შრი-ლანკას ოლიმპიური გუნდი შეივსო ყოფილი სამხედრო დაჯგუფების - "ვეფხვები ტამილ-ილამის განთავისუფლებისთვის" წევრებით
უცნაური შემადგენლობით მიემგზავრება შრი-ლანკა ოლიმპიურ თამაშებზე. ამ ქვეყნის ოლიმპიური გუნდი შეივსო ყოფილი სამხედრო დაჯგუფების - "ვეფხვები ტამილ-ილამის განთავისუფლებისთვის" წევრებით.

როგორც BBC წერს, რამდენიმე სნაიპერი თავისი ჩვეული საქმით ოლიმპიურ სასროლეთზე იქნება დაკავებული, ოღონდ მიზანში არა ადამიანებს, არამედ მრგვალ სამიზნეებს ამოიღებს.

სხვა "ბოევიკები" კი, შესაძლოა, ცურვისა და მძლეოსნობის ტურნირებზე ვიხილოთ. ოლიმპიურ გუნდში ისინი შესარჩევი ტურნირის გავლით მოხვდნენ.

სამხედრო დაჯგუფება - "ვეფხვები ტამილ-ილამის განთავისუფლებისთვის" შრი-ლანკაში იბრძოდა კუნძულზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის. გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან 2009 წლამდე ის საომარ მოქმედებებს აწარმოებდა სახელმწიფო არმიასთან, სანამ ამ უკანასკნელმა 2009 წლის იანვარში არ აიღო მეამბოხეთა ბოლო დასაყრდენი პუნქტი.

ოლიმპიადის წინ კიდევ ერთი მძლეოსანი გამოიჭირეს დოპინგის მიღებაში. ეს გახლავთ პოლონელი ბირთვის მკვრელი დამიან კუსიაკი.

მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი სტანოზოლოლი იპოვნეს და ახლა მას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 24 წლის კუსიაკმა წელს პირადი რეკორდი (20.54 მეტრი) დაამყარა და მეორე ადგილი დაიკავა ქვეყნის ჩემპიონატში. სწორედ მაშინ აუღეს მას დოპინგ-სინჯი, რომელმაც დადებითი შედეგი აჩვენა.

კუსიაკს არ მოუთხოვია "B სინჯის" გახსნა, რაც მისი მხრიდან ბრალის აღიარებას ნიშნავს.

2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკრები კვლავ კომპანია "რალფ ლორენის" დიზაინის მიხედვით შექმნილი ფორმით გამოვა, მაგრამ ამჯერად ტანსაცმელს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეკერავენ და არა ჩინეთში, როგორც ეს ლონდონში გასამგზავრებელი გუნდის შემთხვევაში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ფაქტის გამო ამერიკაში მცირე სკანდალს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, სენატში დემოკრატების ლიდერი ჰარი რიდი ამჟამინდელი ფორმის დაწვის წინადადებით გამოვიდა.

ცნობისთვის, აშშ-ის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 2020 წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული კონტრაქტი "რალფ ლორენთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა