ჩვენ რაღაც შეგვეშალა და ისევ გვეშლება - "ზესტაფონის" მარცხიც "ნეფთჩისგან" რაღაცის შედეგია
იმ ქვეყნის ჩემპიონმა, სადაც ხელისუფლება მემკვიდრეობით გადადის, საქართველოს ჩემპიონს აბრაგანი ამოსცხო - 3:0 ბაქოს "ნეფთჩისგან".

ამის შემდეგ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა - ამიერკავკასიაში ვინ არის ყველაზე მოწინავე საფეხბურთო ქვეყანა?

საქართველო ფეხბურთშიც დეკორატიულ ქვეყანას ემსგავსება. კლაუს ტოპმიოლერი, ექტორ კუპერი...ფეხბურთის ფედერაციის გალამაზებულ-გარემონტებული შენობა, ინფრასტრუქტურული პროექტები, უეფას სუპერთასი და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესაძლო მასპინძლობა - დინამიკა არის, ფეხბურთი კი...

ჩვენ რაღაც შეგვეშალა და ისევ გვეშლება. "ზესტაფონის" მარცხიც "ნეფთჩისგან" რაღაცის შედეგია. ეს ძალიან პრინციპული მატჩი იყო, საიდანაც საქართველოს ჩემპიონი ნაცემი გამოვიდა.

აზერბაიჯანის ჩემპიონატს ბევრი მასხრად იგდებს და ბევრს მიაჩნია, რომ იქ მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ნაკრებისთვის საინტერესო არ არის. მე არ მახსოვს საქართველოს ნაკრების ისეთი მწვრთნელი, წმინდა პროფესიული ინტერესის გამო წასულიყოს აზერბაიჯანში და იქ მოთამაშე ქართველები ენახოს.

ალბათ იმიტომ, რონ ჩვენი დეკორაციებისთვის აზერბაიჯანული ტონები გამოსადეგარი არ იყო. ჰოდა, ესეც თქვენ - აბრაგანი აზერბაიჯანულად.

იქ ჩვენზე ადრე დაიწყეს ფეხბურთის განვითარებაზე ზრუნვა. ეს იყო მათი სახელმწიფო პოლიტიკა. ხელისუფლების ინიციატივით, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაიწყო ფულის გადაქაჩვა საფეხბურთო კლუბებში. აზერბაიჯანში დაახლოებით 9 მილიონი მცხოვრებია და საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას 12 გუნდი ჰყავს. გეოგრაფიას თუ გადავავლებთ თვალს, თითქმის ყველა რეგიონს მოეპოვება გუნდი უმაღლეს ლიგაში, ანუ იქაური ჩემპიონატი მოფულიანებულიცაა და დაბალანსებულიც.

აზერბაიჯანი სპეციფიკური ქვეყანაა. დემოკრატიის განვითარებაზე იქ თავს დიდად არ იწუხებენ, მაგრამ კეთილდღეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. აზერბაიჯანს წაგებული აქვს საყარაბახო ომი სომხეთთან, მაგრამ მარცხის შემდეგ ახალ ომებს ერიდება. მოკლედ, კეთილდღეობის გარდა, იქ სტაბილურობაც კრიტერიუმია.

და ფეხბურთი, რომელიც ილჰამ ალიევის პოლიტიკის საკვანძო საკითხია. იქ მოთამაშე ჩვენი ლეგიონერებისგან გამიგია, კონტრაქტში სხვა თანხას გვიწერენ და ხელზე უფრო მეტს ვიღებთო.

მოკლედ, აზერბაიჯანში რაღაც-რაღაცებზე თვალი იხუჭება, იქაური ფეხბურთის განვითარების მოდელი რაღაცით წააგავს თურგუთ ოზალის იმ პროექტს, რომლის განხორციელებითაც თურქულმა ფეხბურთმა ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია.

შესაძლოა, აზერბაიჯანშიც ფული ფეხბურთში ისე სწორად და ეფექტურად არ იხარჯება, როგორც საქართველოში ან სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენზე მეტი ფული ნამდვილად იხარჯება, ფული კი ძალიან ბევრ რამეს ამარცხებს. როცა ინვესტიცია უწყვეტია, ნებისმიერ სისხლძარღვს გააფართოვებს, სარქველს გახსნის და საქმეც წინ წაიწევს.

"ზესტაფონი" წლობით ნაშენები გუნდია და ამით კიდევ უფრო მწარეა საქართველოს ჩემპიონის წაგება ბაქოში. შარშანდელის მერე ეს გუნდი ვერ გაძლიერდა. შეიძლება ითქვას, რომ ოდნავ დასუსტდა კიდეც. ნიკა გელაშვილი რომ დიდი ძალა იყო, ამას მტკიცება, მგონი, არ სჭირდება.

მარგველებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფეხბურთელად ითვლებოდა შოთა გრიგალაშვილი, თუმცა ისე მოხდა, რომ ეს მრავალმხრივი შუახაზელი გორის "დილაში" გადავიდა. მისი სრულფასოვანი შემცვლელი "ზესტაფონს" არ აღმოაჩნდა.

გელაშვილი და შოთა გრიგალაშვილი - ორი ლიდერის წასვლამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი დაასუსტა. ზესტაფონელებმა ისეთი სატრანსფერო პოლიტიკა განახორციელეს, რომ გელაშვილ-გრიგალაშვილის შეცვლას დრო სჭირდება; ოვონიკოკოს, ლევან შარიქაძესა და ლუკა გუგუჩიას საერთაშორისო გამოცდილება, ფაქტობრივად, არ გააჩნიათ.

"ზესტაფონი" აზერბაიჯანის ჩემპიონთან შეხლაში გათვლას იმაზე აკეთებდა, რომ მეტოქეზე უფრო შეთამაშებული გუნდია, მაგრამ ამ ფაქტორმა ჩვენებურების სასიკეთოდ ვერ იმუშავა.

თავიანთი საქმისა ფეროელებმა უკეთ უწყიან, ოღონდაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შესვლას უწყვეტი და მზარდი ფინანსური ზურგი რომ სჭირდება, საკამათო არ უნდა იყოს. "ზესტაფონი" კი ხმაურიან ტრანსფერებს მოერიდა...

ბრუნო ბერტუჩი, ჯულიუს ვობაი, ჯავიდ იმამვერდიევი - საქართველოს ჩემპიონის დასამარცხებლად თურმე ასეთი კონტინგენტიც საკმარისია, ოღონდაც ეს კონტინგენტი კლუბს იაფი არ უჯდება.

კალკულაციის უნარში არავის ვეპაექრები, თუმცა ხუთი მილიონი ევრო ალბათ ის მინიმუმია, საიდანაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისთვის ოცნება იწყება. საქართველოს სამი-ოთხი ასეთი ბიუჯეტიანი კლუბი რომ ჰყავდეს, "ნეფთჩის" და მისთანების უკან მოტოვება აღარ გაძნელდებოდა. ბოლოს და ბოლოს, ქართული გენი ფეხბურთში, ალბათ, რაღაცას წარმოადგენს და ამიერკავკასიაში მაინც უნდა ვიყოთ პირველები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აზერბაიჯანული "სტუმართმოყვარეობა" - როგორ დაგვამცირეს ქართველები ბაქოში

ილია კოკაიას ბოდიში და დაპირება: ბაქოს "ნეფთჩის" ბარიერს დავძლევთ!

ნეფთჩი-ზესტაფონი 3:0 - ПРИВЕТ ИЗ БАКУ! [+VIDEO]

გიორგი ჭიაბრიშვილი: თქვენ ნამდვილი "ზესტაფონი" არ გინახავთ

დავით მუჯირი: "ნეფთჩიმ" კი არ გაიმარჯვა, "ზესტაფონმა" წააგო

თორნიკე აფციაური: ასეთი რამის შემდეგ გონს მოსვლა ძნელია

ჯავიდ იმამვერდიევი: "ზესტაფონის" დამარცხების იმედი მეორე მატჩიც გვაქვს

"ნეფთჩის" პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი საქართველოში გამარჯვებაა

merab
რას იტყვი kapelo?
levani
გრიგალაშვილს და ონიანს რაღა ამ საპსუხისმგებლო მომენტში მოუნდათ წასვლა შარსანაც გეგუჩაძემ იგივე გააკეთა გუნდი რომ დატოვა და შედეგიც სახეზეა...
MM
jimi თავართქილაძეა ფეხბურთთან მწყრალად და შენ ხარ ახლოს? შეიძლება, ახლოს ხარ, მაგრამ ასეთი აზროვნებით მას ვერასოდეს გაიგებ. კითხვა არ იცი და თავართქილაძეს უწუნებ ნაწერს? წაიკითხეთ და დაეთანხმე, სიმართლეს ამბობს ეს კაცი.
jimi
გელაშვილი სკამს ხეხავს? შენ ეტყობა ცოტა მწყრალად ხარ ფეხბურთთან, გელაშვილმა მხოლდო ერთი თამაში არ იტამაშა სასტარტოკსი აინტრახტთან, შეკრება არ გაუვლია გუნდთან ერტად და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, ასე რომ, სისულელეების წერას მოეშვით!!!
ZURABIUSI
არ დაგვავიწყდეს რომ გელაშვილი მთელი წელია სკამს ხეხავს ბოხუმში და ისეთი პირი უჩანს რომ კიდე კარგა ხანს მოხეხავს:(:(:( საჯაია ვეღარ ინძრევა მოედანზე (ისე კი კულუარებიდან გავიგეთ გულშემატკივრებმა - ყველას ატღობს იმდენს სვამსო) ელიავა კი ნახევარი აღარაა, იმდენი,,ათრიეს'' ფლანგზე რომ საცოდავად გამოიყურებოდა!!! აფციაური დაბერდა აშკარად:( მენთეშაშვილის ფეხბურთი კი მე არ მახსოვს!!! ვინ დარჩა? - დვალი? - მსოფლიომ სულ რამდენიმე მოთამაშე იცის მარტოს რომ შეეძლო მოეგო - პელე, მარადონა, კრუიფი, ზიდანი... ჰოდა დვალი მაგარია, მაგრამ აქ რა მოსატანია? ძალძე გულსაწყვეტია რომ ჩვენთან უკვე ფეხბურთი მოკვდა - მოკვდა მაგრამ არ მომკვდარან არველაძეები და მათი კლანი!!!ნემსაძე რომ გააბითურეს აი იქ საბოლოოდ მოკვდა ფეხბურთი!!!
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა