"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი მიხვდა თუ რა შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარი ოჯახის წევრებს, მათ შორის კი მეუღლის მშობლებს ტონი და კოლეტ მაკლაფლინებს.
უეინ რუნიმ სიდედრ-სიმამრს ბოდიში მოუხადა და ეს ამბავი, რასაკვირველია, იმწუთას დაიწერა ინგლისურ ტაბლოიდებში. გაზეთები ამტკიცებენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი მიხვდა თუ რა შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარი ოჯახის წევრებს, მათ შორის კი მეუღლის მშობლებს ტონი და კოლეტ მაკლაფლინებს. რაც საქვეყნოდ გახდა ცნობილი, რომ სანამ ცოლი, კოლინი ფეხმძიმედ იყო რუნი მეძავებთან დადიოდა, ამ ადამიანებს წყნარად ცხოვრება აღარ ღირსებიათ. ისინი დღენიადაგ ტაბლოიდების პირველ გვერდებზე იყვნენ გამოჭიმული და თან, ისეთ ბინძურ თემასთან დაკავშირებით, როგორიც სექს-სკანდალია.

რუნის ოჯახთან დაკავშირებულმა მავანმა ახლობელმა ყვითელ პრესას უამბო:

"რამდენიმე კვირის წინ კლოტი და ტონი ძალიან გაბრაზებულები იყვნენ. ისინი იმდენად შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, რომ უეინის ნახვაც კი არ უნდოდათ, სიძეს სათოფეზე არ იკარებდნენ, მაგრამ ახლა იციან, რომ მოსწონთ თუ არა, სიძე უნდა მიიღონ – ამაზე მათი შვილის ბედნიერებაა დამოკიდებული".

როგორც ჩანს მაკლაფლინების გუნება მათი მეორე გოგონას, 12 წლის როზის მდგომარეობის გაუმჯობესებამაც გამოაკეთა. სულ ცოტა ხნის წინნ მძიმე ავადმყოფი როზი რეანიმაციაში იწვა და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ახლა კი ინტენსიური მკურნალობა საჭირო აღარ არის. შაბათს ბავშვი გამოწერეს და ცოლ-ქმარმაც უეინს შეხვედრის ნება დართო. "იუნაიტედის" ვარსკვლავმა ხრიკსაც მიმართა, სიდედრისა და სიმამრის გულის მოსალბობად მათთან პატარა კაისთან ანუ შვილიშვილთან ერთად მივიდა. ჩასაფრებულმა პაპარაცებმა დრო დაინიშნეს – რუნიმ მაკლაფლინების სახლში, რომელიც მერსისაიდში, კერძოდ კი რობიში მდებარეობს, ნახევარი საათი დაჰყო.

"მაკლაფლინების ოჯახისთვის როზის გამოჯანმრთელება სასწაულია. ამან ყველაფერი შეცვალა, უეინთან ურთიერთობაც კი გამოასწორა~ - თქვა ზემოხსენებულმა ახლობელმა.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს