პოლონურ კატოვიცეში 17 ივლისს დაწყებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვეს
პოლონურ კატოვიცეში 17 ივლისს დაწყებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატში ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. მას ქუთაისელი ომარ გურჯიძე (69) დაეუფლა, რომელიც ევროპის შარშანდელი ვიცე-ჩემპიონია, ოღონდ მაშინ 63-ში ასპარეზობდა, წლეულს კი წონა შეიცვალა.

ამის მიუხედავად, მას თავი არც ახლა შეურცხვენია. არადა, წონის შეცვლას უმეტესად ადაპტაციის რთული პროცესიც თან ახლავს ხოლმე, მაგრამ ქუთაისელმა ფალავანმა ეს მტკივნეული პროცესი უმტკივნეულოდ დასძლია.

გურჯიძემ ტურნირი რუსი მუსლიმ ევლოევის ძლევით დაიწყო - პირველი პერიოდი 0:1 დათმო, მაგრამ მომდევნოებში ასეთივე ანგარიშით იმარჯვა.

განსაკუთრებით ეფექტური დამატებითში მოპოვებული ქულა იყო, როცა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა, მერე კი, სირენამდე რამდენიმე წამით ადრე, მის შეტევასაც ვაჟკაცურად გაუძლო. ჩვენებურის უპირატესობა რუმინელ გრეგორი ბოდისტეანუსთან აშკარა იყო - 3:0; 2:1. მომდევნო მეტოქე მომავალი ფინალისტი, ბულგარელი ენგინ ისმაილი აღმოჩნდა, რომელმაც ალალად მოიგო - 1:0, 3:0. ჩვენებურმა კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელ არონ კანევას აჯობა.

ბრინჯაოსთვის იჭიდავა ირაკლი მწითურმაც (85), რომელმაც ჩემპიონატი ძლევამოსილად დაიწყო - ფრანგი ქვეტინ მილერი ორივე პერიოდში ქულებით სუფთად, 6;0; 6:0 აოტა.

მოლოდინისამებრ, მეორე შეხვედრაში მეტოქედ რუსი, მომავალი ჩემპიონი სულთან რაბადანოვი ერგო, რომელსაც პირველი პერიოდი წილისყრის დამსახურებით მოუგო - ბურთულას წითელსამოსიანი ჩვენებური იღებდა და მანაც თავისი ფერი ამოიღო, მერე კი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. სამწუხაროდ, მომდევნო პერიოდებში ის თავის თავს არ ჰგავდა და დამარცხდა.

მან სანუგეშოში თურქ ილდენიზ სავრანს აჯობა, მაგრამ ბრინჯაოსთვის ბრძოლაში გერმანელ ერიკ ტილესთან წაგება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. განსაკუთრებით - მეორე პერიოდში, თორემ პირველი 0:3 დათმო. მეორეში მეტოქის შეცდომით მშვენივრად ისარგებლა, კონტრილეთზე დაიჭირა და ჩოქბჯენში გადაყვანით 1:0 დაწინაურდა.

სამწუხაროდ, მეტოქემ ანგარიში იქვე გაუქვითა - შეხვედრის განმაახლებელი სასტვენის მიუხედავად, მწითური თითქოს არ ელოდა ისე მყისიერ შეტევას და გერმანელს მოუმზადებელი დახვდა. მას მერეც შეეძლო ქულის მოპოვება, მაგრამ მეტოქემ კარგად დაიცვა ფეხი.

17 ივლისს ნაჭიდავები დანარჩენი სამეულიდან ყველაზე მეტად გიორგი თოდუა (42) მოგვეწონა მშვიდი, ჟინიანი, გაწონასწორებული ხასიათისა და შემტევი სტილის გამო.

არანაირი ღელვა, მისი თანამდევი ფორიაქი და შიში არ ეტყობოდა ლეიბზე, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი პირველივე შეხვედრაში იყო ბულგარელ ანგელ გეორგიევთან - ჩვენებურმა მას ორი პერიოდის ჯამში 10:0 მოუგო.

სამწუხაროდ, სომეხ მხითარ გრიგონიანთან უკვე თვითონ დაუშვა შეცდომები და ჯამში 3:11 წააგო.

საუბედუროდ, მას სანუგეშოში გადასვლის საშუალება არ მიეცა, თორემ გუშინ ერთი ბრინჯაოს იმედად არ დავრჩებოდით.

არადა, ახლოს იყო სანუგეშოსთან - სომეხი ნახევარფინალის დამატებით დროში რუსთა მომავალ ჩემპიონ ალექსანდერ რასადინს 1:0 უგებდა, თუმცა მერე როგორ დაკარგა მიჯრით 8 ქულა, ვეჭვობთ, თავად ახსნას.

გიორგი ლეჟავა (50) და ედუარდ ნიკოლიშვილი (58) პირველივე შეხვედრის წაგების შემდეგ გამოეთიშნენ ტურნირს.

განსაკუთრებით დასანანი ლეჟავას მარცხი იყო, რომელიც პირველ წრეში ისვენებდა. ამ დროს კი მისი მეტოქე, უკრაინელთა მომავალი ბრინჯაოსმედალოსანი ანდრეი იაცენკო საკმაოდ ძნელ ბრძოლას ატარებდა მეზობელ ბელარუსთან და ჩვენებურთანაც მალევე, სულ რაღაც ხუთიოდე წუთში უხმეს საჭიდაოდ.

18 ივლისს ევროპის ჩემპიონატის "თავისუფალთა" ტურნირში მორიგი ხუთეული ჩაებმება. გიორგი პასიკაშვილი (46) პირველ წრეში ებრაელ დავიდ ბულიგინს ხვდება.

ჩვენებურს წილისყრამ ფრიად გაუმართლა, რადგან რუსი, აზერბაიჯანელი, უკრაინელი, ბელარუსი, პოლონელი ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ. ქართველის მთავარ კონკურენტებად სომეხი, თურქი და ბულგარელი მიგვაჩნია, ოღონდ სომეხი ჰმაიაკ აღაიანიანი და თურქი ონურ ოზდემირი თავიდან ერთმანეთში ჭიდაობენ - ებრაელთან წარმატების შემთხვევაში პასიკაშვილი ამ წყვილში მოგებულს დაეჭიდება.

ლევან მურცხვალაძე (54) პირველ წრეში ბელგიელთა კავკასიური წარმოშობის ბილალ აბდულრაშიდოვს ხვდება, ტარზან მაისურაძე (63) - მოლდოველ მიხაი ბულგარუს, მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორი გიორგი ჩხარტიშვილი (76) - ესტონელ ჰანეს კაარიკს, ბექა კახეთელიძე (100) - სომეხ რუდოლფ ალექსანიანს.

ბრინჯაოსფერი ევროპა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა