გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა სომეხი თანატოლები არ დაინდო და 56 ქულის სხვაობით დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მორიგი წარმატებული მატჩი. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა სომეხი თანატოლები არ დაინდო და 56 ქულის სხვაობით - 106:50 დაამარცხა.

ქართველი 16-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის ემზადებიან და უკვე მე-6 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარეს. ბელარუსში თითო მოგებ-წაგება, სლოვაკეთში კი 2 მოგება და 1 მარცხი - ასეთი იყო დღემდე კაზანჯიანის გუნდის მონაგარი.

ქართველებმა სომხებს მხოლოდ პირველ მეოთხედში მისცეს მცირე გასაქანი. საწყისი მეოთხედი ერთი შეხედვით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძლების გამარჯვებით - 24:18 დასრულდა.

მეორე მეოთხედიდან კი ქართველებმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარეს, რაც ანგარიშზეც უმალ აისახა.

მეორე ათწუთეული კაზანჯიანის გუნდმა 37:13 მოიგო და თამაშის ბედი გადაწყვიტა. დიდი შესვენებისთვის ქართველები 30 ქულით იგებდნენ.

ანგარიშში დიდი სხვაობა მწვრთნელს ლავირების საშუალებას აძლევდა და კაზანჯიანმაც ყველა კალათბურთელს მისცა შანსი.

საქმე ისაა, რომ 16-წლამდელთა ნაკრებში, რომელიც 17 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება, 14 კალათბურთელი ვარჯიშობს, საიდანაც საბოლოოდ გუნდში 12 უნდა დარჩეს.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი ქულა (19) ლევან გოგალაძემ მოაგროვა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად გუნდმა კარგად ითამაშა. ქართველები სომხეთის ნაკრებს 15 ივლისს ერთხელაც გაეჯიბრებიან.

შეხვედრა აკადემიის დარბაზში 12 საათზე დაიწყება.

16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. თბილისი. საკალათბურთო აკადემია. 14 ივლისი

საქართველო 106:50 სომხეთი

24:18, 37:13, 21:7, 24:12

საქართველო: ზაქრაძე (11), ლომიძე (9), გუგეშაშვილი (4ქ, 12მ), მაჭავარიანი (9), რევაზაშვილი (14ქ, 6მ); ბობილევი (9ქ, 9მ), ტაბაღუა (6), მასხულია (4), გოგობერიშვილი (6), ისიანი (6), პეტრიაშვილი (7), გოგალაძე (19), ცინცაძე (2), ქვარაია

gbf.ge

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა