რას ნიშნავს საქართველოს ნაკრების თავკაცის, თემურ ქეცბაიას სიტყვები, რომ ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს?
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა - გალაქტიონის სტრიქონი აკვიატებას მაშინ იწყებს, როცა ქართული გუნდები ევროსარბიელზე შემოდგომამდე ვერ აღწევენ და როცა შემოდგომაზე მორიგ შესარჩევ ციკლს იწყებს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

შემოდგომამდე დიდი დრო აღარ დარჩა და უკვე გაჩნდა იმის პრელუდიები, რაც წელიწადის ამ ბარაქიან დროში უნდა მოხდეს.

რამდენიმე დღის წინ ჩვენი უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ინტერვიუ გამოქვეყნდა ბელარუსულ მედიაში და ვფიქრობ, ქეცბაიამ გულწრფელად თქვა ის, რასაც ფიქრობს.

როცა იმას ლაპარაკობ, რასაც ფიქრობ, ეს უკვე დასაფასებელია, ოღონდაც მწვრთნელი მხოლოდ ამით არ ფასობს. ქეცბაიამ ბელარუსებს უთხრა:

"გვაქვს თუ არა ჩვენ და ბელარუსს ესპანეთთან და საფრანგეთთან კონკურენციის შანსი? თუ საქმეს რეალურად შევხედავთ, ალბათ - არა. პირველ ორ ადგილს, ალბათ, გრანდები გაითამაშებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთ. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ".

საქართველოს ნაკრები არაერთხელ მოხვედრილა გრანდების ჯგუფში. საფრანგეთი 98-ის შესარჩევი რომ იწყებოდა, ჯგუფში იტალია და ინგლისი გვყავდა, კიდევ პოლონეთი. მაშინ საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე თავკაცობდა და განაცხადა, მეორე ადგილზე გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთო.

ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრებს იტალია ან ინგლისი უკან უნდა მოეტოვებინა.

ჩივაძე ინგლისთან შინ 0:2-ის წაგების მერე გადადგა და მოგვიანებით თქვა, მეორე ადგილი იმიტომ ვახსენე, რომ ასე იყო საჭირო, ფეხბურთელმა ეს მწვრთნელისგან თუ არ გაიგო, როგორ უნდა გავიდეს მოედანზეო.

ჩივაძემ დიდი ფეხბურთი, პირველ რიგში, საფეხბურთო ინტელექტის ხარჯზე ითამაშა. ეს ფაქტორი მას აუცილებლად ეხმარებოდა და კიდევ დაეხმარება მწვრთნელობაში. უმნიშვნელო ნიუანსი არ არსებობს, მათ შორის - ფეხბურთშიც.

ქეცბაიამ კი - შანსი არ გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვიბრძოლებთო.

კი მაგრამ, შანსი თუ არ არის, რისთვის უნდა ვიბრძოლოთ? იმისთვის, რომ დიდი ანგარიშით არ წავაგოთ; იმისთვის, რომ ტრიბუნებიდან რაღაც საგნები არ გვესროლონ; იმისთვის, რომ როგორმე გავიხანგრძლივოთ ნაკრებში ყოფნა.

თუ ასე არ არის, მაშინ რას ნიშნავს, რომ ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს?

რეალობა ისეთია, რომ თანამედროვე ფეხბურთში დონე გათანაბრდა და ესტონეთის ნაკრები შესარჩევის პლეი ოფში გავიდა. რა თქმა უნდა, ეს რეალობა ქეცბაიას და მის დამნიშვნელებს არ მოსწონთ, მათ სულ სხვა რეალობა აძლევთ ხელს - შანსი არ გვაქვს, მაგრამ ვიბრძოლებთ.

ისიც უნდა ითქვას, თუ შანსი არ გვაქვს, რისთვის გვინდა ძვირად ღირებული მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში? პასუხად შეიძლება მივიღოთ ის, რომ საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული და მზარდი გუნდია; რომ დამდეგი შესარჩევი ციკლი, ისევე, როგორც წინა შესარჩევი ეტაპი, სამომავლოდ, გუნდის უკეთ ჩამოსაყალიბებლად უნდა გამოვიყენოთ და ასე შემდეგ.

პასუხის გაცემა ყველაფერზე შეიძლება, ოღონდაც ასეთი და მსგავსი პასუხების უკვე აღარ სჯერათ თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ნაკრებს შედეგი არ აქვს.

ესპანეთი და საფრანგეთი ჩვენგან მართლაც ძალიან შორია, მათ გარდა კი ჯგუფში გვერგო ბელარუსი და ფინეთი. საინტერესოა, რას გვეტყვის ქეცბაია ბელარუსთან და ფინეთთან შანსებზე? გავალთ და ვიბრძოლებთ, ვნახოთ, რა იქნება. ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა, შანსი ყველას აქვს, იქ საფეხბურთო მეურნეობა მოწესრიგებული აქვთ...

ქეცბაიასგან მკაფიოდ ჯერ არ მოგვისმენია, თუ სად, რა მარაქაშია ჩვენი ადგილი. ანდორა, ლუქსემბურგი, სან მარინო, ფარერები - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გაბედავს და იტყვის, რომ მათ გარდა სხვების დაჯაბნაც შეგვიძლია?

ყველაფერი გროვდება და ერთმანეთს ემატება. ქეცბაიამ ბელარუსულ "პრესბოლს" ისიც განუცხადა, რომ:

"ჩვენ 2016 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის პერსპექტივით ვმუშაობთ და ახალგაზრდული გუნდის ჩამოყალიბებას ვცდილობთ. ეს მძიმე გზაა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა".

როგორ თანამშრომლობს ქეცბაია საქართველოს ახალგაზრდულ და სხვა ასაკობრივ ნაკრებებთან? ქვედა ნაკრებების მწვრთნელთაგან ჯერ არ გაგვიგია ამ თანამშრომლობის შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, ჯერ არ ჩანს, თუ როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთში ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელი ალექსანდრე ჩივაძე და ქეცბაია.

ჩივაძე ამბობს, შემოქმედებით ფეხბურთელებს ვანიჭებ უპირატესობას - ასეთი ფეხბურთელი ბურთის ართმევასაც ისწავლის, არაშემოქმედებითი ფეხბურთელი კი შემოქმედი ვერანაირად გახდებაო. ჩივაძის გაწვრთნილ ახალგაზრდულ ნაკრებს შინ ჯერ არ უთამაშია, თუმცა რაც ითამაშა, ვერსად ვერ ამოვიკითხე, გუნდი დაცვაში ჩაჯდა და მისი თამაში ანტიფეხბურთს ჰგავდაო.

რა გითხრათ, შესაძლოა, ქეცბაია ჩივაძეზე უკეთესი მწვრთნელი იყოს, მაგრამ ისინი რომ ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, წყალი არ გაუვა.

თუ მართლა დიდია განსხვავება კონცეფციებს შორის, როგორ უნდა მოხდეს ფეხბურთელის დაწინაურება ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში? ორი სხვადასხვა მოდელის გუნდი ერთ საქმეს როგორ გააკეთებს?

ნაკრების მწვრთნელის ხელფასი კი ისევ ტაბუდადებული თემაა. არადა, საინტერესო იქნებოდა ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ხომ სანაკრებო დოტაციას სახელმწიფოსგან იღებს, სახელმწიფო კი ფულს მოქალაქეების გადასახადებიდან ინაგრებს.

ჩივაძემ როცა თქვა, გრანდებიან ჯგუფში მეორე ადგილი უნდა დავიკავოთო, მაშინ ფეხბურთის ფედერაციისგან ჯამაგირი 1000 ლარი ჰქონდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია: ესპანეთთან და საფრანგეთთან შანსი არ გვაქვს!

განხეთქილება ნაკრებში გრძელდება - ვინ არის თემურ ქეცბაიას მოკავშირე?

თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!

ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი

ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრები: დაერეკათ და პირდაპირ ეთქვათ!

დავით მუჯირის ღია წერილი თემურ ქეცბაიას

დათო სირაძე: ეს ფეხებზე დაკიდებაა! თემურ ქეცბაიას გულისწყრომა რითი დავიმსახურე?

გოგიტა გოგუას სიმართლის დრო: ნაკრები საქართველოსია და არა - ქეცბაიასი!

beso
სანამ სააკაშვილია არ გვეგირსება ნორმალური სპორტი...მაგან მოახერხა და სპორტსმენებიც დააჩმორა.
odala
ძალიან მარტივია: არ უნდა ეთქვა შანსი არა გვაქვსო. იმიტომ რომ ხალხი ფეხბურთელებისგან ბრძოლას ელოდება და იმედიც აქვს კარგი შედეგის. მე მაგალითად ყოველ მეორე დღეს ვფიქრობ იმაზე თუ რა იქნება საქართველომ რომ ესპანეთს მოუგოს. ოცნებას კაცი არ მოუკლავს. რეალისტობაც საჭიროა, მაგრამ ჯარს უნდა გაუძღვე ამ ძალიან ორგანიზებულ, სამართლიან ბრძოლაში და იმის თქმა რომ შანსი არა გვაქვს ბიჭებოო, არ გამოგადგება. ჯარი როგორღა უნდა გამოგყვეს?
Jigaro
ქეცბაიას არავინ უსაფრდება, არც საქმეს ურთულებს, არ იცის ამაზე მეტი და კაცი გაახალგაზრდავებაზე რომ ლაპარაკობს დვალიშვილი ვერ მოუშორებია ნაკრებიდან. ფეხბურთელებს ისეთი ფსიხოლოგიური მომზადება უნდა დღეიდან კი არა უკვე დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო, რომ მგლები ხართ ბიჭებო, ყველაფერს შეძლებთ და დიდგორის ბრძოლა გაქვთ წინ...მუდმივად იმედის ჩანერგვაზე უნდა იყოს გათვლილი მომზადება და არ არსებობს შედეგი არ მოიტანოს, აბა შანსი არა გვაქვს ძახილით გინდათ ფონს გასვლა? ვაი ჩვენს პატრონს!
Jigaro
ხელფასის შესახებ დამავიწყდა...ორი მილიონი დოლარი!...ერთხელ მისი მწვრთნელობის დასაწყისში გაჟონა ინფორმაციამ ფედერაციიდან რაც შესთავაზეს და რის გამოც ჩამოვიდა. აბა პატრიოტული გრძნობიტ დაბრუნდა და მიატოვა კიპროსის აკადემია?...დაფიქრდით ცოტა და მიხვდებით, ოთხწლიანი კონტრაქტი ხომ უნდა ამოწუროს...
Jigaro
გილოცავთ ბატონო დავით,თქვენ პირველი ჟურნალისტი ბრძანდებით, ვინც გაბედა და ქეცბაიაზე პირდაპირ თქვა, რომ უვარგისი მწვრთნელია.ხმები გაიყო,ზოგი თვლის,რომ შანსი გვაქვსო უნდა ეთქვა, ზოგი არაო...უბედურებაც მაგაშია,რომ სულ პატარა მოტვინვა უნდოდა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე რომ როგორც მართლაც მწვრთნელს გამოსავალი ეპოვა და მოეფიქრებინა რამე არა კატეგორიული, თუნდაც : " საქართველოს ნაკრებისგან სიურპრიზებს ელოდნონ", ან "ბურთი მრგვალია და ჩვენს შანსებს ბოლომდე გამოვიყენებთ" და მსგავსი უამრავი პასუხის გაცემა იყო შესაძლებელი, ამ ვაიმწვრთნელმა კი კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი უმეცრება.მხოლოდ ეს რომ იყოს ქეცბაიას მინუსი რაღა გვიჭირდა.ქეცბაია მწვრთნელობისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.1.საქართველოს ნაკრები თამაშობს ყოველგვარი ტაქტიკური მონახაზის გარეშე, უბრალოდ როგორც გამოვა.2.ნაკრებს არა აქვს საკუთარი სახე, სტილი რომელმაც 50 წლის განმავლობაში ქართულ ფეხბურთს ისეთი სახელი მოუხვეჭა გატენილი იყო სტადიონები სსრკს ყველა ქალაქში დინამოს ჩასვლისას.ეხლა კი რის სტილი რა სტილი, მთელი სტრატეგია ტაქტიკა იმაშია დაცვაში ჩავჯდეთ და ეგება რამე მოვახლაფორთოთო.წინასწარ განწირული წაგებისთვის და უსახური ტანჯვა მოედანზე.3. ქეცბაიას არ შეუძლია ფეხბურთელებთან ნორმალური ურთიერთობის ჩამოყალიბება.ეს არაერთხელ დაგვიმტკიცა და სანამ მოგვშორდება კიდევ ბევრჯერ დაგვანახებს. 4. ქეცბაიას ალერგია აქვს ყველას მიმართ, ვინც მის აზრს არ ეთანხმება და ღმერთმა არ ქნას ვინმემ გაბედა, ვინც გინდა იყოს, ფეხბურთელი, ჟურნალისტი, გულშემატკივარი თუ უბრალოდ ქართველი.მისთვის ყველა მტერია, ვინც საჭინააღმდეგოს იტყვის, საწყალი "ჟურნალისტები" კი ხომ საერთოდ ტერორში ყავს...არ დამავიწყდება ტელეშეხვედრაზი როგორ იყო მოკუნტული ცოტა განსხვავებული აზრის თქმისას მინაშვილი...და არა მარტო ის იჯდა წინასწარ გაპოხილი ერთი ადგილით. თუ ვინმე იტყვის რომ ეს ასე არაა დაასაბუთოს ბატონო. მოგიწოდებთ დროულად ნებისმიერი ხერხით ვაიძულოთ წასვლა მწვრთნელს მაინც( Fედერაციის ჯერიც მოვა), აქტიურად შევიყვანოთ ნაკრებში ახალგაზრდა ფეხბურთლები ჭყონია, ყაზაიშვილი, თარხნიშვილი და 2-3 საკმაო ჩამოყალიბებული იმედისმომცემი ფეხბურთელი,რომლებიც გამოცდილ და შედარებით გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად თავს დადებენ მოედანზე ნამდვილ წინამძღოლთან ერთად, როგორიც თავის დროზე შოთა(იამანიძე),მურთაზი, მანუჩარი, დათო იყვნენ და არა ისეთი კაპიტანი, რომელიც უფულოდ საქართველოს ნაკრებში უგულოდ თამაშობს( მშიერი ყავს ცოლშვილი). არ ვდავობ მთლად ასე არ უნდა თქმა კაპიტანს, მაგრამ რაც თქვა ისიც საკმარისია მისი ნაკრებიდან გასაშვებათ.ბოდიშს ვიხდი თავი რომ მოგაბეზრეთ ნეგატიური მოსაზრებებით, მაგრამ მომავალს მაინც იმედიანად ვუყურებ და ქეცბაიას მსგავსად ჯიქურ, ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს შანსი არა აქვს!!!
grigo
ნუ გაუჭირეთ ამ კაცს საქმე რა. არ გვაქვს შანსი ამ ესპანეთთან და საფრანგეთთან სად დაფრინავთ ოეეე!! მაქსიმუმი ფინეთთან და ბელარუსთან სახლში მოგება და გასვლაზე ფრეები იქნება.. მეტი არ შეგვიძლია.. რატომღაც გადაკიდებული ხართ ამ ქეცბაიაზე და რა გინდათ ჰა ? ?
Graf
აუუუ ეს რა თქვა ეხლა ისეთი?! ახლა ამ ჟურნალისტმა არ იცის ვითომ რომ შანსი არ გვაქვს? ატეხენ ერთ ამბავს აქ. ესპანეთს რითი ვუგებთ ერტი საინტერესოა?! ან ოცნებაც რომ ტეხავს ამაზე არ გვესმის ვითომ? ვათამაშებთ აქ .... რა ქნას ქეცბომ? რითი უნდა მოიგოს ამ ბობოლებთან
alex..............................................
გვაქვს თუ არა ესპანეთთან ან საფრანგეთთან შანსი.... ? რა თქმა უნდა ა...რ....ა|
selmerm6
გაახურეს რა, რას ფილოსოფობს ეს ქეცბაია თუ ჟურნალისტები. ჰა ბურთი და ჰა მოედანი, თუ გაქვს თამაშის უნარი გადი, ითამაშე, და მოინდომე და რა იცი იქნებ მოიგო. ვერავინ თამაშს დღეს დღეისობით ვერ იგებს მთელი გუნდით დაცვაში ჯდომით და ამ ევროპის ჩემპიონატმაც კარგად დაამტკიცა. შიში სიყვარულს ყოველთვის ვერ შეიქმს, ბოდიში შოთას. ეცით თავს პატივი და მოინდომეთ.მარტო ძალა არა, მაგრამ მონდომებასთან ერთად აღმართს ყოველთვის მოხნავს. და ბოლოს და ბოლოს სასირცხვილო ფეხბურთის თამაშით წაგებას სჯობს ლამაზად წააგო.
Geo-Fan
ქეცბაიამ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ესპანეთთან დასაფრანგეთთან შანსებზე ახსნა თავისი პოზიცია, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბიჭებს ფსიქოლოგიური ზეწოლა მოვუხსნაო, და არა იმიტომ რომ მართლა არანაირი შანსი არ გვაქვსო. აზრი ბევრია მაგრამ მე პირადად ქეცბაიას ეს კონკრეტული მოსაზრება სწორად მიმაჩნია!
zzzzzzzzzzz
ამ სტატიის დამწერი ან ჩლუნგია ან თავს იჩლუნგებს. ქეცბაიას რომ ეთქვა 1 2 ადგილებზე ვიბრძოლებთო ეს უფრო შეურაცმყოფელი და სასაცილო არ იქნებოდა, კაცმა ის თქვა რაც სიმართლეა. ან როცა ჩივაძის მაგალითი მოგყავს, რა გინდა თქვა ქეცბაიამ რომ თქვას 1 2 ადგილებზე უნდა ვიბრძოლოთო ამით ჩვენ გუნდს მოტივაცია და კლასი უცებ გეზრდებათ და ჯგუფიდან გავლენ. ან როცა ესტონეთის მაგალითი მოგყავს, ესტონეთის და საქართველოს ინფრასტრუქტურას ერთმანეთს როგორ ადარებ. მარტო ნიჭიერება არ კმარა მას სათანადო მოვლა დაგანვითარება სჭირდება. პრობლემა არა მარტო ქართულ ფეხბურთშია პრობლემა საზოგადოებაშია, ცოტაოდენი თვითდაჯერება და პრაგმატიზმი არ გვაწყენდა.
zviadi
ქეცბაიას პრობლემა ის არის რომ მას ინტელექტი და განათლება საერთოდ არ გააჩნია. დიდი ფეხბურთელი იყო მაგრამ განათლება რომ ჰქონოდა უფრო დიდ მწვერვალებს დაიპყრობდა. მწვრთნელს თუ ინტელექტი და განათლება არ აქვს კაპიკია მისი ფასი ფასი, ელემენტარულად ფეხბურთელებთან ურთიერთობას ვერ დაამყარებს, რადგან განათლება ფსიქოლოგიის ცოდნასაც გულისხმობს. ქეცბაიას მილიონებს უხდიან და ეს ის ხალხი უხდის მილიონებს, რომლებიც ასევე გაუნათლებლები არიან ფედერაციის დომენტის თამადობით. სიბნელეა ფეხბურთში დასადგურებული და კორუფცია. მაფიოზებო თქვენი დედაც.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა