მიუნხენსა და ზოგადად, საფეხბურთო გერმანიაში შვაინშტაიგერის გამო ახლა უკვე სერიოზულად ნერვიულობენ
მიუნხენსა და ზოგადად, საფეხბურთო გერმანიაში ბასტიან შვაინშტაიგერის გამო ახლა უკვე სერიოზულად ნერვიულობენ.

27 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში ტრავმებით დაიტანჯა, ევროპის ჩემპიონატზეც ტკივილგამაყუჩებლებით თამაშობდა და ტრავმა ახლაც არ აქვს ბოლომდე მოშუშებული.

ორშაბათს "ბაიერნი" ჩინეთში მიდის და გუშინ გავრცელებული ცნობების თანახმად, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რეკორდმაისტერი შვაინშტაიგერს ამ ტურნეში არ იახლებს.

"მიუნხენერ მერკურის" ინფორმაციით, ბასტიანმა "ბაიერნის" თავკაც იუპ ჰაინკესს თავად სთხოვა, აზიაში ნუ წამიყვანთო. "ბილდი" კი იუწყება, რომ ბავარიელები შვაინის მიუნხენში დატოვებენ, სადაც ინდივიდუალურად მოემზადება. გამორიცხული არ არის, რომ მიუნხენში სხვა ფეხბურთელებიც დარჩნენ...

"ფეხბურთელს არავისთვის არაფერი უთხოვია. ვინ უნდა წავიდეს ჩინეთში და ვინ რჩება მიუნხენში, ამას მხოლოდ მწვრთნელი და შემდეგ ხელმძღვანელები ვწყვეტთ, - აცხადებს ბავარიელთა ახალი სპორტული დირექტორი მათიას ზამერი, - შექმნილ ვითარებას ამ დღეებში გავაანალიზებთ და შემდეგ გადავწყვეტთ, უნდა წამოვიდეს თუ არა ჩინეთში ესა თუ ის მოთამაშე".

"ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ახალ სეზონს ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად კარგად მომზადებული და ჯანმრთელი შეხვდეს. ბასტიანს მძიმე სეზონი ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ კარგად დაისვენა, მენტალურად არ არის ისეთ დონეზე, როგორსაც ჩვენ მისგან ვითხოვთ.

მასზე განსაკუთრებით ვიზრუნებ და დარწმუნებული ვარ, რომ ახალ სეზონში ფანები ისევ ძველ შვაინშტაიგერს იხილავენ," - ეს ჰაინკესის სიტყვებია.

ორი ვარიანტია: შვაინის მიუნხენში დატოვების მიზეზი ან რისკის თავიდან აცილებაა, ანაც ფეხბურთელის ტრავმა, რომელსაც არ ახმაურებენ. "ბაიერნის" ფანებს ნერვიულობის მიზეზი ორივე შემთხვევაში აქვთ...

მანჯუკიჩმა და პისარომ დონ იუპი აღაფრთოვანეს

ზოგადად, ბავარიული გიგანტის 67 წლის მწვრთნელი ბევრ რამეშია დარწმუნებული - გარდა სრულყოფილი შვაინშტაიგერის დაბრუნებისა, ჰაინკესს ისიც სჯერა, რომ ახალი თავდამსხმელები მარიო მანჯუკიჩი (26 წლის) და კლაუდიო პისარო (33) რეკორდმაისტერს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ, რაც სეზონის დაწყებისთანავე გამოჩნდება.

"გავრისკავ და ვიტყვი: გასულ სეზონში მანჯუკიჩი და პისარო ჩვენი ფეხბურთელები რომ ყოფილიყვნენ, მინიმუმ ერთ ტიტულს მაინც მოვიგებდით. მათ ყველაფერი შეუძლიათ, რაც კარგ თავდამსხმელს უნდა შეეძლოს: აქვთ ტექნიკა, კარგი დარტყმა, საგოლე ალღო, შესანიშნავად თამაშობენ თავით და ბრძოლისუნარიანებიც არიან.

მარიო გომესს არ ვაკნინებ, ის ჩვენი მთავარი გოლეადორია, მაგრამ მისი ალტერნატივები ძალიან გვჭირდებოდა - განსაკუთრებით ისეთ მეტოქეებთან, რომლებიც დაცვით ფეხბურთს გვეთამაშებიან.

ასეთ დროს ორი ასეთი ჯოკრის ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ბედნიერებაა," - ამბობს ჰაინკესი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს