ბაქოს "ნეფთჩის" ნახევარმცველმა "ზესტაფონთან" (3:0) გამარჯვების შესახებ ვებ-გვერდ azerisport.com-თან ისაუბრა

ბაქოს "ნეფთჩის" ნახევარმცველმა ჯავიდ იმამვერდიევმა "ზესტაფონთან" (3:0) ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში გამარჯვების შესახებ ვებ-გვერდ azerisport.com-თან ისაუბრა.

- რას იტყოდით გამარჯვების შესახებ?

- რთული თამაში გამოვიდა. დიდი ძალები დავხარჯეთ, რათა ამ გამარჯვებისთვის მიგვეღწია. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ახლა აუცილებელია, მთელი ყურადღება საპასუხო დაპირისპირებაზე გადავიტანოთ.

- მსგავს შედეგს ელოდით?

- ვერ ვიტყვი, რომ ზუსტად ასეთ შედეგს ველოდი, მაგრამ ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ძალიან მიხარია, რომ "ზესტაფონის" დიდი ანგარიშით დამარცხება შევძელით. რა თქმა უნდა, 3:0 საკმაოდ დიდ უპირატესობას გვანიჭებს, თუმცა საპასუხო შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შემდეგ ეტაპზე ჯერ არ გავსულვართ.

- მეტოქემ ზუსტად ისე ითამაშა, როგორც ელოდით?

- ვფიქრობ, რომ კი. საერთოდ, მათ არცთუ ცუდად ითამაშეს, მაგრამ ამ საღამოს საკუთარი მომენტების მეტოქეზე უკეთ რეალიზება მოვახერხეთ.

- მიუხედავად "მშრალი" ანგარიშით გამარჯვებისა, დაცვით თამაშში ორივე გუნდი მოიკოჭლებდა...

- მე ასე არ ვიტყოდი. დიახ, მეტოქის მცველები შეცდომებს უშვებდნენ და ეს შეცდომები წარმატებით გამოვიყენეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ დაცვაში ორივე გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა.

- 3:0 საკმაოდ ხელსაყრელი ანგარიშია. ხომ არ მოადუნებს ეს ანგარიში "ნეფთჩის" საპასუხო შეხვედრის წინ, რომელიც ზესტაფონში 24 ივლისს გაიმართება?

- არა, არავითარ შემთხვევაში. კარგად გვესმის, რომ ეს დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. ჩვენ მხოლოდ ერთში გავიმარჯვეთ, მეორე წინაა. თუმცა მეტოქის დამარცხების იმედი მეორე შეხვედრაშიც გვაქვს.

- მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა თარლან ახმედოვმა განაცხადა, რომ "ნეფთჩის" დაპირისპირების ბედის გადაწყვეტა პირველივე შეხვედრაში სურდა. მიგაჩნიათ, რომ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია?

- ვფიქრობ, 50 პროცენტით ასეა. ისღა დაგვრჩა, ამას კიდევ 50 პროცენტი დავუმატოთ.

ასევე იხილეთ:

ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]

გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ

დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო

"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა

ბაქოს "ნეფთჩის" ნახევარმცველი: მომდევნო ეტაპზე საუბარი ჯერ ნაადრევია

a
ყველანაირად გვიხმარეს რააა:(რაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ შეიძლება დიდი არაფერი ლეგიონერები არ ყავდათ მარა პროფესიონალიზმი ეტყობოდათ ჩვენების განსხვავებით
paata
დედას სჰევეცი ვისაც ეკუტვნის
oto
სირცხვილია უბრალოდ. რააა, რას გავდა გუშინდელი თამაში :(
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა