გაგამარუ აუცილებლად დაწინაურდება რეიტინგში, ახლა კი ის მე-7 მაეგაშირაა
25 წლის თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ნაგოიას ბაშოზე მიზანს მიაღწია - 19 ივლისს ბრაზილიელ კაისეის აჯობა და დადებითი ბალანსი (კაჩი კოში) დაიბევა.

ამასთან ერთად, გაგამარუ აუცილებლად დაწინაურდება რეიტინგში, ახლა კი ის მე-7 მაეგაშირაა. კაჩი კოშის მიღწევა შეეძლო მე-4 მაეგაშირა ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე), მაგრამ ჩვენებური ყოფილ ოძეკი მიაბიამასთან დამარცხდა და ახლა 7-5 ბალანსი აქვს. მეორე დივიზიონში მე-9 მარცხი იწვნია კოკაიმ (ლევან ცაგურია).

ბაშოს 12-0 ბალანსით ორი მონღოლი ლიდერობს: დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და ჰარუმაფუჯი. რადგან ეს ორი რიკიში ერთმანეთს აუცილებლად დაუპირისპირდება, მდევრებს იმპერატორის თასის მოგების თეორიული შანსიც აღარ აქვთ.

XII დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-კოტოშოგიკუ (ოშიდაში), ჰარუმაფუჯი-კაკურიუ (უვატენაგე), კისენოსატო-ბარუტო (ოშიდაში), კოტოოშუ-მიოგირიუ (ცუკიოტოში), ოკინოუმი-ტოჩიოძანი (კოტენაგე), გოეიდო-კიოკუტენჰო (იორიკირი), ამინიშიკი-ტოიონოშიმა (ცუკიოტოში), ტაკეკაძე-აოიამა (სუკუინაგე), შოჰოზანი-ვაკაკოიუ (ოკურიდაში), მიაბიამა-ტოჩინოშინი (ოშიდაში), ტაკაიასუ-ტამავაში (უვატენაგე), გაგამარუ-კაისეი (იორიკირი). ძურიო: მასურაუმი-კოკაი (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა

12-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), ჰარუმაფუჯი (ოძეკი).

9-3: კისენოსატო (ოძეკი), კოტოშოგიკუ (ოძეკი), არანი (მაეგაშირა 5), კაისეი (მ 8).

8-4: ბარუტო (ოძეკი), კოტოოშუ (ოძეკი), გაგამარუ (მ 7), ტოკიტენკუ (მ 9), დაიდო (მ 13), მასუნოიამა (მ 13)... 7-5: ტოჩინოშინი (მ 4).

XIII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-ბარუტო, კოტოშოგიკუ, კისენოსატო, ჰარუმაფუჯი-კაისეი, კოტოოშუ-კაკურიუ, ტოჩინოშინი-გოეიდო, ტოიონოშიმა-ტოჩიოძანი, მიოგირიუ-არანი, კიოკუტენჰო-ამინიშიკი, აოიამა-შოტენრო, ოკინოუმი-შოჰოზანი, გაგამარუ-ვაკანოსატო. ძურიო: კოკაი-ტაკანოივა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა