18 ივლისს კონტინენტის მედალოსნები ტარზან მაისურაძე (63) და ბექა კახეთელიძე (100) გახდნენ
პოლონურ კატოვიცეში დასრულებული თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე ჩვენი ნაკრებისთვის პირველზე წარმატებული აღმოჩნდა - ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ. ამჯერად ორმა ჩვენებურმა იასპარეზა ნახევარფინალში და სანუგეშოშიც უფრო მეტმა გადაინაცვლა.

18 ივლისს კონტინენტის მედალოსნები ტარზან მაისურაძე (63) და ბექა კახეთელიძე (100) გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ 17 ივლისს ბრინჯაოს ომარ გურჯიძე (69) დაეუფლა.

18 ივლისს მედლამდე უფრო გრძელი გზა მაისურაძემ გაიარა, რომელმაც ხუთი ორთაბრძოლა გამართა, კახეთელიძე კი პირველ წრეში ისვენებდა და ოთხი შეხვედრა გამოუვიდა.

მაისურაძეს აქტივში ისიც ეთვლება, რომ მესამე წრეში რუსი არსლან არსლანბეკოვი დაამარცხა. საამისოდ დამატებითი დრო დასჭირდა, თუმცა პირველი პერიოდიც მისი გამარჯვებით დამთავრდა - 1:0, ხოლო მეორე 2:2-ზე დათმო. მესამეში ჩვენებური ბევრად მაღლა იდგა მეტოქეზე და 3:0 იმარჯვა.

მანამდე მაისურაძემ მოლდოველი მიჰაი ბულგარუ და გერმანელი ბენჯამინ ოპიტცი ძირითად დროში დაჯაბნა, შესაბამისად, 4:2 და 11:0. ეტყობა, ქართველმა რუსთან ბრძოლას მთელი ძალები შეალია და იმ წარმატების შემდეგ ნახევარფინალში მყისვე დამარცხდა მომავალ ფინალისტთან, ბულგარელ ეველინ რუსევთან.

თუმცა აქაც დიდი ბრძოლა გაუმართა მეტოქეს და იოლად არაფერი დაუთმო - პირველი პერიოდის 1:2-ზე დათმობის შემდეგ მეორეში გვარიანად იბობოქრა და 4:2 მოიგო, მაგრამ დამატებითი 0:1 დათმო და სანუგეშოს ფინალში გადაინაცვლა.

აქ მეტოქედ ბელგიური პასპორტის მქონე დაღესტნელი აბდულაჰ ომაროვი ელოდა, რომელსაც ჩვენებურმა იოლად სძლია - 1:3; 1:4 და ბრინჯაოც მოიპოვა.

კახეთელიძემაც ძლიერად იჭიდავა, თუმცა მეორე შეხვედრაში სლოვაკმა დავიდ ცეჩმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ეს შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე, დაძაბული და უხვქულიანი გამოდგა.

თავიდან კახეთელიძე დაწინაურდა - 5:4, მაგრამ ცეჩმა მეორე პერიოდში 6:1 იმარჯვა და ანგარიშიც გაათანაბრა. დამატებით პერიოდს უფრო მობილიზებული ისევ ქართველი შეხვდა და 5:1 იმარჯვა. ამ სლოვაკმა მანამდე აზერბაიჯანელი ფალავანი დაამარცხა და როგორც ჩანს, კარგი კერკეტი კაკალია, თუმცა კახეთელიძემ მაინც გატეხა.

მანამდე ჩვენებურმა სომეხ რუდოლფ ალექსანიანს ბევრად იოლად, უპრობლემოდ მოუგო ორ პერიოდში 4:0, თუმცა, ჩანს, ცეჩმა ესეც გამოფიტა და ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, თურქ იუნუს ემრე დედესთან მინიმალური ანგარიშით - 0:1; 0:1 წააგო. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კახეთელიძემ ბერძენ ალექსანიოს კაპატანასიდისს ძირითად დროში 6:1 მოუგო.

18 ივლისს ყველაზე გულდასაწყვეტი გიორგი ჩხარტიშვილის (76) უმედლოდ დარჩენა იყო. ის მსოფლიოს შარშანდელი მესამე პრიზიორია, გუნდშიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია და ამჯერადაც ფავორიტთა შორის მოიაზრებოდა.

კატოვიცეშიც კარგად დაიწყო გამოსვლა - ესტონელი ჰანნეს კაარიკი იოლად დაჯაბნა - 11:0 ძირითად დროში, ლატვიელ ერიკ ბიზუნკოვიჩსაც ასევე ორ პერიოდში და ასე თამაშ-თამაშ მოუგო 4:3; 2:0 (აქ პირველ პერიოდში 0:2 ჩამორჩა, თუმცა არც აღელვებულა, ისე მშვიდად და დამაჯერებლად გადაუსწრო), აზერბაიჯანელთა მომავალ ფინალისტ მოჰამადგაჯი მუხუტოვსაც 6:3 მოუგო პირველი პერიოდი, მაგრამ ჯერ მეორე დათმო 2:2-ზე, მერე კი მესამეშიც დამარცხდა 0:2.

პირველი პერიოდი დამამშვიდებელშიც მოიგო უკრაინელთა მომავალ მესამე პრიზიორ რუსლან რუჩკოსთან, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა და წააგო.

გიორგი პასიკაშვილი (46) და ლევან მურცხვალაძე (54) სანუგეშო წრეში ვერ გადავიდნენ, თუმცა კი ორივემ თავიდან თითო შეხვედრა მოიგო. საინტერესოა, რომ პირველ წრეში ორივე ქართველმა პერიოდების მიხედვით ზუსტად ერთნაირი ანგარიშით იმარჯვა - პასიკაშვილმა ებრაელი დავიდ ბულიგინი, მურცხვალაძემ კი ბელგიელთა კიდევ ერთი ნატურალიზებული დაღესტნელი ბილალ აბდურაშიდოვი 7:0; 6:0 დაამარცხეს.

ამის შემდეგ პასიკაშვილმა სომეხთა მომავალ ბრინჯაოსმედალოსან ჰმაიაკ აღაჯანიანთან დათმო ორთაბრძოლა, მურცხვალაძემ - გერმანელ ნიკლას დორნთან. განსხვავება ისაა, რომ პასიკაშვილმა სომეხს დიდი ბრძოლა გაუმართა, პირველი პერიოდი მოუგო კიდეც, ხოლო დამატებითი მინიმალური სხვაობით - 3:4 დათმო.

19 და 20 ივლისს ევროპის ჩემპიონატზე გოგოების ტურნირია, 21-22 ივლისს კი ბერძენ-რომაელები გამოვლენ. ჩვენი ნაკრები იქ გუშინ გაფრინდა ასეთი შემადგენლობით: თემურ შავაძე (42), რამაზ ზოიძე (46), ირაკლი შავაძე (50), გიორგი ხუჭუა (54), თემურ კვაჭაძე (58), მურთაზ ჩაბრავა (63), ნუკრი შავაძე (69), ნიკა გავაშელი (76), ნიკოლოზ კახელიშვილი (85), ზვიად პატარიძე (100).

ბრინჯაოს სამება კატოვიცეში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ომარ გურჯიძემ ჭაბუკ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად