ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც 24-26 ივლისს სიდნეიში გაიმართება, 30 მორაგბეს უხმო
ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც 24-26 ივლისს სიდნეიში გაიმართება, 30 მორაგბეს უხმო.

"ვოლაბები" ოთხი ერისთვის მოსამზადებლად რამდენიმე მოკლევადიან შეკრებას გაივლიან.

ამჯერად ავსტრალიელთა რიგებში არ იქნებიან ბრისბენის "რედსის" მორაგბეები, რომლებსაც პლეი ოფის მატჩები აქვთ გასამართი ზე რაგბის გათამაშებაში.

გამოძახებულთა შორის არ არის მგეზავი ჯეიმზ ოკონორი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის. ავსტრალიელთა თავკაცმა დასვენების საშუალება მისცა "ფორსის" მეორეხაზელ ნათან შარპს. სამაგიეროდ, დინსმა გუნდში იხმო ტრავმამოშუშებული გარემარბები დრიუ მიტჩელი და ლაკი ტერნერი.

"რამდენიმეეტაპიანი საწვრთნელი ბანაკები საშუალებას გვაძლევს, საფუძვლიანად მოვემზადოთ. ეს აუცილებელი პროცესია, რათა, რაც შეიძლება, მეტი მორაგბე ვნახოთ საქმეში და განვუმარტოთ, რას მოვითხოვთ მათგან, თუ ეროვნულ გუნდში თამაში მოუწევთ.

"რედსის" მორაგბეები ამჟამად გუნდში არ არიან, თუმცა ამით არაფერი შავდება. თუ ეს გუნდი ზე რაგბის ნახევარფინალის შესარჩევ ეტაპს დაძლევს, ძალიან კარგი იქნება, რადგან მოთამაშეები მუდამ საწვრთნელ პროცესში იქნებიან ჩართულნი" - თქვა ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა.

ავსტრალიის ნაკრები

ქართლი ბეილი, კუპერ ვუნა, მიჩ ინმენი, ნიკ ფილიპსი, კედრინ ნევილი, ჰიუ პაილი (ექვსივე-მელბურნ რებლზი), ადამ ეშლი-კუპერი, დრიუ მიტჩელი, ლაკი ტერნერი, რობ ჰორნი, ბერნარ ფოლი, ბერიკ ბარნსი, დეივ დენისი, კენი დაგლასი, სიტალეკი ტიმანი, სეკოპე კეპუ, ბენ რობინსონი, პედი რაიანი, ტატაფუ პოლოტა-ნაუ (ყველა-ვორათაზი), ნიკ კამინსი, დევიდ პოქოკი (ორივე-ფორსი), პეტ მაკკები, მაიკ ჰუპერი, ნიკ ვაითი, ბენ მოვენი, ბენ ალქესანდერი, სტივენ მური (ექვსივე-ბრამბიზი).

ოთხი ერი

18 აგვისტო

ავსტრალია-ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა-არგენტინა

25 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია, არგენტინა-სამხრეთ აფრიკა

8 სექტემბერი

ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია-არგენტინა

15 სექტემბერი

ავსტრალია-არგენტინა, ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა

29 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია, არგენტინა-ახალი ზელანდია

6 ოქტომბერი

არგენტინა-ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად