თბილისის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა კლუბში არსებულ სიტუაციზე ისაუბრა
"დინამო თბილისი" დამდეგ სეზონში სხვანაირი უნდა იყოს. გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, არის სხვა სატრანსფერო სიახლეებიც და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც - "დინამოს" სპორტული დირექტორი ბუბა ტყავაძე გახლავთ.

ტყავაძე გამოცდილი მენჯერია, ადრეც უმუშავია "დინამოში", წინა სეზონში კი რუსთავის "მეტალურგს" ხელმძღვანელობდა. რუსთაველები თავდაპირველი ვერსიით საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა სხვანაირად განსაჯა და ჩენპიონობა "ზესტაფონს" მიაკუთვნა...

"დინამოს" მართლაც გასაძლიერებელი ჰქონდა მმართველის პოზიცია, წინა სეზონში კლუბის საქმეები აღმა-დაღმა მიდიოდა. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ 2011/12 წლების სეზონში გუნდმა სამი მწვრთნელი გამოიცვლა, იმაზე მიუთითებდა, რომ "დინამოში" საორგანიზაციო მხარე მოისუსტებდა.

ტყავაძეს დიღმის ბაზაზე ვესტუმრეთ ინტერვიუსთვის...

- "დინამოში" პირველ რიგში ალბათ იმისთვის დაბრუნდით, რომ კლუბს ფულის ყაირათიანად ხარჯვაში დაეხმაროთ...

- ყაირათიანობა ცუდ მიმართულებას სულაც არ ნიშნავს - ფული სწორად უნდა დაიხარჯოს. ზოგს მიაჩნია, რომ მე იმის მომხრე ვარ, რაც შეიძლება ცოტა ფული დაიხარჯოს, არადა ეს ასე სულაც არ არის.

უკეთესი იქნება, თუ კლუბი მეტ თანხას დახარჯავს, მაგრამ ეს სწორად უნდა გააკეთოს, თუ ფულს ყაირათიანად გამოვიყენებთ, შედეგიც უკეთესი იქნება. "დინამო" საქართველოში პირველი უნდა იყოს - ეს არის ახლა ჩვენი უახლოესი მიზანი.

- ქართულ რეალობაში კლუბისთვის ფულის შოვნის ორი გზა არსებობს - ახალგაზრდების გამოზრდა და მათი ექსპორტი, ან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა - რა იქნება "დინამოს" პრიორიტეტი ამ ეტაპზე?

- "დინამოში" შექმნილ ახლანდელ მდგომარეობას გარდამავალ ეტაპზე დავარქმევდი. ამასწინათ მასმედიაში მთლად კარგად არ იყო მოხსენიებული "დინამო", ითქვა, საკუთარ ფეხბურთელებს უდიერად ექცევაო, არადა კლუბი სულ იმას ცდილობს, რომ საკუთარი ვალდებულებები შეასრულოს.

იძულებულები ვართ, გვყავდეს ის ფეხბურთელები, რომლებთანაც კონტრაქტი გვაკავშირებს, უბრალოდ, გვაქვს სურვილი, რომ ზოგიერთზე უკეთესი მოთამაშე მოვიწვიოთ. შოკური თერაპიის მომხრე არ ვარ, ყველაფერი თანდათან უნდა გაკეთდეს.

- ამა თუ იმ საკითხზე კატეგორიული მიდგომა რთულია. აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელების სწორად განვითარებაზე ვაკეთებთ, მიმდინარეობს "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის ინფრასტრუქტურის აშენება, ისევე როგორც "დინამოს" ბაზა, აკადემიის საწვრთნელი ბაზაც საუკეთესო იქნება.

ცუდია, რომ "დინამოდან" კარასკო წავიდა, ახლა მისი შემცვლელი უნდა მოვძებნოთ, არ არის გამორიცხული, რომ "დინამოს" აკადემიას ისევ უცხოელმა უხელმძღვანელოს. ჩვენს აკადემიაში აღზრდილ ფეხბურთელებს თვალი უცხოეთში წასვლაზე კი არ უნდა ეჭიროთ, ჯერ "დინამოს" პირველ გუნდში მოხვედრისთვის უნდა იშრომონ და თუ მერე ისინი უკეთეს ჩემპიონატში მოხვედრისთვის მზად იქნებიან, მათ გასხვისებაზეც ვიფიქრებთ.

დღეს აღარ არის ისეთი სიტუაცია, რომ ჩვენგან ფეხბურთელი სომხეთში ან აზრებაიჯანში გარბოდეს.

- მიგაჩნიათ, რომ "დინამოში" ახლა ფეხბურთელებს უკეთესი პირობები აქვთ, ვიდრე აზერბაიჯანის მოწინავე კლუბებში?

- თუ დინამოელები დაიმსახურებენ, მათ აქ უკეთესი ანაზღაურება ექნებათ, ვიდრე აზერბაიჯანში.

ფეხბურთელი უნდა იმსახურებდეს იმ ხელფასს, რასაც იღებს. ფეხბურთელობა ძალიან ძნელი პროფესიაა, ეს არ არის მხოლოდ ვარჯიში და შრომა, ფეხბურთელის ყოველდღიური ცხოვრება ისეთი უნდა იყოს, როგორც სპორტსმენს შეეფერება.

- პრიორიტეტებს დავუბრუნდეთ. შეგიძლიათ თქვათ, როდის იქნება "დინამო" იმ დონეზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად რომ იბრძოლებს?

- ვფიქრობ, შარშან "დინამოს" ცოტაღა დააკლდა ევროპის ლიგის ჯგუფში მოსახვედრად, მერე კი ისე მოხდა, რომ გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა. ევროსარბიელზე წარმატების მისაღწევად ბევრი რამის თანხვედრაა საჭირო და რთულია იმის თქმა, როდის მოხვდება "დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე.

შეიძლება ეს ერთ წელიწადში მოხდეს, ან ამას სამი წელი დასჭირდეს... ევროტურნირებზე წილისყრის შედეგებიც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გუნდიც ძლიერი უნდა გვყავდეს მნიშვნელოვან წარმატებას რომ მივაღწიოთ, მანამდე კი ჯერ საქართველოს ჩემპიონატში უნდა დავიკავოთ პირველი ადგილი.

- არის ბელორუსული "ბატეს" მაგალითი, რომელიც უკვე ორჯერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში. ნუთუ ასე ძნელია ეს ქართული კლუბისთვის...

- "ბატეს" მაგალითიც იმაზე მიუთითებს, რომ სამწუხაროდ ქართველ ფეხბურთელებს პროფესიონალიზმი აკლიათ.

- ფეხბურთელების უმრავლესობას არ უყვარს ბუბა ტყავაძე...

- ყოველთვის ვცდილობ, რომ სამართლიანი ვიყო. მოედანზე 11 ფეხბურთელი გამოდის და გუნდშიც ადგილები შეზღუდულია. ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. ისე სიყვარულზე მნიშვნელოვანი, ვფიქრობ გუნდის შედეგია.

- ქართულ კლუბებში ასე იყო და ახლაც თითქმის ისეა, რომ ყველაფერს პრეზიდენტი განაგებს, რადგან ფულს ის იხდის - ფეხბურთელები მოყვანა-გაშვება, მწვრთნელის დანიშვნა...თუმცა ბოლო დროს სიტუაცია ცოტა იცვლება და მიდის უფლება-მოვალეობების გადანაწილება. "დინამოში" თქვენი დაბრუნებაც ალბათ იმას უნდა ნიშნავდეს, რომ კლუბმა მონოპოლიურ მართვაზე უარი თქვა...

- გადაწყვეტილებების მიღებისას სრული თავისუფლება მაქვს. პრეზიდენტი ფულს რომ ხარჯავს, აქვს იმის უფლება, რომ ღრმად ჩაიხედოს ყველაფერში. "დინამოდან" შარშან წამოვედი და რაც ახლა აქ ხდება, ამას ვერ წარმოვიდგენდი, თვალებს არ ვუჯერებდი - ძალიან ბევრი რამე გაკეთდა.

ამდენი ფული რომ იხარჯება, პრეზიდენტს აქვს იმის უფლება, იცოდეს, თუ როგორ და რაში ნაწილდება თანხები.

- საქართველოს წინა ჩემპიონატი და თასის გათამაშება სკანდალური გამოდგა. რას ელით მომდევნო სეზონისგან? როგორ გგონიათ, აღარ იქნებიან სატელიტი კლუბები და აღარ მოხდება ის უსიამოვნო ფაქტები, რაც წინა სეზონში მოხდა?

- წინა ჩემპიონატში თუ ვინმეს ჰყავდა სატელიტი გუნდები, ამაზე ვერაფერს გეტყვით, ჩვენ სატელიტი გუნდი ნამდვილად არ გვყოლია. რაც შეეხება მთლიანად წინა სეზონს, პირველ ეტაპზე ყველაფერი ნორმალურად იყო, მერე კი, როცა ბრძოლა გამძაფრდა და გამოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ეგონათ და მიმართეს მახინჯ ფორმებს.

მთავარი ის იყო, ვისაც ჩემპიონატის ჩატარება ევალებოდა, ეს სათანადო დონეზე ვერ გააკეთა. პროფესიული ლიგის ხელახლა შექმნის იდეაც იმაში მდგომარეობდა, რომ კლუბებს თვითონ მიეღოთ მონაწილეობა ჩემპიონატის და თასის გათამაშების მართვაში, თუ რაიმე ზომების მიღება გახდებოდა საჭირო, ეს მყისიერად და უპრობლემოდ მოხდებოდა.

ლიგა იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ფეხბურთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული ახალი მოდელი კი ურიგო არ არის.

- ვინც მეტ ფულს დახარჯავს, ის უფრო მაღალ ადგლს დაიკავებს - როგორ ფიქრობთ, 2012/13 წლების სეზონის შედეგებს ეს განაპირობებს?

- გამონაკლისები ხდება, თუმცა ლოგიკური ზუსტად ეს არის - ვინც მეტს დახარჯავს, იმან უკეთეს შედეგს უნდა მიაღწიოს. წინა სეზონში კი ვინც ნაკლები დახარჯა, ის გახდა ჩემპიონი - რუსთავის "მეტალურგს" ვგულისხმობ...

ყაირათი და პროფესიონალიზმი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi97
ცემპიონი მეტალურგი კი არა ზესტაფონია და შ ე ი გ ნ ე თ
giorgi97
ჩემპიონი მეტალურგი კი არა ზესტაფონია.ბოლოსდაბოლოს გაიგეთ
საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს