გუნდის ახალმა თავკაცმა პირველად ავარჯიშა "ბარსა" და კლუბის ოფიციალურ საიტსაც გაესაუბრა
სულ რამდენიმე დღეა, რაც "ბარსელონა" შვებულებიდან დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

გუნდი, რა თქმა უნდა, ჯერ მოწინავე ფეხბურთელების გარეშე ვარჯიშობს, რადგან ევრო 2012-ის მონაწილეებსა და სამხრეთამერიკელებს მეტი დასვენების უფლება მისცეს. ამასობაში გუნდის ახალმა თავკაცმა ტიტო ვილანოვამ პირველად ავარჯიშა "ბარსა" და კლუბის ოფიციალურ საიტსაც გაესაუბრა.

ბარსას მწვრთნელობა ძნელია

ბოლო წლებში "ბარსელონამ" იმდენს მიაღწია, რომ ამის გაუმჯობესება ძალიან ძნელი იქნება. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რა ძნელ საქმეს დავთანხმდი და ისიც კარგად ვიცი, რომ ხალხი მუდამ გამარჯვებებს ითხოვს.

ჩვენ აქ სწორედ ამისთვის ვართ, რომ შევეცადოთ და ყველაფერი ვიღონოთ საამისოდ. გვინდა გულშემატკივრები მუდამ ბედნიერები იყვნენ ჩვენი წარმატებებით.

კომპაქტური გუნდი სჯობს

გუნდში ბევრი ფეხბურთელის ყოლის წინააღმდეგი ვარ, როგორც ხოსეპ გვარდიოლა, რადგან შედარებით მცირე შემადგენლობა გარანტიაა იმის, რომ ყველა სასურველ ფორმაში იყოს და თავი კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად იგრძნოს.

სატრანსფერო კონტურები

31 აგვისტომდე ჯერ კიდევ ბევრი დრო დარჩა. ახლა ახლების დამატების და ზოგიერთთან დამშვიდობების დროა. შეკრება დავიწყეთ და სწორედ წინასასეზონო მზადებისას გამოჩნდება 2012/13 წლების სეზონის გუნდის კონტურები.

კაცი, რომელიც ორ პოზიციაზე ითამაშებს

რა აკლია დღევანდელ "ბარსას"? ერთი კარგი ცენტრალური მცველი. კარგი იქნება, თუ ასეთს შევიძენთ, თუ არადა, ჩვენს სარეზერვო გუნდს გადავხედავთ და იქიდან ავიყვანთ ყველაზე ღირსეულ ცენტრალურ მცველს. ჩვენ ყოველთვის კარგ შევსებას ვიღებთ სარეზერვო გუნდიდან.

რამ გამოიწვია ეს დეფიციტი? ერიკ აბიდალის ავადმყოფობამ - ის ხომ ერთდროულად ორ პოზიციაზე თამაშობდა დიდებულად - დაცვის მარცხენა ფლანგზე და ცენტრში. კარგი იქნება, თუ ასეთ ფეხბურთელს ვიშოვით, რომელსაც ორ პოზიციაზე შეეძლება თამაში - დაცვის ცენტრში და შუა ხაზში.

ხავი მარტინესი?

ახლა იმის დრო არ არის, რომ კონკრეტული სახელები დავასახელოთ. დიახ, ხავი მარტინესს შეუძლია დაცვის ცენტრსა და ნახევარდაცვაში ერთნაირად თამაში, მაგრამ მისი ტრანსფერის საკითხი კლუბის შეძლებაზეა დამოკიდებული.

ევროპაში ასეთი ტიპის 50-60 ფეხბურთელია. მოკლედ, ვიმეორებ - თუ ვერავინ ვნახეთ შესაფერისი - სარეზერვო გუნდს გადავხედავთ.

ფორვარდი არ გვჭირდება

ფორვარდი? გამორიცხულია! ჩვენ არ ვეძებთ შემტევებს, ამის პრობლემა გუნდში არ დგას. დავიდ ვილია სულ მალე ჩადგება მწყობრში, რის გამოც ძალიან ვხარობ.

ალბას ტრანსფერზე

ყველანი მოხარულნი ვართ, რომ ხორდი ალბა უკვე "ბარსელონაშია". მისი შეძენა ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი იყო.

მიხარია, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ითამაშებს. ის ახალგაზრდა და ენერგიულია. როგორც სპორტსმენს, კარგად მესმის მისი, მაგრამ როგორც მწვრთნელი, შეშფოთებული ვარ, ხორდის დასვენება თითქმის არ მოუწევს. სად 4-კვირიანი დასვენება და სად 2-3-დღიანი.

უცნაური და სასიხარულო გრაფიკი

გულს მიხარებს ისიც, რომ წლეულს ცოტა ატიპური წინასასეზონო მზადება გვექნება. უმთავრესად, ბარსელონაში ვიქნებით. გვეცოდინება, როგორი კლიმატი იქნება, რა დაგვჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება გასვლებიც. კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

ხშირი ურთიერთობა დაშავებულებთან

ზაფხულის განმავლობაში ბევრ ფეხბურთელთან მქონდა კონტაქტი, განსაკუთრებით იმათთან, ვისაც ტრავმა აწუხებდა. ყველა ადგილზე რომ იქნება, მაშინ ჩავატარებთ თათბირებს.

ლიგა თუ ლა ლიგა?

"ბარსელონა" იბრძოლებს ყველა იმ ტურნირის მოსაგებად, რომლებშიც იასპარეზებს. პრიორიტეტებს არ ვსახავთ. ესპანეთის ჩემპიონატის მოგებას დიდი და სტაბილური ბრძოლა სჭირდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის მოგება ნებისმიერი ევროპული კლუბის ოცნებაა.

მოურინიოს ნამდვილი სასჯელი

უკვე მოსაწყენია, რომ კვლავ ამ ინციდენტზე მიწევს ლაპარაკი. უკვე ერთი წელი გავიდა მას მერე და ფეხბურთის ფედერაციამ მოურინიოს მოუხსნა სასჯელი. მე, როგორც სპორტსმენი, ვეთანხმები ამას.

ჩემი აზრით, 1,2 ან მეტი მატჩით დასჯა არ არის ნამდვილი სასჯელი. ყველაზე ადეკვატური სასჯელი ისაა, რომ მთელი მსოფლიო ნახავს, რა ჩაიდინე. სხვათა შორის, მას მერე მოურინიო მომესალმა და არა მგონია, რომ ჩვენ ცუდი ურთიერთობა გვაქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა