championat.com-მა იმედისმომცემ ახალგაზრდა ფეხბურთელთა სიაში ქართველი ნახევარმცველიც შეიყვანა
რუსულმა ვებ-გვერდმა championat.com-მა პრემიერლიგის დაწყებამდე იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებმაც შესაძლოა, ახალ სეზონში გაიბრწყინონ და საკუთარი გუნდების ძირითად შემადგენლობებში ადგილი დაიმკვიდრონ.

რუსი ჟურნალისტების მიერ შედგენილ იმედისმომცემ ფეხბურთელთა სიაში ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენიაც მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ყენია ამჟამად სანკტ-პეტერბურგის "ზენიტშია". ჩვენებური რუსეთის ჩემპიონ გუნდში ამ ზაფხულს გერმანული "შალკედან" გადავიდა, რომელთანაც კონტრაქტი დაუმთავრდა.

ყენიამ "ზენიტის" შემადგენლობაში მეორე საკონტროლო მატჩი 18 ივლისს ჩაატარა. ლუჩანო სპალეტის გუნდი "ზენიტის" ახალგაზრდებს დაუპირისპირდა. სამტაიმიან შეხვედრაში, რომელმაც 105 წუთს გასტანა, ლევანი 61-ე წუთიდან ჩაერთო და საკმაოდ აქტიურად გაისარჯა.

აი, რას წერს მასზე championat.com:

ლევან ყენია. ნახევარმცველი, 21 წლის. "ზენიტი"

რამდენიმე წლის წინ ყენია პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლებოდა.

საქართველოს ჩემპიონატში ლევანს დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, რის შემდეგ ის ევროპაში გაემგზავრა - უკვე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სტატუსით.

გელზენკირხენში ადაპტაციისთვის მხოლოდ ნახევარი წელი დასჭირდა და 2008/09 წლების სეზონი უკვე ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ოქტომბერში კი ყენიამ ტრავმა მიიღო. ტრავმის შედეგად 2 წელი გაუცდა. ამ პერიოდში ლევანმა სამი ოპერაცია გადაიტანა.

ყენია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და თუ ადრინდელი თამაშის დონეს დაიბრუნებს, სავსებით შესაძლებელია, ის რუსეთის ჩემპიონის რიგებში შესამჩნევი ფიგურა გახდეს.

ბუნდესლიგაში 18 წლის ასაკში ისე, უბრალოდ, არავინ გათამაშებს!

ასევე იხილეთ:

ლევან ყენიამ "ზენიტთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ პორტუგალიაში გააფორმა

ლუჩანო სპალეტი: "ზენიტს" მხოლოდ ნანი და ჰალკი თუ გააძლიერებენ

ლუჩანო სპალეტი: ლევან ყენია ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ...

ლევან ყენია: ტრავმა უკვალოდ გაქრა და მიხარია, რომ "ზენიტში" ვარ!

რუსებმა ლევან ყენიაზე წერა დაიწყეს: ქართველი ტალანტის პლუს-მინუსი

ლევან ყენიას რუსები აყოვნებენ

რუსები ლევან ყენიაზე - სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სასირცხვილო არაფერი აქვს

Burton
simarltusi, ღადაობ? რა ზესტაფონის დონე, ეს ბავშვი 16 წლის ათამაშეს ნაკრებში და 18 წლის უკვე შალკეს ძირითადში ჯდებოდა (რომ არა ტრავმა). 2 წელიწადნახევარი გაუცდა და მაინც რუსეთის ჩემპიონმა აიყვანა. უნიჭიერესია. ძალიან მალე ჩაჯდება ძირითადში.
simarltusi
გაიბრწყინებს არა :D ასე მწარედ ნუ ღადაობთ :D:D ზესტაფონის დონეა ესეც
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა