას და ჩიორას რუსთავში ძმები ვარდუაშვილები შეცვლიან,ოეივე კობას გაზრდილია ერთი მცველია მეორე ნახევარმცველი
nino
ნუცა მე მგონი აქ დინამო და მეტალურგზე არ არის საუბარი, საიტს თუ გადახედავ ნახავ რომ ყველამ იცის უკვე ჩიორა დინამოში როა. უბრალოდ ჩიორასნაირი ფეხბურთელების თამაშის საყურებლად უნდა იაროს ხალხმა სტადიონებზე დინამოში იქნება გიორგი ტუ მეტალურგში არ აქვს მნიშვნელობა
nuca
ჟურნალისტს ალბათ ინფორმაცია არ გადაუმოწმებია, თექთურმანიძე უკვე დინამოშია. არა მგონია ჩეხი მწვრთნელის ტაქტიკა ჯობდეს კობა ჟორჟიკაშვილის საფეხბურთო ფილოსოფიას. შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს. წარმატებებს ვუსურვებ ბატონ კობას და მის გაზღდილ ფეხბურთელებს. ქართული ფეხბურთი ასეთი ადამიანების იმედადაა. ყველაზე მეტად ის მსიამოვნებს, რომ მეტალურგი მოედანზე ბოლომდე იხარჯება. ფეხბურთელების მოედანზე თავდადება ნამდვილად მიაბრუნებს გულშემატკივარს სტადიონზე, თორემ ძუნძულით ნათამაშები ფეხბურთი გულშემატკივრის უპატივცემულობაც არის.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად