კვირას, გვიან ღამით დასრულდა ლომბარდიის თასის ფინალი, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" "მილანი" 80:78 დაამარცხა. რადგან შეხვედრა გვიან დამთავრდა, მხოლოდ ანგარიში და მანუჩარის მონაგარი გაგაცანით (18 ქულა)...

კვირას, გვიან ღამით დასრულდა ლომბარდიის თასის ფინალი, რომელშიც მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" "მილანი" 80:78 დაამარცხა. რადგან შეხვედრა გვიან დამთავრდა, მხოლოდ ანგარიში და მანუჩარის მონაგარი გაგაცანით (18 ქულა).

არადა, შეხვედრის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ მოვლენები საინტერესოდ განვითარდა. ტურნირის ორგანიზატორებმა შეჯიბრების საუკეთესო კალათბურთელად მარკოიშვილი დაასახელეს და MVP-სთვის განკუთვნილი თასი გადასცეს. მანუ ასეთ აღიარებას ნამდვილად იმსახურებდა, რადგან ნახევარფინალსა და ფინალში მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა - "კრემონასთან" 19 ქულა ჩააგდო, "მილანთან" - 18. 18.5 ქულით იგი ლომბარდიის თასის ბომბარდირი გახდა.

ფინალის მიმოხილვა არაერთ იტალიურ გამოცემაში დაიბეჭდა. სათაურში ყველგან ქართული გვარი გვხვდება. შინაარსი თითქმის ერთნაირია - "კანტუს" ლომბარიდიის თასი მარკოიშვილმა მოაგებინაო.

"მილანთან" მატჩის პირველი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მეორე ათწუთეულში ლეუნენისა და მანუს აქტიურობის წყალობით "კანტუმ" 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა (31:23). "ლურჯ-თეთრები" ამაზე არ გაჩერებულან, მანუჩარის ერთი სამქულიანის შემდეგ სხვაობა 12 ქულამდე გაიზარდა, ხოლო მის მიერ ზედიზედ ჩაგდებულ ორ შორეულ ტყორცნას "კანტუს" 71:57 დაწინაურება მოჰყვა.

ბოლო პერიოდში მილანელებმა ხელი გამოიღეს, მაგრამ მატჩი ისე დასრულდა, რომ დაწევა ვერ მოახერხეს. "მილანის" ოფიციალურ საიტზე გუშინ საფინალო ანგარიშად 78:70 ეწერა, ალბათ, ძალიან სურდათ ლომბარდიის თასის დაუფლება, მაგრამ სინამდვილეში "კანტუმ" მოიგო - 80:78.

მეორეადგილოსანთა სლოვენიელმა მარკო მილიჩმა (იგი მანუჩართან ერთად სლოვენიის "ოლიმპიაში" თამაშობდა) აღიარა:

- დღეს "კანტუ" ჩვენზე უკეთ თამაშობდა. გასული სეზონის შემდეგ ამ გუნდის შემადგენლობა თითქმის არ შეცვლილა და ამიტომაცაა სადღეისოდ "კანტუ" "მილანზე" უკეთესი გუნდი.

ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა ტრინჩიერიმ ემოციურად ილაპარაკა:

- ბედნიერი ვარ. სექტემბერი წარმატებული გამოდგა. მორიგი ტიტული მოვიპოვეთ. ახალი სეზონისთვის კარგად ვემზადებით. შეიძლება, ჩვენი წარმატების საიდუმლო შემადგენლობაშია - გასული სეზონის შემდეგ ძირითადი ბირთვი შევინარჩუნეთ. მხოლოდ გამთამაშებელი და ცენტრი დაგვემატა, სტრატეგია და საკალათბურთო ფილოსოფია იგივე დარჩა. იმედია, ასევე განვაგრძობთ იტალიის ჩემპიონატში და ევროთასზე.

გუშინდელ ნომერში გამცნეთ, რომ ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" ჯუზეპე ანჯელიკოს მემორიალზე ნახევარფინალში "დინამოსთან" დამარცხდა. მესამე ადგილისთვის მატჩში ბოლონიელები "პესაროს" დაუპირისპირდნენ და იოლადაც გაიმარჯვეს - 78:63.

ვიქტორმა 6 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა. გამოცემა "ტუტობასკეტში" მისი თამაში ასეა დახასიათებული: "სანიკიძე "ვირტუსს" პირველ პერიოდში სათანადოდ დაეხმარა. კიდევ უფრო კარგად ჩაატარა მესამე მეოთხედი, რომლის შემდეგაც მწვრთნელმა იგი დაასვენა, რადგან რამდენიმე დღის წინ ფეხის კუნთი ჰქონდა გაჭიმული..."

ბოლონიის "ვირტუსის" თავკაცმა ლარდო ლინომ გუნდში არსებულ მდგომარეობას გაუსვა ხაზი:

- "დინამოსთან", ფაქტობრივად, გამთამაშებლის გარეშე ვითამაშეთ, თან თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მივეცით, თუმცა გამარჯვება ძალიან გვსურდა... მესამე ადგილისთვის მატჩში კი ყველამ კარგად ითამაშა და შედეგიც ლოგიკურია. "ვირტუსი" ოპტიმალურ კონდიციებში ჯერ არ არის. საწვრთნელი პროცესის დასაწყისში გვაკლდა რამდენიმე კალათბურთელი, რომლებიც სანაკრებო ბატალიებით იყვნენ დაკავებულნი. შემდეგ არაერთმა მცირე ტრავმამ გუნდის სრული შემადგენლობით შეკრებაში შეგვიშალა ხელი. გაილიუსი და ბლიზარდი ახლაც გვაკლიან. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი გამოსწორდება.

ლარდო ლინო "ვირტუსის" წინა ხაზსაც შეეხო:

- "პესაროსთან" მატჩში ვიქტორ სანიკიძე ჩვენი საუკეთესო მომხსნელი იყო. შესაბამისად, გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის. ცენტრი ჯარედ ჰოუმანი (ბულგარეთის მოქალაქეა) ახალწვეულია და გუნდთან შესათამაშებლად დრო სჭირდება.

ბოლოს დავძენთ, რომ იტალიის ჩემპიონატი 17 ოქტომბერს დაიწყება. პირველ ტურში ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუს" უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

tbiliseli
კარგი ამბებია,ვულოცავ მარკოიშვილს გარაჯვებას,დარწმუნებული ვარ კიდევ,არაერთხელ მივულოცავ მას წარმატებას.სანიკიძეს ოპტიმალურ ფორმას ვუსურვებ.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა