გელზენკირხენში კი უკვე ნერვიულობენ
ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს, "შალკეს" ჰოლანდიელ თავდამსხმელ კლაას-იან ჰუნტელაარს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლის ზაფხულში უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახლავე ახალი კონტრაქტი არ გააფორმა, გერმანული კლუბი იძულებული გახდება, წინა სეზონში 29 გოლის გამტანი ჰუნტელაარი ან აგვისტოში გაყიდოს, ან ზამთარში უფრო იაფად შეელიოს; ანაც მომავალ ზაფხულს მისი უფასოდ დათმობა მოუწევს.

"შალკეს", რა თქმა უნდა, არცერთი ვარიანტი არ აწყობს, ჰოლანდიელი კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს, რის გამოც გელზენკირხენელები უკვე მაგრად აანერვიულა.

"მე არსად მეჩქარება და არც კონკრეტული თარიღი დავთქვი, თუ როდის უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ახლო მომავალში ჩემს აგენტთან ერთად კიდევ ერთხელ შევხვდები "შალკეს" ხელმძღვანელებს და მერე უფრო მეტი მეცოდინება," - განუცხადა 28 წლის გოლეადორმა "კიკერს".

ჰუნტელაარი არ ამბობს, რომ "შალკედან" წასვლა უნდა; პირიქით, აცხადებს, მხოლოდ "შალკეზე" ვფიქრობ და არ ვიცი, არის თუ არა რომელიმე სხვა გუნდი ჩემით დაინტერესებულიო, მაგრამ არც იმას ამბობს, რომ "შალკესთან" ახალ ხელშეკრულებას ასი პროცენტით გააფორმებს.

შესაბამისად, სანამ ახალი კონტრაქტი არ გაფორმებულა, "შალკეს" შეფებს და ფანებს ნერვიულობის მიზეზი ნამდვილად აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა