კლუბები და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო მომავალი ეროვნული ჩემპიონატის თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ
16 ივლისს, სფფ-ში გამართულ მორიგ შეხვედრაზე, კლუბები და ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო მომავალი ეროვნული ჩემპიონატის თითქმის ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

ამჯერად შეხვედრას უმაღლესი ლიგის 12-ივე კლუბის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის, "ზესტაფონის" პრეზიდენტი ილია კოკაია, "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი გურამ რუხაძე, მარტვილის "მერანის" პრეზიდენტი ფრიდონ ინჯია.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და მინისტრის მოადგილე დავით კასრაძე.

ვინაიდან წინა ორ შეხვედრაზე, ფაქტობრივად, ყველა საკვანძო საკითხზე მოხდა შეთანხმება, ამ ჯერზე კლუბების წარმომადგენლებმა საკითხები შეაჯამეს, კიდევ ერთხელ გაიარეს და დასასრულს, მომავალი ეროვნული ჩემპიონატის კალენდრის კენჭისყრაც ჩაატარეს. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით.

მოგეხსენებათ, წინა შეხვედრაზე კლუბების წარმომადგენელთა საბჭომ მოიწონა და დაამტკიცა ეროვნული ჩემპიონატის სახეცვლილი სტრუქტურა. ასევე, გაირკვა ჩემპიონატის დებულებაში დასაფიქსირებელი ყველა შენიშვნა და წინადადება.

მას შემდეგ, რაც სფფ-ის გენერალური სამდივნო დებულების ტექსტის რედაქტირებას მოახდენს, ივლისის ბოლომდე სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბება და აღნიშნულ დოკუმენტს დაამტკიცებს.

დღევანდელ შეხვედრაზე კლუბების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეცვალეს წინა შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება ე.წ. გადათამაშების შესახებ. ასე რომ, საბოლოო გადაწყვეტილებით, უმაღლეს ლიგაში მე-10 ადგილზე გასული გუნდი გადათამაშებას აღარ ითამაშებს პირველი ლიგის მესამე ადგილზე გასულ გუნდთან.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჭაბუკთა ლიგის გათამაშებასთან დაკავშირებითაც. ახალი სეზონიდან ჭაბუკთა ლიგის ორივე ასაკის ჩემპიონატებში (1995-96 წწ და 1997-98 წწ დაბადებულები) გუნდების რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.

ამასთან, 1995-96 წლებში დაბადებულთა ჩემპიონატში თითო გუნდში თამაშს ასევე შეძლებს შვიდი 1994 წელს დაბადებული ფეხბურთელი.

კლუბის თხოვნით, პირველ ლიგაში თამაშის უფლება მიეცა "დინამო 2"-ს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 1989 და მომდევნო წლებში დაბადებული ფეხბურთელებით. ხოლო პირველი გუნდიდან კი "დინამო 2"-ში თამაშს შეძლებს ხუთი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის მოგების ან მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, "დინამო 2" უმაღლეს ლიგაში არ აინაცვლებს.

კვლავ მკაცრად დადგა საწევროების გადახდის საკითხი (60 ათასი ლარი). კლუბების საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ვინც 1 აგვისტომდე საწევროს არ შეიტანს, ავტომატურად დაქვეითდება პირველ ლიგაში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის ტექნიკური სპონსორი იქნება კომპანია "Saller"-ი, რომელიც ყველა გუნდის ეკიპირებაზე იზრუნებს.

ამ ეტაპზე არ კონკრეტდება, თუმცა უმაღლესი ლიგის სასპონსორო ხელშეკრულებებზე მიდის მოლაპარაკებები რამდენიმე სოლიდურ კომპანიასთან.

რაც შეეხება კენჭისყრის შედეგებს, ახალ ცხრილში გუნდები ასეთი თანმიმდევრობით გადანაწილდნენ:

1. ზესტაფონი

2. მეტალურგი

3. ტორპედო

4. დინამო ბათუმი

5. კოლხეთი

6. დილა

7. ვიტ ჯორჯია

8. ჩიხურა

9. სიონი

10. ზუგდიდი

11. დინამო თბილისი

12. მერანი

ჩემპიონატის პირველი ტური კი 10-11-12 აგვისტოს გაიმართება. პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდებიან:

ზესტაფონი - მერანი

მეტალურგი - დინამო თბილისი

ტორპედო - ზუგდიდი

დინამო ბათუმი - სიონი

კოლხეთი - ჩიხურა

დილა - ვიტ ჯორჯია

სფფ-ის საშეჯიბრო კომიტეტი კალენდრის საბოლოო ვარიანტს უახლოეს დღეებში მოამზადებს და მისი სრული ვერსიის ნახვას სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეძლებთ.

ჩემპიონატის დაწყებამდე კლუბების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. 30 ივლისს, დღის 13:00 საათზე, შეხვედრა კვლავ სფფ-ში გაიმართება.

gbf.ge

ასევე იხილეთ:

კლუბები შეჯერდნენ: ეროვნული ჩემპიონატი 10-11 აგვისტოს დაიწყება

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს