ევროპის ლიგის 19 ივლისს გამართულ მატჩებში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა
ევროპის ლიგის 19 ივლისს გამართულ მატჩებში რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმრავლესობასაც განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

გამონაკლისია ირაკლი სირბილაძე, რომლის "ინტერ ტურკუმაც" უდიდესი სენსაცია მოახდინა და სტუმრად ჰოლანდიურ "ტვენტესთან" 1:1-ს მიაღწია. ფინელთა ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა.

"ვიტესი" ბულგარეთში პლოვდივის "ლოკომოტივთან" ოთხჯერ იგებდა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში ოთხივეჯერ გაქვითეს. არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, გიორგი ჭანტურია თამაშში მე-80 წუთიდან ჩაერთო, ვაკო ყაზაიშვილი კი სათადარიგო იყო.

ბუნებრივია, ეს შედეგი "ვიტესს" შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგ შანსს უტოვებს.

ბაქოს "ინტერი", სადაც ქართველები ყველაზე მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი, შინ ბერძნულ "ასტერასთან" 1:1-ს დასჯერდა. "ინტერის" რიგებში გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა სრულად ითამაშეს; გიორგი ადამია 89-ე წუთზე შეცვალეს, რევაზ თევდორაძე და ბაჩანა ცხადაძე კი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

ლევან კორღალიძის "ზიმბრუ" შვეიცარიაში "იანგ ბოიზთან" 0:1 დამარცხდა. ქართველი ნახევარმცველი მოლდოველებს სათადარიგოთა შორის ჰყავდათ და მას თამაშის საშუალება არ მისცემია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"