ანტალიაში დამთავრდა ძალოსანთა 78-ე მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 7 ათლეტი მონაწილეობდა...
ანტალიაში დამთავრდა ძალოსანთა 78-ე მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს 7 ათლეტი მონაწილეობდა. ეს იყო სალიცენზიო შეჯიბრება, ამდენად თურქეთის საკურორტო ქალაქს უძლიერესი სპორტსმენები ეწვივნენ. მათთან პაექრობაში ჩვენებურებმა კვარცხლბეკთან მიახლოებაც ვერ შეძლეს.

85 კილოგრამ წონით კატეგორიაში რაულ ცირეკიძეს ორჭიდის ჯამში 341 კილოგრამით (156+185) მე-17 ადგილი ერგო: 94 კილოში ცდიდნენ ძალებს ვაჟა ღონღაძე და თემურ ჩხეიძე, რომლებიც 358 (168+190) და 330 (150+180) კილოგრამით, შესაბამისად, 21-ე და 35-ე ადგილებს დასჯერდნენ. ამ წონაში გამოდიოდა საქართველოს ყოფილი მოქალაქე არსენ კასაბიევი. პოლონეთის დროშის ქვეშ იგი მე-5 ადგილით (175+215=390) დაკმაყოფილდა.

ანტალიაში ჩვენებურთაგან სხვებზე უკეთ ისპარეზა გია მაჭავარიანმა (105), რომელმაც ორჭიდში 390 კილოს მოუყარა თავი (180+210) და მერვე ადგილი ხვდა. ამავე წონაში 30 კილოთი ნაკლები ასწია თეიმურაზ გოგიამ (165+195), რომელიც 21-ე იყო.

მძიმე წონაში ქართველთაგან ორი სპორტსმენი გავიდა ფიცარნაგზე. 17 წლის ლაშა ტალახაძემ, რომელსაც დიდებში დებიუტი ჰქონდა, 162 კილო აიტაცა, აკვრაში კი საწყისი წონა ვერ დაძლია და შეჯიბრებას გამოეთიშა. რაც შეეხება ირაკლი თურმანიძეს, მან 400 კილოგრმით (185+215) მე-12 ადგილი კი დაიკავა. ჩემპიონატის ირანელ გამარჯვებულ ბეჰდად სალიმიკორდასიაბის იგი მთელი 53 კილოთი ჩამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

garlik
касабиеви чемпиони гахда 392 кг. (176+216). 390 кг ки ара ме-5, арамед ме-2 адгилс моутанда. 390 кг ме-2 адгили азербаиджанелма даикава. сад арис нетав меоре оси дзалосани кузилови?
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"