გუშინ ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე მთელი ყურადღება იმ მაგიდისკენ იყო მიპყრობილი, სადაც წლევანდელი შეჯიბრების ლიდერი საქართველოს ვაჟთა ნაკრები და ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული...

გუშინ ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე მთელი ყურადღება იმ მაგიდისკენ იყო მიპყრობილი, სადაც წლევანდელი შეჯიბრების ლიდერი საქართველოს ვაჟთა ნაკრები და ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებული სომხეთის გუნდი ხვდებოდნენ ერთმანეთს. პირველ დაფაზე ბაადურ ჯობავა (2710) და ლევონ არონიანი (2783) ყაიმზე შეთანხმდნენ. მათ მიბაძეს მერაბ გაგუნაშვილმა (2598) და ვლადიმირ აკოფიანმა (2691). შეხვედრის ბედი ბოლო ორ დაფაზე გამართულ ორთაბრძოლებს უნდა გადაეწყვიტა. თამაზ გელაშვილმა (2611) არმან პაშიკიანთან (2639) წააგო. ჩვენი გუნდი მარცხისგან ლევან ფანცულაიამ იხსნა: კუთა ენდშპილში მან 62-ე სვლაზე აიძულა გაბრიელ სარგისიანი (2677), საათი გაეჩერებინა. საბოლოოდ ფრედ _ 2:2, რითაც ქართველმა დიდოსტატებმა ბიჭებმა 6 ტურის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერის პოზიცია შეინარჩუნეს. მართალია, ამდენივე ქულა აქვთ უნგრელთა მძლეველ (3:1) უკრაინელებსა და სომხებს, მაგრამ ჩვენებურთ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აქვთ.

ვაჟთა მე-6 ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: რუსეთი (2)-ჰოლანდია 3:1, რუსეთი (1)-ჩეხეთი 2,5:1,5, აზერბაიჯანი-ინდოეთი 3:1, ვიეტნამი-აშშ 1,5:2.5, პოლონეთი-ესტონეთი 3:1, რუსეთი (3)-საბერძნეთი 2:2, ჩერნოგორია-ჩინეთი 1,5:2.5.

დღეს მე-7 ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: უკრაინა (11/18,5)-საქართველო(11/19,5), უკრაინის სპორტულ ღირსებას იცავენ: ვასილ ივანჩუკი (2754), რუსლან პონომარიოვი (2749), პაველ ელიანოვი (2761), ზახარ ეფიმენკო (2683) და ალექსანდრ მოისეენკო (2658); სომხეთი (11/17)-აზერბაიჯანი (10/18), რუსეთი-2 (10/18,5)-რუსეთი-1 (10/16,5), აშშ (10/17)-პოლონეთი (10/18), ბრაზილია (9/17,5)-უნგრეთი (10/14,5)... 9-9 ქულა ვაჟებში 14-მა ნაკრებმა მოაგროვა.

ქალებში 12 ქულით რუსეთის პირველი გუნდი ლიდერობს ერთპიროვნულად, რომელმაც გუშინ უკრაინას მოუგო 2,5:1,5. მეწინავეთა ჯგუფში შეინარჩუნა ადგილი საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ასეთივე ანგარიშით ამერიკელებს აჯობა. პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ (2534) ირინა კრუში (2490) დაჯაბნა. ასევე წარმატებას მიაღწია სალომე მელიამ (2439). თათევ აბრაამიანის (2352) ძლევით მან გუნდს გამარჯვება მოუტანა. მანამდე ბელა ხოტენაშვილი (2464) საბინა-ფრანჩესკა ფოიშორს (2293) დაუზავდა, ლელა ჯავახიშვილი (2451) კი ანა ზატონსკიხთან (2480) დამარცხდა.

გაუწყებთ მეწინავეთა დანარჩენ შეხვედრათა ანგარიშებს: უნგრეთი-პოლონეთი 4:0, რუსეთი (3)-ჩინეთი 1:3, ინდოეთი-იტალია 3:1, ბულგარეთი-სერბეთი 2:2, სომხეთი-რუსეთი (2) 2:2, შვეიცარია-გერმანია 2:2, ესტონეთი-რუმინეთი 1,5:2.5.

მე-7 ტურში ითამაშებენ: რუსეთი (12/17,5)-უნგრეთი (11/18), ჩინეთი (10/17,5 ჰოუ იფანი-2578, იუ ვენძიუნი-2516, ჟაო სიუ-2469, ჰუან ქიანი-2436, ვენ იუ-2394)-საქართველო (10/18,5), უკრაინა (10/17,5)-ინდოეთი (10/18), რუსეთი-2 (9/15)-რუმინეთი (9/17), აშშ (9/16,5)-სომხეთი (9/17), სერბეთი (9/17)-შვეიცარია (9/14,5), გერმანია (9/17)-ხორვატია (9/14,5), ბულგარეთი (9/14)-უზბეკეთი (9/17), კუბა (8/17)-სლოვენია (9/14).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

tbiliseli
თქვენ გენაცვალეთ,პირველზე გახვალთ გული მიგრძნობს,წარმატებებს გისურვებთ
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა