"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა "რომასგან" ბორინის შეძენის შემდეგ 21 წლის იტალიელის ღირსებებზე ვრცლად ილაპარაკა
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა "რომასგან" ფაბიო ბორინის შეძენის შემდეგ საკლუბო ვებგვერდთან ინტერვიუში ვრცლად ილაპარაკა 21 წლის იტალიელის ღირსებებზე; გამოთქვა იმედი, რომ ფაბიო მაქსიმალურად მალე გახდება გუნდის წამყვანი ფეხბურთელი და გულშემატკივართა ფავორიტი.

მწვრთნელი და შეგირდი ჯერ კიდევ "ჩელსის" დუბლებში მუშაობის პერიოდიდან იცნობენ ერთმანეთს. "წითლების" თავკაცმა ბორინი ხანმოკლე იჯარით "სუონსიშიც" წაიყვანა 2011 წელს, სადაც ფეხბურთელმა 9 თამაშში 6 გოლი გაიტანა. გთავაზობთ მწვრთნელის კომენტარს ახალწვეულზე:

- "ლივერპულში" მისი მოყვანა ძალიან მინდოდა, რადგან ის მშვენივრად ეწერება იმ სათამაშო მოდელში, რომლის დანერგვასაც ამ სეზონში "ენფილდზე" ვაპირებ. ფაბიო მხოლოდ 21 წლისაა და ძალიან ნიჭიერია. აქვს საგოლე ალღო, განსაკუთრებული ვნება თამაშისადმი. ამასთან, ის ყოველთვის ბოლომდე კონცენტრირებულია, რაც მისი ამპლუის ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით ფასეული თვისებაა.

მე მას 16 წლიდან ვიცნობ. მაშინ ჩვენ ის "ბოლონიიდან" გადავიყვანეთ "ჩელსიში". ასეთ პატარა ასაკში მისმა სწრაფმა პროგრესმა მაშინვე გაგვაკვირვა.

ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ ბორინის პირველ გუნდშიც კი იწვევდნენ (სულ "ლურჯების" მაისურით 4 მატჩი აქვს ჩატარებული. რედ). სამწუხაროდ, ის ვერ შეუთანხმდა კლუბს ახალ, პროფესიულ კონტრაქტზე.

მოგვიანებით "სუონსიშიც" მივიწვიე, სადაც არანაკლებ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩემს გუნდს პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა.

დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრები მას ძალიან მალე შეიყვარებენ. როგორც უკვე აღვნიშნე, ის ნამდვილი გოლეადორია, თუმცა სხვა პოზიციებზეც შეუძლია თამაში. ფაბიო ტექნიკურად კარგად არის მომზადებული.

ორივე ფეხით ერთნაირად თამაშობს. ამასთან, ძალზე სწრაფია და ტაქტიკურადაც ძალიან კარგად არის გაცნობიერებული.

ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, საუკეთესოა მათ შორის, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია.

ფსიქოლოგიურადაც გაწონასწორებულია. დარწმუნებული ვარ, რომ მას შეუძლია, დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.

ხომ ხედავთ, ის იტალიის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ვგრძნობ, რომ ბორინი "ლივერპულში" შეძლებს პროფესიულ წინსვლას.

რაკი მას ამ ქვეყანაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ადაპტაციის პერიოდი, წესით, მარტივად უნდა წარიმართოს. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ, ჩემი მხრივ, არ მინდა მასზე რაიმე ზეწოლა მოვახდინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად