"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ასევე "ეშმაკებში" პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე მიღებულ შთაბეჭდილებებზე ილაპარაკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა რიო ფერდინანდმა "დეილი მეილის" ჟურნალისტთან "ეშმაკებში" პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე მიღებულ შთაბეჭდილებებსა და გუნდის ახლანდელ ახალწვეულებზე ილაპარაკა.

- მახსოვს, "იუნაიტედთან" კონტრაქტს ხელი მოვაწერე თუ არა, მალე შეკრებაზე გავემგზავრეთ. მიკვირდა, რომ ამხელა კლუბი აღმოჩნდა. მეგონა, სხვა პლანეტაზე აღმოვჩნდი-მეთქი. მახსოვს, რომ რჩევებს ნიკი ბატს ვეკითხებოდი. ერთხელაც, ქუჩაში რომ გამოვედი, თავი "ბიტლზის" მუსიკოსი მეგონა.

აზიაში "იუნაიტედზე" ჭკუას კარგავენ. ვერსად გაისეირნებთ, რადგან უმალ ფანების ალყაში მოექცევით.

მსგავსი შეკრებები თანაგუნდელებთან დაახლოებაში გეხმარება, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და ახალწვეულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამჟამად მე, როგორც გუნდის ერთ-ერთ ვეტერანს, მევალება, რომ სხვა ფეხბურთელებს ჩვენთან ადაპტაცია გავუადვილო. მაგალითი უნდა ვიყო, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოედანზე თუ მის მიღმა. ახალწვეულებზე დაკვირვება უკვე მოვასწარი და შევამჩნიე, რომ კაგავას საოცარი სტილი აქვს. მისი თამაში ბუნდესლიგაშიც ნანახი მქონდა, მაგრამ ახლა ბევრად უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მან ინგლისური საკმაოდ კარგად იცის, ალბათ, ბევრად უკეთ, ვიდრე ანდერსონმა. ნიკ პაუელზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ პატარა და ძალიან ნიჭიერი ბიჭია. კაგავასა და პაუელისთვის საკონტროლო მატჩებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

გამოხვიდე მოედანზე ისე, რომ შენთვის სულ ერთი იყოს, ასე არ გამოვა, რადგან ეს "მანჩესტერ იუნაიტედია". აქ ყველა ფეხბურთელმა ყოველ ჯერზე თავიდან უნდა დაუმტკიცოს მწვრთნელს თავისი საჭიროება.

გულშემატკივრები ხშირად გვეკითხებიან ხოლმე "იუნაიტედის" შესაძლო შენაძენებზე. ვფიქრობ, სერ ალექსმა უკვე საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი პრიორიტეტები. ახალ ფეხბურთელებზე კი ჩვენ იმდენივე ვიცით, რამდენიც გულშემატკივრებმა. იმედია, რამდენიმე ფეხბურთელს კიდევ ვიხილავთ.

საინტერესო იქნებოდა დაგვეთვალა, თუ რამდენჯერ მივიღე ტრავმა ბოლო წლებში. ამ მხრივ უკანასკნელ სეზონს კიდევ არა უშავდა. ჩავატარე დაახლოებით 35 მატჩი ("იუნაიტედის" საიტის მიხედვით, რიომ 38 მატჩი გამართა. რედ). გამეხარდა, რომ ზურგის ტრავმის რეციდივს გადავურჩი.

ამის გამო კლუბის ფიზიოთერაპევტებს დიდ მადლობას მოვახსენებ. იმედია, ამდენ თამაშს წელსაც გავმართავ. სიმართლე გითხრათ, ინგლისის ნაკრებში დაბრუნებაზე უკვე აღარ ვფიქრობ. მთელი ძალების კონცენტრაციას "იუნაიტედისთვის" ვგეგმავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"