სავარაუდოდ, გუნდში წმენდა დავით გამეზარდაშვილისა და თემურ ფარულავას გაშვებით არ დასრულდება
ქუთაისის "ტორპედოში" საკადრო ცვლილებები დაიწყო და როგორც ჩანს, ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე სრულიად განახლებულ გუნდს ვიხილავთ.

ყველაფერი ყაზახურ "აქტობესთან" ევროპის ლიგაზე მტკივნეულმა მარცხმა განაპირობა.

"ტორპედოს" პრესსამსახურის ცნობით, კლუბმა მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ორმხრივი შეთანხმებით, ცენტრალურ მცველებს, კაპიტან დავით გამეზარდაშვილსა და თემურ ფარულავას კონტრაქტი შეუწყვიტა.

30 წლის გამეზარდაშვილი "ტორპედოში" 2011 წელს დაბრუნდა და გასულ სეზონში 35 თამაშში 5 გოლი გაიტანა. 28 წლის თემურ ფარულავა კი ქუთაისურ გუნდში 3 წელი, ჯერ კიდევ პირველი ლიგიდან მოყოლებული ასპარეზობდა და უმაღლეს ლიგაში "ტორპედოს" აღზევების შემდეგ 45 მატჩი ჩაატარა.

ბოლო ინფორმაციით, გამეზარდაშვილის დამატება "ზუგდიდს" სურს, ფარულავას კი ფოთის "კოლხეთში" იწვევენ, სადაც ადრეც უთამაშია.

ჩვენი ინფორმაციით, წმენდა ამით არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას უნდა ველოდოთ.

მერაბ გიგაურთან კი ახალი კონტრაქტი გაფორმდა. 19 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და კლუბს მომავალი 2017 წლის 1 აგვისტომდე დაუკავშირა.

გიგაური "ტორპედოში" 2010 წელს ჩაირიცხა და 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა. 2011 წლების სეზონში კი ერთი წლით პოლონურ "იაგელონიაში" იჯარით გაუშვეს. ახალგაზრდა ნახევარმცველი ქუთაისურ გუნდს მოსამზადებელი ეტაპისთვის დაუბრუნდა - მართალია, პოლონელებს იჯარის შემდეგ ტრანსფერის გამოსყიდვა სურდათ, მაგრამ "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ნიჭიერი ახალგაზრდის გაშვება არ ისურვა.

გიგაური "ტორპედოსთან" შეკრების პირველივე დღიდან ვარჯიშობდა და მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე დღემდე გამართულ ყველა ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა.

"ტორპედოში" ვარჯიშობს აზერბაიჯანული აზალ-ის ნახევარმცველი, 27 წლის ნუგზარ კვირტია, მაგრამ ჩაირიცხება თუ არა, მალე გაირკვევა.

კაპიტანი გაუშვეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ქუთაისის "ტორპედოს" ახალი სისხლი სჭირდება - სამიზნე ავთანდილ ბრაჭულია

ქუთაისელი ქომაგი გია გეგუჩაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

გია გეგუჩაძე: სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ ასე არ გვქომაგობდნენ

აქტობე-ტორპედო 1:0 (პირველი მატჩი 1:1) - ჯერ კიდევ ჭაობში ვართ [+VIDEO]

ტორპედო-აქტობე 1:1 - ფრე ყაზახების სასარგებლოდ [VIDEO]

ZURABIUSI
ბაი როგორ გაგიშვეს? ვინღა გაიტანს ჩვენს კარში გოლებს???:( როგორ გაუშვეს და 30 წლის ფეხბურთელია და 3 თამაში არ მახსოვს ხეირიანი!!! ყველაზე მეტს ყვიროდა და აქტიურობდა, ვითომ ესეც მყავდა ხურცილავა!!!
demo
ბაი რაპერ გაუსჰვენ ამგენის .... ....... ?კველას ეცყინა მისი გასჰვება ბაზაზე კველა ტიროდა ტურმე განსაკუტრებიტ მზარეული კალები,
misha
gegucade cadi cadi mogwshordi kutais,
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა