ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნანა ალექსანდრიას თასი ფოთში მეშვიდედ

ნანა ალექსანდრიას თასი ფოთში მეშვიდედ

ზღვისპირეთში ამჯერად 14 ქვეყნის 370-მდე წარმომადგენელმა მოიყარა თავი
სახელოვანი ქართველი დიდოსტატის, ორგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის, საჭადრაკო ოლიმპიადების 6-გზის გამარჯვებულის, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ჩემპიონატების სამ-სამგზის ოქროსმედალოსნის, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელ ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო ფესტივალს მეშვიდედ მასპინძლობს სპორტის დამსახურებული ოსტატის მშობლიური ქალაქი ფოთი.

ზღვისპირეთში ამჯერად 14 ქვეყნის 370-მდე წარმომადგენელმა მოიყარა თავი. ჯილდოებისთვის (საპრიზო ფონდი - 31 000 ლარი) ბრძოლაში საერთაშორისო ტურნირის მონაწილეებთან ერთად 8, 10 და 12 წლის მოჭადრაკე გოგო-ბიჭებიც ჩაებნენ.

ღია ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს ექსჩემპიონები - მაია ლომინეიშვილი და დავით ზარქუა; ასევე - მაკა ფურცელაძე, შოთა აზალაძე, დავით მარგველაშვილი, უკრაინელი მიხაილო ოლექსიენკო, რომელიც ასპარეზობის რეიტინგფავორიტია, სომეხი ჰოვიკ ჰაირაპეტიანი, აზერბაიჯანელი ზაურ მამადოვი, მოლდოველი დიანა ბასიუ და სხვები. გათამაშდა 2 ტური. თოთხმეტმა მონაწილემ ორივე პარტია მოიგო.

8-წლიან გოგონებში უდანაკარგოდ დიანა ლომაია, ლილე გუმბერიძე, ჯალა ბეილაგოვა (აზერბაიჯანი) და მარიამ მამფორია დაწინაურდნენ. ბიჭებში 12 მოჭადრაკეს აქვს 2-2 ქულა.

10-წლიან გოგონებში 6 ლიდერია, მათ შორის - ევროპის თასის მფლობელი ანასტასია სიდამონიძე და ამ შეჯიბრების მესამე პრიზიორი თამარ ლაგაზაური. ბიჭების გათამაშების ცხრილს ორქულიანი ოქტეტი უდგას სათავეში.

12-წლიანებში მთავარი პრიზისთვის სულ 12 მოჭადრაკე იბრძვის. აქ ლიდერობა სომხებმა იგდეს ხელთ - 2-2 ქულით ჰეგინე ამირხანიანი, ანი ივანიანი და მარიამ ავეტისიანი მეწინავეობენ. ბიჭებში შვიდი ოროსანია.

დღეს მესამე ტურის პარტიები გაიმართება.

კოეფიციენტით - მეოთხე

ათი შესაძლებლიდან 8 ქულა - ასეთია ქართველი დიდოსტატის, გიორგი მარგველაშვილის მონაგარი ესპანური ბენასკიეს საერთაშორისო ტურნირზე.

ჩვენებურმა შაბათს შავი ფიგურებით ჩეხ ზბინეკ ჰრაჩეკს სძლია, გუშინ კი თეთრებით რუს ვლადიმირ ბურმაკინს დაუზავდა და 8 ქულით რანიერ ვასკესთან (ესპანეთი), ჰარიკრიშნასთან (ინდოეთი), თამირ ნაბათთან (ისრაელი), ბურმაკინსა და გუილერმო ბაჩესთან (ესპანეთი) ერთად მეორე-მეშვიდე ადგილები გაიყო, კოეფიციენტით მე-4 ადგილი და 1000 ევრო ერგო.

მთავარი პრიზი (4 000 ევრო) დან ზოლერმა (ისრაელი) დაიმსახურა - გუშინ ინგლისელ გავაინ ჯონსს სძლია და 9 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ქართველმა დიდოსტატებმა კონსტანტინე შანავამ და თორნიკე სანიკიძემ 7-7 ქულით 25-ე და 27-ე ადგილები დაიკავეს.

ქართველთა თურქული ბატალიები

ბოლო წლებში მოჭადრაკეთა საკლუბო ჩემპიონატები თურქეთში გამორჩეულ შეჯიბრებად იქცა, რადგან მათში მსოფლიოს საუკეთესო დიდოსტატები მონაწილეობენ.

წლეულს კონიაში მსგავს ტურნირზე 14 გუნდი (თითოეულში 10-10 წევრი) იბრძვის წრიული სისტემით საპრიზო ადგილებისთვის.

პაექრობებში სხვადასხვა კლუბის ღირსებას იცავენ ფიდეს ვერსიით უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი რუსტამ კასიმჟანოვი, ვაჟებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი იუდით პოლგარი (უნგრეთი), შაჰრიარ მამედიაროვი, რაუფ მამედოვი (ორივე-აზერბაიჯანი), ვლადიმირ მალახოვი, ერნესტო ინარკიევი (ორივე-რუსეთი); ქალებში ევროპის ჩემპიონები - ვალენტინა გუნინა (რუსეთი), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ეკატერინა ატალიკი (თურქეთი).

ქართველთაგან ჩემპიონატში მონაწილეობენ მიხეილ მჭედლიშვილი, მერაბ გაგუნაშვილი, ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე, ბელა ხოტენაშვილი, სოფიკო გურამიშვილი, ნაზი პაიკიძე და ქეთი წაწალაშვილი.

ხუთი ტურის შემდეგ 10 ქულით (საერთო მონაგარი 35,5 ქულა) სტამბულის "ბეშიქთაში" ლიდერობს შაჰრიარ მამედიაროვის თავკაცობით. ასევე ხუთი მოგება აქვს (33) სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს. 8 ქულით (26,5) მესამეზეა ანტალიის "ჩალისფორი".

მჭედლიშვილის, გაგუნაშვილის, პაიჭაძისა და წაწალაშვილის "ტარსუს ზეკას" 6 ქულით (28,5) მე-6 ადგილი უკავია და საპრიზო ადგილებზე გასვლის რეალურ შანსს ინარჩუნებს.

საგულისხმოა, რომ მესამე ტურში "ქართველთა გუნდმა" 6:4 სძლია თავიდანვე ჩემპიონატის ფავორიტად შერაცხულ ადამსის, კასიმჟანოვის, პოლგარის, ფანცულაიას, ეკატერინა ატალიკის "ისეკს" (სტამბული).

მჭედლიშვილმა პოლგარს მოუგო, გაგუნაშვილი და წაწალაშვილი ადამსსა და კენ იურცევენს შეუთანხმდნენ ყაიმზე.

"ისეკი" 2 (22) ქულით მეთერთმეტეა, ხოტენაშვილის "პერასფორს" 4 (25), პაიკიძის "მანიშას 4 (22,5) და გურამიშვილის "დენიზლი პამუკალს" 0 (18) ქულა აქვთ.

ხუთი ტურის შემდეგ ქართველთა მონაგარი ასეთია: გურამიშვილი-4,5 (5-დან), ფანცულაია-3 (4), ხოტენაშვილი-3 (5), მჭედლიშვილი-3 (5), გაგუნაშვილი-2,5 (5), პაიკიძე-2,5 (3), პაიჭაძე-2,5 (3), წაწალაშვილი-0,5 (2) ქულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა

"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის