დინამოელთა სავარაუდო მეტოქეები "ბორჩა", "იაგელონია", "ფენერბაჰჩე", "ბეროე სტარა ზაგორა" და "ზაბჟეს გურნიკი" იქნებიან
დინამოელები მოსამზადებელ ეტაპზე ხუთ სპარინგს გამართავენ. სლოვენიურ შეკრებაზე გუნდი პირველ მატჩს 18 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე სერბულ "ბორჩასთან" გამართავს, რომელმაც გასულ სეზონში სუპერლიგაში მეთორმეტე ადგილი დაიკავა.

20 ივლისს დინამოელები მორიგ, რიგით მეორე, სპარინგშეხვედრას პოლონეთის "იაგელონიასთან" ჩაატარებენ.

23 ივლისს გრაცში, არნოლდ შვარცნეგერის სახელობის არენაზე, "დინამო" თურქული საფეხბურთო ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, სუპერლიგის 18-გზის ჩემპიონს, თურქეთის თასის ხუთგზის მფლობელსა და სუპერთასის გამარჯვებულ "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ფენერბაჰჩე" 21 ივლისს "ნიუკასლ იუნაიტედს" გაეჯიბრება, "დინამოსთან" კი შეკრების ბოლოსწინა შეხვედრას გამართავს.

26 ივლისს დინამოელები კიდევ ერთ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ - მეტოქე ბულგარეთის მეათეადგილოსანი "ბეროე სტარა ზაგორა" იქნება.

28 ივლისს თბილისელები სლოვენიური შეკრების დასკვნით მატჩს პოლონეთის კიდევ ერთ წარმომადგენელთან, ექსტრაკლასის თოთხმეტგზის ჩემპიონთან და პოლონეთის თასის ექვსგზის მფლობელთან, "ზაბჟეს გურნიკთან" გამართავენ.

fcdinamo.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"