ქალაქ ტრიპოლიში ლიბიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ნაბილ ელალემი გაიტაცეს
ქალაქ ტრიპოლიში ლიბიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ნაბილ ელალემი გაიტაცეს, - ასეთ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო "როიტერი".

ნაბილ ელალემი თავის მანქანაში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთ თანამშრომელთან ერთად იჯდა, როცა ორმა მანქანმა გადაუკეტა გზა. მასში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები ისხდნენ.

მათ ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს თავიანთ მანქანაში გადაჯდომა უბრძანეს და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდნენ. ელალემის კოლეგისთვის უცნობებს ხელი არ უხლიათ.

ლიბიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ტელეინტერვიუში განაცხადეს, რომ გამტაცებლები პრეზიდენტს სამხედროებად გაეცნენ. გატაცებაში რვა-ცხრა მამაკაცი მონაწილეობდა. თითოეული მათგანი შეიარაღებული იყო.

ქვეყნის სპორტის მინისტრმა ფეთჰი თარბელმა სააგენტო "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დაგმო ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის გატაცება და ელალემის დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა. "ეს რევოლუციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია და ის კადაფის დროში გვაბრუნებს", - განაცხადა მინისტრმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ