უეფას ოფიციალურმა საიტმა ის ათი ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც ყველაზე დიდ იმედებს იძლევიან სამომავლოდ
უეფას ოფიციალურმა საიტმა 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატიდან შეარჩია ის ათი ფეხბურთელი, რომლებიც ყველაზე დიდ იმედებს იძლევიან სამომავლოდ.

აღსანიშნავია, რომ 10-დან 2 გამარჯვებული ესპანეთის ნაკრებიდანაა და მათ შორის არ არის "ოქროს ბუცის" მფლობელი ხესე როდრიგესი - "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა ესტონეთში 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა. შესაძლოა, უეფას საიტმა ხესე უკვე შემდგარ ვარსკვლავად ჩათვალა.

სწორედ ამ ასაკობრივ ტურნირზე გამოჩნდნენ თავის დროზე ჟერარდ პიკე, უგო ლორისი, უეინ რუნი და სხვები. მაშ ასე, თქვენს წინაშეა ის ათეული, რომელთაც ყველაზე მეტად მოგვწყვიტეს თვალი ესტონეთში.

ჟან-კრისტოფ ბაებეკი (საფრანგეთი, ფორვარდი)

თამაში შეუძლია როგორც ცენტრფორვარდად, ისე გარემარბად. ბაებეკი "პარი სენ ჟერმენის" სკოლის აღზრდილია. ბაებეკი გამოირჩევა უდიდესი სისწრაფით, რითაც ჩიხში ამწყვდევს მეტოქე მცველებს.

საფრანგეთს ბაებეკი ძალიან დააკლდა ნახევარფინალში, ესპანელთა წინააღმდეგ, როცა პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ბრუმა (პორტუგალია, ფორვარდი)

ლისაბონის "სპორტინგის" ახალგაზრდული აკადემია გამოირჩევა ნაყოფიერი მუშაობით. სწორედ ამ აკადემიის აღზრდილია ბრუმა. ბრუმამ გაიბრწყინა პორტუგალიელთა შემტევ გუნდში, რომელმაც ჯგუფში 4 ქულა მოიპოვა. 17 წლის გარემარბს უნაკლო დრიბლინგი, სისწრაფე და ჩაწოდებები აქვს.

ჟერარდ დეულოფეუ (ესპანეთი, ფორვარდი)

ის 2011 წელსაც იყო ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი. ასე რომ, ჟერარდმა ეს ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. ის ესპანეთის ნაკრების ყველაზე სახიფათო და ყველაზე კრეატიული შემტევი იყო, ცვლიდა პოზიციებს მუდმივად, ტერორში ჰყავდა მეტოქეები.

როცა "ბარსელონას" ფეხბურთელს თამაში მისდის, ამ დონის ფეხბურთის ჩვენება ამ ასაკში მსოფლიოში არავის შეუძლია. მისმა ჭკვიანურმა პასმა მოაგებინა ესპანეთს ფინალში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ერიკ დაიერი (ინგლისი, მცველი)

ძლიერი და აგრესიული დაიერი ლისაბონის "სპორტინგის" ცენტრალური მცველია. ინგლისმა რომ ნახევარფინალში გააღწია, დიდწილად დაიერის კარგი თამაშის დამსახურებაა.

დაიერი თავის თავში დარწმუნებული მცველია, რითაც გუნდის არიერგარდში სტაბილურობა შეაქვს. მას ძალიან უყვარს შეტევის ხაზის გრძელი პასებით მომარაგება.

გიორგოს კატიდისი (საბერძნეთი, ფორვარდი)

ბერძენთა კაპიტანმა ფინალურ ტურნირზე სამი გოლი გაიტანა. მან დიდებულად ითამაშა პორტუგალიასთან (დუბლი) და გუნდის სული და გული იყო ინგლისელებთან მატჩში, როცა საბერძნეთის ნაკრები 10 ფეხბურთელის ამარა დარჩა.

კარლ-ეერიკ ლუიგენდი (ესტონეთი, ნახევარმცველი)

ესტონელთა კაპიტანი, რომელიც მეტოქეს, უმთავრესად, მარცხენა ფრთიდან უტევდა. ლუიგენდი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მასპინძელთა გუნდში და ნაკრების ერთადერთი გოლიც ტურნირზე მან გაიტანა.

ნიკოლა ნინკოვიჩი (სერბეთი, ნახევარმცველი)

გაიტანა გოლი ინგლისელთა კარში. ერთი-ორჯერ ბურთი ძელს გაარტყა. მოკლედ, იყო სერბთა ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი. ნინკოვიჩი ძალიან კარგად არჩევს პოზიციას, ფიზიკურად ძლიერია, ტექნიკურია და კარზე დაგეშილი - მოკლედ, მომავლის ვარსკვლავია.

პაკო ალკასერი (ესპანეთი, ფორვარდი)

გასული წლის ფინალში ნამდვილი ფურორი მოახდინა. ახლაც ძალიან სასარგებლო ფეხბურთელი იყო. ესტონეთთან ბრწყინვალედ შეცვალა დისკვალიფიცირებული ხესე. ძალიან კარგი იყო საფრანგეთთან მატჩშიც.

დომაგოი პავიჩიჩი (ხორვატია, ნახევარმცველი)

პავიჩიჩს უკვე ხშირად ადარებენ ლუკა მოდრიჩს. ტურნირზე საუკეთესო იყო ხორვატთა შორის და აჩვენა ძალიან კარგი მონაცემები, გაიტანა ორი გოლი. ბრწყინვალეა მოედნის შუაში. სხარტი და კარგი დამრტყმელია კარში.

კოსტას სტაფილიდისი (საბერძნეთი, მცველი)

პაოკ-ის მარცხენა მცველი, რომელმაც გამოტოვა პირველი მატჩი ესპანეთის ნაკრებთან, შემდეგ დაბრუნდა ძირითადში და ყველას აჩვენა, რომ საუკეთესოა თავის პოზიციაზე. სტაფილიდისის თამაშის მანერა შემტევი და აგრესიულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად