ჰამშიკის თქმით, ნაპოლის" მესვეურები კონტრაქტის გახანგრძლივებას თუ შესთავაზებენ, სლოვაკი არც კი დაფიქრდება, ისე მოაწერს ხელს
მარეკ ჰამშიკის "ნაპოლიდან" შესაძლო აბარგების შესახებ იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, თუმცა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უბრალო ჭორებია და სლოვაკი შემტევი არსად წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან "კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტთან ისაუბრა…

მომავალი

საერთოდ, შორსმიმავალ გეგმებს არასდროს ვისახავ. დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნეაპოლში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2014 წლის ივლისს მეწურება და იქამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი.

თუ "ნაპოლის" მესვეურები კონტრაქტის გახანგრძლივებას შემომთავაზებენ, არც კი დავფიქრდები, ისე მოვაწერ ხელს, რადგან ამ გუნდის წინაშე ვალში ვარ. ის, რასაც დღეს წარმოვადგენ, დიდწილად ნეაპოლში გატარებული წლების დამსახურებაა და ამის დავიწყება შეუძლებელია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სლოვაკი ნეაპოლელი ვარ.

ტრავმა

ტრავმა მეგობრებთან ფეხბურთის თამაშის დროს მივიღე და ერთი პერიოდი ძალიან შეშინებული ვიყავი.

თუმცა ექიმებმა დამამშვიდეს და მითხრეს, რომ სერიოზული არაფერია და მალე სრული დატვირთვით შევძლებ ვარჯიშს.

სპორტის უპირველესი სახეობის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია და შესაბამისად, ტრავმის ყველაზე მეტად მეშინია. ჯერჯერობით მსუბუქად ვვარჯიშობ, თუმცა მალე სრულად დავიტვირთები. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი, რადგან თამაში უკვე მომენატრა.

ვფიქრობ, რომ "ნაპოლი" უკეთესი გუნდი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში. მართალია, ესეკილ ლავეცის სახით ლიდერს შეველიეთ, მაგრამ სამაგიეროდ, არაერთი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დავიმატეთ და მე თუ მკითხავთ, უკეთეს შემადგენლობას მოვუყარეთ თავი. უფრო მეტად გამოცდილები ვართ და გუნდშიც საოცრად კარგი ატმოსფეროა.

მიზანი

მიზანი ნებისმიერ შემთხვევაში ევროსაგზურის მოპოვება იქნება და თუ სამეულში შევძვერით, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება.

ძნელია დაპირდე გულშემატკივარს, რომ აუცილებლად მოიპოვებ ჩემპიონთა ლიგის საგზურს, მაგრამ ერთს კი დანამდვილებით ვიტყვი, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ.

"ნაპოლი" დიდი ტრადიციების გუნდია და აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს. ეს გულშემატკივართა მოთხოვნაა, რომელსაც ბოლომდე ვაცნობიერებთ.

ამასობაში "ნაპოლისთან" დაკავშირებით საინტერესო ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, დიდია შანსი, მომდევნო სეზონიდან გუნდის ღირსება ალექსანდრ მერკელმა დაიცვას.

ნეაპოლური კლუბის მესვეურები მზად არიან, მის სანაცვლოდ "ჯენოას" ბიუჯეტში 4 მილიონი ევრო გადარიცხონ, თუმცა გენუელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი აღნიშნული ტრანსფერით პირადად არის დაინტერესებული:

"ნახევარდაცვა გაძლიერებას საჭიროებს და მერკელის გადაბირებით ამ მიმართულებით დიდ ნაბიჯს გადავდგამთ წინ. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ ალექსანდრის შესაძენად ყველაფერს გავაკეთებ.

ზოგადად, სატრანსფერო ბაზარზე კიდევ უფრო გავაქტიურდებით და გუნდს არაერთი ფეხბურთელით გავაძლიერებთ. კონკრეტულ გვარებს დღეს ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ მალე ყველაფერი გადაწყდება და გაცხადდება კიდეც".

ეს აურელიო დე ლაურენტისის, ალბათ, რიგით მეათე დაპირებაა და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვას ასრულებს კიდეც - ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ ნეაპოლელებმა ალესანდრო გამბერინი და ვალონ ბერამი გადაიბირეს, რაც სერიოზულ შევსებად უნდა მივიჩნიოთ - ბოლოს "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაცარის გადავცეთ სიტყვა, რომელიც სწორედ აღნიშნულ ტრანსფერებს გამოეხმაურა:

"მართალია, ბერამი და გამბერინი ოფიციალურად ჯერ ისევ "ფიორენტინას" ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ განეაპოლელებას წინ აღარაფერი უდგას.

ალესანდრო გამოცდილი მცველია, რომელიც წლებია, დამაჯერებლად ირჯება; ვალონი კი უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა და შეგიძლია სხვადასხვა პოზიციაზე გამოსცადო. პირადად მე აღნიშნული ტრანსფერებით ძალიან კმაყოფილი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად