ტურნირების მიმოხილვა

კაცებისგან განსხვავებით, ქალებს გასულ კვირას ორი ტურნირის ჩატარება უწევდათ. სტენფორდში დაიწყო ამერიკული ტურნირების სერია (US OPEN შერიეს), რომელიც წინ უძღვის აშშ-ის ღია პირველობას.

ტურნირის მთავარი ვარსკვლავი იყო სერენა უილიამსი, რომელიც უიმბლდონზე ტრიუმფის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ის მეორე წრიდან ჩაება ბრძოლაში და ფინალამდე არანაირი პრობლემა არ შექმნია.

სამ მატჩში სერენამ მხოლოდ 10 გეიმი გაიმეტა მეტოქეებისთვის. თითქოს ბრძოლა უნდა ყოფილიყო ნახევარფინალში რუმინელ სორანა კირსტეასთან, მაგრამ ამ ჩოგბურთელმა დომინიკა ციბულკოვას სამ სეტში დამარცხების შემდეგ ძალები ვეღარ მონახა სერენასთან საბრძოლველად და 1:6, 2:6 წააგო.

ბადის ქვედა ნაწილში სერიოზული ბრძოლა გაჩაღდა ფინალის მეორე საგზურისთვის. მეორე ნომრად განთესილმა ფრანგმა მარიონ ბარტოლიმ მეორე წრეში წააგო ბელშიელ იანინა ვიკმაიერთან, რომელიც ნახევარფინალში ტურნირის აღმოჩენას, კოკო ვანდევეგეს ხვდებოდა.

ამ უკანასკნელს საერთოდ არ უნდა ეთამაშა ძირითად ბადეში - მან კვალიფიკაცია წააგო, მაგრამ ერთ-ერთი კონკურენტის ტრავმის გამო შეძლო ტურნირში მონაწილეობა. ამერიკელმა ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. ნახევარფინალამდე მას ერთი სეტიც არ წაუგია. ამასთან, ერთ-ერთ ეტაპზე სერბი ელენა იანკოვიჩი დაამარცხა. სწრაფ ჰარდზე კოკომ შესანიშნავი ძალისმიერი ჩოგბურთი აჩვენა, კარგად აწვდიდა და მიღებაზე აქტიურად მოქმედებდა.

ნახევარფინალში მან ბრძოლაში გაიარა ვიკმაიერის ბარიერი - 6:2, 3:6, 6:2. პირველად 2004 წლის შემდეგ, ამერიკულ ტურნირებზე ფინალში ერთმანეთს აშშ-ის ორი წარმომადგენელი დაუპირისპირდა.

სერენა უილიამსი, რომელსაც არასოდეს წაუგია მატჩი მასზე უმცროს თანამემამულესთან, ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ვანდევეგემ შეძლო ბრძოლის გამართვა.

ფინალისტები ძალისმიერ და სწრაფ ჩოგბურთს აჩვენებდნენ და მაყურებელს დიდი სიამოვნება მიანიჭეს. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვან გათამაშებებში სერენას გამოცდილებამ იძალა - 7:5, 6:3. უილიამსმა დაიცვა შარშანდელი ტიტული და კარიერაში 43-ედ მოიგო WTA-ს ტურნირი. ის ამ მაჩვენებლით თავის უფროს დას - ვენუს უილიამსს გაუტოლდა. დები მოქმედ ჩოგბურთელებს შორის ლიდერობენ ტიტულების რაოდენობით.

პალერმოში კი გაიმართა ქალებს შორის INTERNATIONAL-ის სერიის ტურნირი. აქ ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა როლან გაროსის ჩემპიონმა, იტალიელმა სარა ერანიმ. ფინალში მისი მეტოქე ჩეხი ბარბორა ზახვალოვა იყო, რომელსაც ყველა ეტაპზე დიდი ბრძოლის გადატანა უხდებოდა, მათ შორის, ნახევარფინალში ბრიტანელ ლორა რობსონთან.

იტალიელმა კი თავისი გზა გაცილებით დამაჯერებლად გაიარა - არცერთი სეტი არ წაუგია. ჩემპიონიც ის გახდა - მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო ჩეხ ჩოგბურთელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ