ეროვნული ჩემპიონატისთვის საჩხერის გუნდი ურეკში ემზადება
ეროვნული ჩემპიონატისთვის საჩხერის "ჩიხურა" ურეკში ემზადება. გუნდში დაიმატეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრები: თემურ შარაშენიძე, ნიკა მაისურაძე და ვაჟა ლომაშვილი.

პირველმა ორმა დასრულებული ჩემპიონატი ცხინვალის "სპარტაკში" ჩაატარა, მცველმა ლომაშვილმა კი - ფოთის "კოლხეთში".

საჩხერელები ცხინვალის "სპარტაკის" კაპიტნის, თემურ შონიას გადაყვანითაც დაინტერესდნენ, მაგრამ 21 წლის ნახევარმცველი, შესაძლოა, ისრაელში წავიდეს.

"ჩიხურამ" ურეკში 19 ივლისს საკონტროლო შეხვედრების სერიალი დაიწყო: საჩხერელები და ფოთის "კოლხეთი" ერთმანეთს მეორე შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ - მატჩი კოლხების გამარჯვებით დასრულდა (3:1).

20 ივლისს საჩხერელები ქობულეთის "შუქურას" დაუპირისპირდებიან, 21-ში - ერთ-ერთ აზერბაიჯანულ კლუბს შეხვდებიან, რომელიც საქართველოში მოემზადება, 23-ში კი ლანჩხუთის "გურიასთან" ითამაშებენ.

დაბოლოს: "ჩიხურაში" მართვის საკითხი ირკვეოდა. საჩხერულ კლუბს ოთხი დამფუძნებელი ჰყავს - ორი სახელმწიფოდან, ორიც - ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კერძო სტრუქტურიდან.

მოხდა სასწაული და ეს ორი მხარე, საფეხბურთო კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, შეთანხმდა და "საჩხერის" მართვა ძველებურად, ერთობლივად გაგრძელდება.

"ჩიხურამ" სპარინგების სერიალი დაგეგმა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საჩხერის "ჩიხურა" და მარტვილის "მერანი" ურეკში ემზადებიან

საჩხერის "ჩიხურამ" ახალი ფეხბურთელები დაიმატა

სოსო ფრუიძემ ფედერაციის ტურნირში საინტერესო მოთამაშე აღმოაჩინა

სოსო ფრუიძე: "ჩიხურას" მიზანი უმაღლესი ლიგის ექვსეულში მოხვედრა იქნება

dudu
აბა, ივანიშვილი ფულს ვერაფერში ვეღარ ხარჯავს. არ იცი, რა ხდება? აკრძალული აქვს კანონით. და რამდენიმე წლის წინ უნდოდა დაახლოებით იგივეს გაკეთება ფეხბურთისთვის, რაც მერე რაგბისთვის გააკეთა, მარა უარი უთხრეს!
aba
რა იყო კაცო ივანიშვილს თუ უნდა წესიერი გუნდი ჩამოაყალიბოს ცოტა მეტი უნდა დახარჯოს ეს რას გავს ამ გუნდით მეშვიდე ადგილზეც ვერ გავა. მილიონებს პიარში რომ ხარჯავს ჯობია ფეხბურთს და სპორტს დაახარჯოს.
Tornike
დაპირისპირებას თანამშრომლობა არ ჯობია?!
datikoluka
ბატონო მერაბ, იმას თუ დაწერთ როგორ შეთანხმდენ და როგორ გამოაბუნძულეს სახელმწიფოს მიერ დამფუძნებლები, კრებიდან ჩიხურას ფეხბურთელებმა ძალიან კარგი იქნება
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო