გუნდისთვის პირველი გამოცდა 20-25 ივლისს მინსკის საერთაშორისო ტურნირი იქნება, სადაც ბელორუსისა და ისრაელის ნაკრებებს გაეჯიბრება
რამდენიმე სასელექციო შეკრების შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების (1994-95 წლებში დაბადებულები) მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ გუნდის პირველი მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო.

გუნდი სასტუმრო "ვარაზში" დაბინავდა და საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე ვარჯიშობს. 20-25 ივლისს მინსკის დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირი კაჭარავას გუნდის პირველი გამოცდა იქნება. ქართველი 19-წლამდელები ბელორუსისა და ისრაელის ნაკრებებს გაეჯიბრებიან.

ამჟამად შეკრებაზე 22 ფეხბურთელია, თუმცა არაა გამორიცხული, მთავარმა მწვრთნელმა სამი მოთამაშე კიდევ დაიმატოს. მინსკში კი მხოლოდ 18 მოთამაშეს წაიყვანს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, შეკრებაზე იმყოფებიან: ალექსანდრე ადამია ("ოლიმპი", თბილისი), შალვა ექვთიმიშვილი, დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი", რუსთავი), ნიკა დიასამიძე, რომან ტაკიძე ("დინამო", ბათუმი), დავით მთივლიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ოთარ კაკაბაძე, ნიკა სანდოხაძე, ვაჟა მათიაშვილი, გიგა სამხარაძე ("დინამო", თბილისი), ბაჩო არაბული ("საბურთალო", თბილისი), ლევან გეგეჭკორი, პაპუნა ფონიავა ("მერანი", მარტვილი), ავთო ენდელაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი ("ბაია", ზუგდიდი), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გოგი გოგიჩაიშვილი ("ჩხერიმელა", ხარაგაული), ნიკა ნარმანია, გიორგი გადრანი ("გაგრა"), ნიკა კაჭარავა ("ვანდიში", შვეიცარია), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია", თბილისი), გია ჩადუნელი ("კოლხეთი", ფოთი).

ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ თბილისის "დინამო 2"-ის 18 წლის ტანმაღალი თავდამსხმელის (194 სმ), ნიკა კაჭარავას გრაფაში შვეიცარიული კლუბი "ვანდიში" ეწერა. ნიკა კახა კაჭარავას ვაჟია და კომენტარი ვთხოვეთ.

"ნიკა რამდენიმე თვეა, შვეიცარიაში იმყოფებოდა. თავიდან ჩელენჯლიგის კლუბ "კიასოში" ვარჯიშობდა. მაგრამ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სამოყვარულო "ვანდიშში" გაანათხოვრეს.

ეგაა, სამოყვარულო გუნდის უცხოელ მოთამაშეს 3 თვეზე მეტხანს გაჩერების უფლება არ აქვს და ახლა იძულებული გახდა, ჩამოსულიყო.

ალბათ, შვეიცარიაში ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში გაბრუნდება. მანამდე კი რომელიმე ქართულ კლუბში ითამაშებს", - გვითხრა კახა კაჭარავამ.

საგურამოში, ბაზაზე 19-წლამდელებმა ბოლო თვეში მეოთხე საკონტროლო შეხვედრა "გაგრასთან" 15 ივლისს გამართეს და 0:2 დამარცხდნენ. 34-ე წუთზე, ტეიდის გადაცემის შემდეგ, ირაკლი ხუციძემ წინ გამოსულ მეკარეს ადვილად აჯობა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში კი შეცვლაზე შესულმა გაგრელმა ზაზა ნადირაძემ დაახლოებით 26 მეტრიდან ჩინებულად შეასრულა საჯარიმო და ნაკრების კარი მეორედ აიღო - 0:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

messi
ამ შემადგენლობით ამ ნაკრების ბელორუსიაში წასვლა არაფრით არ შეიძლება. რამდენი ამხანაგურიც ითამაშა, ყველა წაგო, თანაც დიდი სხვაობით. კაჭარავა ნიჭიერი მწვრთნელია და იმედია ამ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს.
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"