ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
ტრივიალურად რომ ვთქვათ, თავს ზემოთ ძალა არ იყო - რუსთავის "მეტალურგმა" მონდომებით ითამაშა, მაგრამ კლასით უფრო მაღლა მდგომ მეტოქესთან ვერაფერი გააწყო.

ჩეხები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და "მეტალურგს" აგრძნობინეს, თუ ვისთან ჰქონდა საქმე. "პლზენმა" რუსთაველებს ბურთი დაუმალა, განივად თუ გრძივად ისე აგორებდა ბურთს, რომ მასპინძლებს გვარიანი ჯაფა დაადგათ უბურთოდ სირბილში. აქტიურად ირჯებოდნენ ჩეხთა ფლანგელები - ფრანჩიშეკ რაიტორალი და ედგარ მალაქიანი.

პლზენელთაგან პირველი საგოლე შანსი კი მიხალ დურისმა გაანიავა.

"მეტალურგმა" თამაში ოდნავ გამოაკეთა და სტუმრებს აჩვენა, რომ რაღაც ქართულ გუნდსაც შეუძლია. რევაზ გეწაძემ მარჯვენა ფლანგზე ჩიკორივით დააბზრიალა მეურვე, ჩააწოდა და კუთხური მოინაგრა. ამ ეპიზოდმა იმედი გააჩინა, იქნებ ჩვენებურებმა რამე გაახერხონო, მაგრამ...

"პლზენის" იერიშებმა ნაყოფი გამოიღო, რიკოშეტის შედეგად ბურთი "მეტალურგის" კარში აღმოჩნდა.

რუსთაველთა დაცვამ ზედიზედ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, შუა ხაზიც უსუსური ჩანდა ჩეხთა წინაშე.

"მეტალურგი" მაინც არ გატყდა, ისევ შლეგად ირჯებოდა, დასამახსოვრებელი იყო გიორგი მიქაბერიძის სოლო რეიდი და კარის გასწვრივ ჩაწოდება - დიმიტრი ტატანაშვილმა მცველს დასწრებაზე ვერ აჯობა.

გამოცდილება ფეხბურთშიც დიდი ხეირია. ტატანაშვილს არაერთი სეზონი უთამაშის ჩეხეთში და ყოფილ გუნდს სწორედ ამის ხარჯზე გაუტანა გოლი - ბურთი მცველს აართვა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და უნაკლოდაც დაარტყა.

"პლზენი" გაშვებულმა გოლმა გაახელა, ჩეხური მანქანაც უფრი მძლავრად ამოქმედდა. ერთი ერთზე ჩეხები ჯაბნიდნენ რუსთაველებს, სწორი თამაში, სისწრაფე, ორთაბრძოლა - "პლზენი" ყველა პარამეტრით აღემატებოდა "მეტალურგს". და შედეგიც - ჩეხთა გუნდი კვლავ დაწინაურდა.

თამაშის საკუთარ თავზე აღება ირაკლი მაისურაძემაც სცადა, ჯერ შორიდან დაარტყა არაზუსტად, მერე ჯარიმა მოიპოვა, გეწაძემ საჯარიმო დარტყმა ოდნავ ააცილა კარს.

მეორე ტაიმი "მეტალურგმა" აქტიურად დაიწყო, თითქოს მუხტმა მოიმატაო, მაგრამ აქედან ვერაფერი გამოდნა. "პლზენმა" მალევე დაიბრუნა დომინანტის პოზიცია და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნა. რუსთაველთა მუხტიც გაქრა.

დიდებულად ირჯებოდა "პლზენის" 37 წლის კაპიტანი პაველ ხორვატი, რომელმაც ოსტატური გოლი გაუტანა რუსთაველებს - მეტოქე "პოდ სებიათი" ჩამოიცილა და მეორე ფეხით საშუალო დისტანციიდან აუღებელი დაურტყა გრიგოლ ბედიაშვილს.

ამით ყველაფერს წერტილი დასევა, "პლზენი" მოედანზე უკვე "კვადრატს" თამაშობდა, იყო სამწუთიანი მონაკვეთი, როცა "მეტალურგი" თითქოს აბობოქრდა, მაგრამ ანგარიშის შესაცვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ევროპალიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი

19.07. თბილისი. მ. მესხი. 3 000 მაყურებელი

მეტალურგი-პლზენი 1:3 (იხილეთ ვიდეო) (ფოტორეპორტაჟი)

გოლები: 0:1 ხორვატი (14), 1:1 ტატანაშვილი (29), 1:2 კოლარი (32), 1:3 ხორვატი (59)

მეტალურგი პლზენი

4-2-3-1 4-2-3-1

ბედიაშვილი ბოლეკი

ჯაფარიძე დურიში

მახვილაძე რაიტორალი

გავაშელიშვილი პროჰაზკა

სუხიაშვილი სევინსკი

რაზმაძე ფილო

მაისურაძე დარიდა

ქავთარაძე ლიმბერსკი

მიქაბერიძე კოლარი

გეწაძე ხორვატი

ტატანაშვილი მალაქიანი

მწვრთნელები:

კ. ჟორჟიკაშვილი პ. ვრბა

მეტალურგი

46. ქავთარაძე - დობროვოლსკი

67. მიქაბერიძე - ჯანელიძე

67. ტატანაშვილი - სიხარულიძე

სათადარიგოები: თებიძე, კაკუშაძე, ლობჟანიძე, ინწკირველი

პლზენი

65. მალაქიანი - ზემანი

85. ფილო - სტიპეკი

88. კოლარი - ჰანუშეკი

სათადარიგოები: კოზაჩიკი, ჰეიდა, რეზნიკი, ჰორა

გაფრთხილება: სუხიაშვილი (22), ფილო (52), დარიდა (62), რაზმაძე (90)

არბიტრი: ე. ალეკოვიჩი (ბოსნია)

განსაკუთრებული არაფერი, ძლიერმა სუსტს აჯობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კობა ჟორჟიკაშვილი: ასეთ გუნდებთან თამაში ნათლად გვიჩვენებს, თუ რა დონეზე ვართ

aba
სიმართლე ის არის რომ სწორი სტრატეგიით მოგების თუ არა მინიმუმ ფრის მიღწევის შანსი მაინც იყო. ჯერ ის ვთქვათ როგორი გოლები გაუშვეს როცა ლამის მეკარის საჯარიმოზე აგორებინებდნენ ბურთს, მეორე ბავშვური შეცდომა მეკარის რომელიც უბრლოდ ბურთს აცდა, და მესამე როცა სათანადოდ არ მეურვეობდნენ თავდამსხმელებს. საკუთარ საჯარიმოში მაინც ხომ უნდა განახორციელო პრესინგი, სხვა რომ არაფერი ვთქვათ. და ერთიც როცა ფეხბურთელს არ სწამს რომ შეუძლია მოგება ვერც მოიგებს. რუსთაველებს ისე რომ ებრძოლათ როგორც ნეფთჩის ფეხბურთელებმა იბრძოლეს, როცა დვალთან სამი კაცი გაჩნდებოდა ბურთის მიღებისთანავე და უბრალოდ შეტევაში და დაცვაში ბურთის მიღების და გათამაშების შანს არ აძლევდნენ, ისეთ პრესინგს ახორციელებდნენ, აი რას ჰქვია ბატონო დავით თავართქილაძე მონდომება. ჩემი აზრით ეს თამაში მწვრთნელმა წააგო რადგან მან მთავარი ვერ გააკეთა ფეხბურთელები ვერ განაწყო საბრძოლველად, ასევე ასე თავისუფლად ბურთი აგორებინო ესეც არაა სწორი და კლასში განსხვავებას რაც შეეხება ისეთი თვალშისაცემიც არ იყო თქვენ რომ წერთ ბატონო დავით თავართქილაძე, ხოლო ტექნიკით და სისწრაფით ჩვენი ფეხბურთელები სჯობდნენ. გულშემატკივრობა 0, ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"