ამერიკელებმა 20 წლის ქართველის ყოფილ კლუბ "შარლერუას" 300 ათასი დოლარი გადაუხადეს
18 ივლისს, გვიან ღამით გავრცელდა ცნობა, რომ თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინ ნეთსთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამერიკელებმა 20 წლის ქართველის ყოფილ კლუბ "შარლერუას" 300 ათასი დოლარი გადაუხადეს.

იქამდე კი გამოცემა "ფერსტანდესპორტის" კორესპონდენტმა ენტონი ტარტამელამ "ბრუკლინ ნეთსის" შესახებ ვრცელი სტატია დაწერა და შემადგენლობა ამპლუების მიხედვით მიმოიხილა. ცხადია, ჟურნალისტი თორნიკე შენგელიასაც შეეხო...

ბრუკლინელები სატრანსფერო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. დღეს უკვე შეგვიძლია, წარმოდგენა შევიქმნათ გუნდის შემადგენლობაზე ამპლუების მიხედვით.

გამთამაშებელი

ამერიკის ოლიმპიური ნაკრების წევრმა დერონ უილიამსმა საბოლოოდ გადაწყვიტა ბრუკლინში დასახლება - "ნეთსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. სასტარტო გამთამაშებელიც სწორედ ის იქნება.

გუნდში ასევე გამოჩნდა დრაფტის მეორე წრეში აყვანილი ტაიშონ ტეილორი, რომელმაც ორლანდოს საზაფხულო ლიგაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. "ბრუკლინში" კიდევ ერთი გამთამაშებელი ჩაირიცხა - სი ჯეი უოტსონი.

უილიამსი, ტეილორი, უოტსონი - აი, "ნეთსის" გამთამაშებლები.

მსროლელები

ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი "ატლანტა ჰოქსიდან" ჯო ჯონსონის გადაყვანა იყო. როგორც დერონ უილიამსმა თქვა, სწორედ ჯოს გადასვლამ გადააწყვეტინა ბრუკლინში დარჩენა. ჯონსონი ამერიკის საუკეთესო მსროლელთა ხუთეულშია.

სათადარიგო მეორე ნომერი მარშონ ბრუკსი უნდა იყოს, რომელიც "ბრუკლინმა" 2011 წლის დრაფტზე 25-ე ნომრად აირჩია.

"ატლანტადან" ასევე გადმოვიდა ჯერი სტეკჰაუსი. მას ბევრი სათამაშო დრო არ ექნება, უფრო ტრავმირებული კალათბურთელების შემცვლელად მოიაზრება.

...ჯონსონი-ბრუკსი-სტეკჰაუსი.

მსუბუქი ფორვარდები

"ბრუკლინ ნეთსმა" გასულ სეზონში ჯერალდ უოლასი მეჰმეთ ოქურისა შაუნ უილიამსის სანაცვლოდ დაიმატა. ჯერალდმა გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. იგი კარგი მსუბუქი ფორვარდია, მაგრამ საკითხავია, ვინ იქნება მისი შემცვლელი?

ახალბედა თორნიკე შენგელიამ საზაფხულო ლიგაზე გამოსვლით უოლასის შემცვლელობა ნამდვილად დაიმსახურა. 20 წლის ქართველი დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს და კლუბის ხელმძღვანელობა თავიდან ევროპაში გაშვებას გეგმავდა. თუმცა თორნიკესავე თხოვნით, იგი "ბრუკლინის" საზაფხულო ლიგის განაცხადში შეიყვანეს და თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინა.

NBA-ს ოფიციალური საიტის მიერ შედგენილ ახალბედათა რეიტინგში შენგელია მეათე ადგილზეა.

"ნეთსმა" ამ ზაფხულს ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩი დაიმატა, რომელიც უფრო მძიმე ფორვარდია, თუმცა მსუბუქ თავდამსხმელადაც შეუძლია თამაში.

...უოლასი, ტელეტოვიჩი, შენგელია.

მძიმე ფორვარდი

გუნდში დარჩა ცენტრი ბრუკ ლოპესი, რომელიც კარგია შეტევისას, მოხსნებში კი დახმარება სჭირდება. სწორედ ამიტომ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე "ნეთსის" ხელმძღვანელობამ კრის ჰამპრისი დაიმატა (კონტრაქტი განუახლა), ხოლო "კლიპერსიდან" რეჯი ევანსი გადმოიბირა.

...ჰამპრისი-ტელეტოვიჩი-ევანსი.

ცენტრები

რადგან დუაით ჰოვარდის გადაყვანა ვერ მოხერხდა, "ბრუკლინის" სასტარტო ცენტრი ბრუკ ლოპესი იქნება. ჯერ უცნობია, ვინ დაეხმარება ბრუკს, თუმცა სახელდება ორი გვარი - ჯეფ ფუტე და დარკო მილიჩიჩი.

ტარტამელამ შენგელია ბრუკლინში დატოვა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ბრუკლინის" თავკაცი: თორნიკე შენგელია შთამბეჭდავია, ენერგიული და მებრძოლი

საზაფხულო ლიგაზე მწვრთნელებმა თორნიკე შენგელიას მეტი ნდობა გამოუცხადეს

ამერიკელი კომენტატორი: თორნიკე შენგელია ყველგანაა!

თორნიკე შენგელია: გული დამწყდება, ამერიკაში თუ ვერ დავრჩები

Walkabout
სანდიეტა გეინსი სად გაუშვეს?
levan
gmertma sul gamarjvebuli gataros. mamamisi ukve cnobili kalatburteli iko, magram tavsi ar auvarda da isev alali da ubralo darcha, kovelsemtxvevasi me aseti gavicani da aseti maxsovs. mucha suerte
Graf
წარმატებები თოკო!!!! უფალი იყოს შენი შემწე, გესახელებინოს ქართველი ერი. უკვე ასახელე მაგრამ ეს ზღვვაში წვეთია, შენ გაცილებით მეტი შეგიძლია
kiti
თორნიკეს დიდ წარმატებებს ვუსურვებ!!!
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მამუკელაშვილის დებიუტი და დონჩიჩის შოუ - "ლეიკერსმა" "გოლდენ სტეიტი" მარტივად დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...