იტმ-ს თასის გათამაშების მე-9 ტური უჩვეულოდ წარმატებული გამოდგა მასპინძლებისთვის - რვა შეხვედრიდან რვავეში გაიმარჯვეს.

ტური ლიდერების, "საუთლენდისა" და "ოკლენდის" მატჩით გაიხსნა. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა...
იტმ-ს თასის გათამაშების მე-9 ტური უჩვეულოდ წარმატებული გამოდგა მასპინძლებისთვის - რვა შეხვედრიდან რვავეში გაიმარჯვეს.

ტური ლიდერების, "საუთლენდისა" და "ოკლენდის" მატჩით გაიხსნა. თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა. მასპინძელმა "სამხრეთელებმა" მეტოქეზე ერთით მეტი საჯარიმოს გატანა შეძლეს და 9:6 მოიგეს. სამჯერ ოკლენდელთა ძელებს შორის ბურთი საჯარიმოდან მგეზავმა რობი რობინსონმა გაატარა.

უაღრესად საინტერესო გამოდგა ლიდერთა ჯგუფის კიდევ ორი წარმომადგენლის, "ქენთერბერისა" და "ველინგტონის" დაპირისპირება ქრაისთჩერჩში. ქენთერბერელებმა საკუთარი მოედნის ფაქტორი შესანიშნავად გამოიყენეს და პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი 37:30 დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა ოთხ-ოთხი ლელო გაიტანა. მასპინძლებს გამარჯვება მგეზავის კოლინ სლეიდის ფეხჩუბინობამ მოუტანა, რომელმაც ვიზავი ლიმა სოპოაგაზე ორით მეტი გარდასახვა და ერთით მეტი საჯარიმო გაიტანა.

მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერთან "ჰოუქს ბეისთან" დამარცხდა მეოთხეადგილოსანი "ტარანაკი" - 24:34. მეტოქეებმა ამ მატჩშიც ოთხ-ოთხი ლელო გაიტანეს, თუმცა კარში დარტყმები უკეთესად მასპინძელთა გარემარბ რიჩარდ ბუკმენს გამოსდიოდა. მან ოთხიდან სამი ლელო გარდასახა და ორი საჯარიმოც გაიტანა. სტუმართა მგეზავ ვილიამ რიპიას ანგარიშზე კი თითო საჯარიმო და გარდასახვაა.

IX ტური

საუთლენდი-ოკლენდი 9:6, ბეი ოფ პლენტი-ოტაგო 40:30, ქენთერბერი-ველინგტონი 37:30, ჰოუქს ბეი-ტარანაკი 32:24, ვაიკატო-ტასმანი 33:15, მანუკაუ-ნორთლენდი 40:24, ნორთ ჰარბორი-მანავატუ 44:30.

სატურნირო მდგომარეობა

1. საუთლენდი - 34 ქულა, 2. ქენთერბერი - 31, 3. ოკლენდი - 28, 4. ტარანაკი - 28, 5. ველინგტონი - 27, 6. ვაიკატო - 26, 7. ბეი ოფ პლენტი - 26, 8. მანუკაუ - 25, 9. ნორთლენდი - 21, 10. ნორთ ჰარბორი - 18, 11. ჰოუქს ბეი - 16, 12. ტასმანი - 11, 13. ოტაგო - 10, 14. მანავატუ - 8.

X ტური

ველინგტონი-ბეი ოფ პლენტი, ოქლენდი-ჰოუქს ბეი, ნორთლენდი-ვაიკატო, ტარანაკი-საუთლენდი, ოტაგო-ქენთერბერი, მანუკაუ-ნორთ ჰარბორი, მანავატუ-ტასმანი.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"