"ზესტაფონის" ნახევარმცველი ბაქოს "ნეფთჩისთან" საპასუხო მატჩის წინ ოპტიმიზმს ინარჩუნებს
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოში, "ნეფთჩისთან" განცდილი მარცხის შემდეგ "ზესტაფონის" ნახევარმცველი დავით მუჯირი აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს ესაუბრა.

- რას მიაწერთ ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხებას?

- ძალიან გვიმძიმს, რაც მოხდა... ჩვენ შეტევაში არასათანადოდ აგრესიულები ვიყავით და ამასთან, დაცვაში ბავშვური შეცდომები დავუშვით. მეტოქემ ეს არ გვაპატია.

პირველ გაშვებულ გოლამდე ნორმალურად ვთამაშობდით, მაგრამ მცველის უხეშმა შეცდომამ ყველაფერი წაახდინა.

- იქნებ საქართველოს ჩემპიონმა არასათანადოდ შეაფასა "ნეფთჩი"? თქვენს მატჩისწინა კომენტარებში ზედმეტი თავდაჯერებულობა გამოსჭვიოდა...

- ასეთი რამ რაღაც არ მახსენდება. ჩვენ მართლაც ოპტიმისტურად ვემზადებოდით თამაშისთვის და ვიმედოვნებდით, რომ მოვიგებდით. თუმცა მატჩის წინ ვაცხადებდით, რომ შანსები თანაბარი იყო.

ახლა, რა თქმა უნდა, სხვა ვითარებაა. ჩვენი მეტოქე წყვილის ფავორიტია და ცალი ფეხით უკვე შემდეგ ეტაპზეა.

- საპასუხო მატჩისგან რას მოელით?

- ერთი რამ ნათელია, რომ ჩვენ ამოცანა გავირთულეთ. ვეღარაფერს ვიზამთ, თამაში დასრულებულია. ახლა მომავალი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.

ყველაფერში დამნაშავე ჩვენ ვართ და სიტუაციის გამოსწორებაზე თავადვე უნდა ვიზრუნოთ. თუკი "ნეფთჩიმ" თავის მოედანზე სამი გოლი გაგვიტანა, იგივე ჩვენ რატომ ვერ უნდა გავაკეთოთ საქართველოში? ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- ეს რამდენად რეალურია? იშვიათად, რომ ვინმემ პირველ მატჩში 0:3-ის შემდეგ ბედი შემოაბრუნოს...

- დიახ, ჩვენ მართლაც ჩიხში მოვიმწყვდიეთ თავი. ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად კი უნდა ვეცადოთ. ამ მატჩში მე მხოლოდ ჩვენი შეცდომები დავინახე, რომელიც მეტოქემ არ შეგვარჩინა.

- იგივე შეცდომები საპასუხო თამაშშიც ხომ შეიძლება განმეორდეს და შესაძლოა, "ნეფთჩიმ" იქაც მოიგოს...

- არ მგონია, რომ ზედიზედ ორ თამაშში ამდენ შეცდომას დავუშვებთ. მით უმეტეს, საპასუხო მატჩი შინ გვაქვს.

დიახ, 3:0 - ეს თითქმის შემდეგ რაუნდში გასვლას ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ბოლომდე ვიბრძოლოთ.

- თქვენ, ფაქტობრივად, არაფერი გითქვამთ "ნეფთჩიზე"...

- თქვენმა გუნდმა ცივსისხლიანობა გამოიჩინა და მომენტები გამოიყენა, რაც მის კლასზე მეტყველებს. ბაქოელებმა თავიანთი საუკეთესო თამაში აჩვენეს. მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, თავად წავაგეთ. მე "ნეფთჩის" ისეთ გუნდად არ მივიჩნევ, რომლის ბარიერის დაძლევა შეუძლებელია. თუმცა იმ თამაშით, როგორიც ვაჩვენეთ, წინ წასვლა წარმოუდგენელია.

"ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო.

- რა იქნება, თუკი საქართველოს ჩემპიონი შემდეგ ეტაპზე ვერ გავა?

- მინდა, რომ "ზესტაფონმა" გააღწიოს, მაგრამ თუ ამას ვერ შევძლებთ, "ნეფთჩის" მომავალ ბრძოლებში წარმატებებს ვუსურვებ.

თუმცა მე საპასუხო მატჩის წინ მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ჩვენ გავაანალიზებთ ამ თამაშს და მეტოქის სუსტ წერტილებს ვიპოვნით, რითაც შემდეგ ვისარგებლებთ.

მომზადებულია www.azerisport.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ

ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]

aaa
იქნებ ამ თამაშმა ასწავლოს ხალხს რეალური შეფასება ძალების. "ნეფთჩის" მწვრტენლმა თქვა უნდა მოვიგოთო და დიდი ანგარიშიტ მოიგეს. ესე იგი კიდევ პატივისცემა გამოიჩჰინა ტავის შეფასებაში. ძესტაფონიდან კი კოკაიადან დაწკებული (რომელიც სულ რაგაც სისულელეებს ლაპარაკობს - გადახედეტ მის ინტერვიუებს - ბაქიაობის მეტი არაფერია) და დავით მუჯირის განცხადების დამტავრებული - არაფერზე დამკარებული "ქარტული" ზღაპარია.
levani
როგორ შეიძლება და ძალიან ჩვეულებრივად. წინადღეს აზერების მოგებას 2.28ქონდა კოეფიციენტი,თამაშის დღეს 2.02დაეცა ხოლო 10წუთით ადრე კი საერთოდ1.84ჩამოვიდა დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ.ისე საინტერესოა იმდენი მაინც თუ აიღეთ რომ გიღირდათ მთელი საქართველოს გინებად და სირცხვილად
gegi
ZESTAFONS VURCHEV SASWRAFOD IYIDOS MINIMUM 2 MCVELI,2 NAXEVARMCVELI DA 1 FORVADI ROM DVALS SHEUWYVILDES,OVONIKOKO NOLIA
gegi
MERE RO WAAGO,MAGIA SAQME MAGISTANA GOLEBS RO GAUSHVEB,DACVA SAD IYO.
aba araaaaaaaaaa
დათო კარგია ოპტიმიზმი, მაგრამ ვისურვებდი თქვენს გუნდს დაცვისთვის მიეხედა, შენ პირადად კი წონისთვის.რაღაც მჯერა, რომ ზესტაფონი გააცამტვერებს ნეფტჩის ზესტაფონში. დიდი არაფერი გუნდია. მართლა ზესტაფონმა წააგო რა, როგორ შეიძლება ასეთი ბავშვური შეცდომები ასეთი გამოცდიკი ფეხბურთელებისგან.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა