14-დან 22 ივლისის ჩათვლით შეჯიბრება - "ოქროს კლასიკა" ამსტერდამში გაიმართება
არც ისე დიდი ხნის წინათ მოჭადრაკეთა ტურნირებისას 40 სვლის შემდეგ პარტია გადაიდებოდა და მომდევნო დღეებში მის დასამთავრებლად მეტოქეებს დამატებითი დრო ეძლეოდათ.

ეპოქის ელვისებურმა ტემპმა მოიტანა და ბრძენთა თამაშში რეგლამენტიც შეიკვეცა. აბა ვინ იფიქრებდა, ორი-სამი ათეული წლის შემდეგ ვინმეს უწინდელი დროის კონტროლის ნოსტალგია თავს შეახსენებდა და მის აღდგენაზე იზრუნებდა.

არადა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ტურნირის გამართვა მოისურვეს დროის კლასიკური კონტროლით - 40 სვლაზე 2,5 საათი, პარტიის შესაძლო გადადებით.

ინიციატორი გახლავთ პროფესიონალ მოჭადრაკეთა ასოციაციის პრეზიდენტი დიდოსტატი ემილ სუტოვსკი (ისრაელი). 14-დან 22 ივლისის ჩათვლით ასეთი შეჯიბრება - "ოქროს კლასიკა" ამსტერდამში გაიმართება.

საჭადრაკო ინტერნეტსაიტ CHESS-NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ემილ სუტოვსკიმ განაცხადა, რომ ტურნირის მონაწილეთა შერჩევისას გაითვალისწინეს მოჭადრაკეთა შემოქმედებითი მხარე და მებრძოლი ხასიათი, რათა პარტიები ბოლომდე დამუხტული იყოს.

"თუ გაგვიმართლებს და ტურნირის მსვლელობისას სამი-ოთხი გადადებული პარტია მაინც გადაიდება საინტერესო პოზიციებით, რომელთა ანალიზითაც არა მარტო მოთამაშეები დაკავდებიან თავიანთ კომპიუტერებთან, არამედ გულშემატკივრებსაც ჩაითრევენ ინტერნეტის მეშვეობით, იდეას გამართლებულად მივიჩნევთ", - აღნიშნა სუტოვსკიმ.

14, 15, 16, 18, 19, 20 ივლისს ექვსი ტური გაიმართება, 17 და 21 ივლისი გადადებული პარტიების დამთავრების დღეებია, 22 ივლისს მე-7 ტურით შეჯიბრებაც დასრულდება. ტურნირის საპრიზო ფონდია 35 ათასი დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 10.000-ს მიიღებს.

საგულისხმოა ისიც, რომ ამ ასპარეზობისას არავის ექნება რეიტინგის დაკარგვის შიში, ამდენად დიდოსტატები შეუბოჭავად და ბოლომდე ითამაშებენ.

ამსტერდამში მთავარი პრიზისთვის ვასილ ივანჩუკი (უკრაინა, 2769), გატა კამსკი (აშშ, 2744), ბაადურ ჯობავა (2730), კრიშნან სასიკირანი (ინდოეთი, 2707), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2687), ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი, 2693) და ქალთა შორის მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2606) იბრძოლებენ.

უშუალო კონკურენტი წინ გაუშვა

7 ტურის შემდეგ 6,5-6,5 ქულით გიორგი მარგველაშვილი და დან ზოლერი (ისრაელი) მეწინავეობდნენ ესპანურ ბენასკეში მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე. მერვეში ქართველი დიდოსტატი თეთრებით ეთამაშებოდა უშუალო კონკურენტს.

სამწუხაროდ, ეს უპირატესობა ვერ გამოიყენა და დამარცხდა. ჩვენებურს გაუსწრეს ინდოელმა ჰარიკრიშნამ და ესპანელმა სერხიო გარზამ, რომლებმაც, შესაბამისად, რუმინელ იოან-კრისტიან ჩირილას და ჩეხ ჯირი სტოჩეკს სძლიეს. ქართველი დიდოსტატები - თორნიკე სანიკიძე და კონსტანტინე შანავა იოლად გაუსწორდნენ ფიდეს ოსტატ სტეფ სუურსა (ბელგია) და ზუზანა სტოჩკოვას (სლოვაკეთი).

ბოლოსწინა მე-9 ტურში ლიდერები ასე დაწყვილდნენ: ზოლერი (7,5) - ჰარიკრიშნა (7), ჯონსი (6,5) - გარზა (7), ჰრაჩეკი (6,5) - მარგველაშვილი (6,5), ბურმაკინი (6,5) - არიბასი (6,5), ანტონი (6,5) - ნაბატი (6,5), ტოლედანო (6,5) - ვასკესი (6,5); კომლიენოვიჩი (6) - სანიკიძე (6), ესპინოსა (6) - შანავა (5). შეჯიბრების ბოლო მე-10 ტური დღეს გაიმართება.

კოეფიციენტმა მეათე ადგილი მიუჩინა

ქართველი დიდოსტატი ლევან აროშიძე ხშირად მონაწილეობს ესპანურ საჭადრაკო ტურნირებში და მეტწილად- წარმატებითაც.

ამჯერად მან ბარბერა დელ ვალესში მოსინჯა ძალები. ბოლო ტურში მასპინძელ მიგელ მუნიოსს დაუზავდა და 6 ქულას მოუყარა თავი, მსგავსად კიდევ 10 მოჭადრაკისა. კოეფიციენტით მე-10 ადგილი ერგო. მთავარი პრიზი 7 ქულით კუბელმა რეინალდო ორტისმა მოიპოვა, რომელმაც მე-9 ტურში ერთპიროვნულ ლიდერ მაქსიმ ტუროვს აჯობა.

დაზავდნენ მექსიკელი ხოსე გარსია გონსალესი და კუბელი ალექსეი ფერნანდესი, პერუელმა ემილიო კორდოვამ როლანდო ალარკონს (კუბა) გააჩერებინა საათი. ამდენად, 6,5-6,5 ქულით მეორე-მეექვსე ადგილები ტუროვმა, ხოზე გონსალესმა, კორდოვამ, ფერნანდესმა და არიან გონსალესმა გაინაწილეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"